თბილისი:
მანჩესტერი:
15-08-2014, 08:32
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 1795,
კომენტარები: 9
მანჩესტერი როხოს შეიძენს
გასული დღის 5 საინტერესო ჭორი
მანჩესტერი როხოს შეიძენს
5) “ქუინს პარკ რეინჯერსის” და საფრანგეთის ერონული ნაკრების თავდამსხმელს, ლოიკ რემის ლონდონის “ტოტენჰემი” ეპატიჟება. მოგეხსენებათ, რომ “ქპრ”-ს ფორვარდი გასულ წელს “ნიუკასლში” არენდის წესით თამაშობდა. დიდი შანსია, რომ ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ლოიკ რემიმ სამუშაო ადგილი გამოიცვალოს. მას შემდეგ, რაც ფრანგმა ფორვარდმა “ლივერპულში” სამედიცინო შემოწმება ჩააგდო, მისით ბევრი კლუბი დაინტერესდა. მიუხედავად ამისა, ფრანგი თავდამსხმელისთვის ბრძოლაში ფავორიტად “მამლები” მიიჩნევიან. “ტოტენჰემის” ხელმძღვანელები მზად არიან, რომ ლოიკ რემის სანაცვლოდ გუნდიდან მაიკლ დოუსონი და ანდროს ტაუსენდი გაუშვან. ამ უკანასკნელმა გასული სეზონის ნახევარი “ქპრ”-ში არენდის წესით გაატარა.

მანჩესტერი როხოს შეიძენს


4) უცხოური მედიასივრცის თანახმად, სტევან იოვეტიჩი თავის ამჟამინდელ კლუბს დატოვებს. ეს ინფორმაცია “მანჩესტერ სიტის” ამერიკული ტურნეს შემდეგ დადასტურდა. მანუელ პელეგრინიმ უკვე განაცხადა, რომ თავისი კლუბი ფინანსური Fair Plays დასაცავად გუნდიდან რამოდენიმე ფეხბურთელს გაუშვებს. იოვეტიჩი კი იმ ფეხბურთელთა სიაში შედის, რომლებიც მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “მანჩესტერ სიტის” დატოვებენ. ჩერნოგორიელი თავდამსხმელის გადაბირებას იტალიური “რომა” შეეცდება. დედაქალაქური კლუბი მატია დესტროსა და ადამ ლიაიჩის გაყიდვით საკმაოდ სერიოზულ თანხას გამოიმუშავებს, რითიც სტევან იოვეტიჩის ყიდვას შეეცდება. სტევან იოვეტიჩის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ 1 წლის წინ ჩერნოგორიელი თავდამსხმელი “მანჩესტერ სიტიში” “ფიორენტინადან” 26 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მანჩესტერი როხოს შეიძენს


3) ახალი აბავი არ არის, რომ რაფაელ ბენიტესის გუნდი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე საყრდენი ნახევარმცველის ძიებაშია. ნეაპოლიკანელთა ინტერესთა სფეროში უამრავი ფეხბურთელი შედის. მიუხედავად ამისა, უცხოური მედიასივრცე იტყობინება, რომ “ნაპოლის” ხელმძღვანელების მთავარი სამიზნე “ვილიარეალის” და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ჰავბეკი, დე გუზმანია. აღსანიშნავია, რომ გასული ორი სეზონი დე გუზმანმა “სუონსიში” არენდის წესით გაატარა. გასულ წელს ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა პრემიერ-ლიგის ეგიდით 34 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა. დე გუზმანმა ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩენმპიონატზეც იასპარეზა. მან ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების რიგებში ავსტრალიის, ესპანეთის და ბრაზილიის წინააღმდეგ ითამაშა. შეგახსენებთ, რომ დე გუზმანის სატრანსფერო ღირებულება 8,75 მილიონ ევრომდე გაიზარდა და მის გადაბირებას “ნაპოლის” გარდა “ქუინს პარკ რეინეჯრსიც” ცდილობს.

მანჩესტერი როხოს შეიძენს


2) ესპანეთის ჩემპიონები “ტორინოს” შემტევი ნახევარმცველისთვის ბრძოლაში ჩაერთვნენ. მოგეხსენებათ, რომ ალესიო ჩერჩი “მილანის” მთავარი სატრანსფერო მიზანია, თუმცა ტურინელებს “როსონერისგან” ჩერჩის სანაცვლოდ ჯერჯერობით არანაირი შეთავაზება არ მიუღიათ. “ტორინო” მზად არის, რომ ალესიო ჩერჩის 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს, თუმცა მადრიდელები იტალიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ აღნიშნული თანხის გადახდას არ აპირებენ. უცხოური მედიასივრცის თანახმად, მადრიდის “ატლეტიკოს” ხელმძღვანელები მზად არიან, რომ “ტორინოს” იტალიელი შემტევი ნახევარმცველის სანაცვლოდ 13-იდან 16 მილიონ ევრომდე გადაიხადონ. ცნობისთვის, გასულ სეზონში 27 წლის ჩერჩიმ სერია ა-ს ეგიდით 37 მატჩი ჩაატარა და თავის გუნდს ევროპის ლიგის ზონაში მოსახვედრად 13 გატანილი გოლის გატანით დაეხმარა.

მანჩესტერი როხოს შეიძენს


1) ლისაბონის “სპორტინგის” არგენტინელმა განაპირა მცველმა, მარკოს როხომ ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე თავისი კარგი თამაშით უამრავი ტოპ-კლუბის ყურადღება მიიპყრო. მოსკოვის “სპარტაკის” ყოფილ განაპირა მცველს აქტიურად უკავშირებენ მერსისაიდულ “ლივერპულს” და “მანჩესტერ იუნაიტედს”. უცხოური გამოცემები როხოსთვის ბრძოლაში ფავორიტად “წითელ ეშმაკებს” მიიჩნევენ. მოგეხსენებათ, რომ მარკოს როხო 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინის ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო. მისმა ნაკრებმა მუნდიალზე ფინალში გასვლა მოახერხა, თუმცა საბოლოოდ ვერცხლს დასჯერდა. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები მზად არიან, რომ როხოს სანაცვლოდ 15 მილიონი ფუნტი გადაიხადონ. მიუხედავად ამისა, რამოდენიმე გავლენიანი გამოცემა იტყობინება, რომ ლუის ვან გაალის გუნდის მთავარი სატრანსფერო მიზანი ანხელ დი მარიაა. “წითელი ეშმაკები” ჯერ ანხელ დი მარიას ყიდვას შეეცდებიან, ხოლო შემდეგ კი მარკოს როხოს ტრანსფერზე გადაერთვებიან.

მანჩესტერი როხოს შეიძენს
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
15 აგვისტო 2014 08:38
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რემი ლივერპულს უნდოდა ძაან, მაგრამ ვერ იყიდეს? ძალიანაც კარგი...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Goginashvili777
15 აგვისტო 2014 09:08
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
RojoDiablo,
ყველაფერი შეთანხმებული იყო და ...
შემოწმება ვერ გაიარა , მუხლზე ჰქონდა პრობლემა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№3
ავტორი: RojoDiablo
15 აგვისტო 2014 09:16
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Chicharito103,
მუხლზე ჰქონდა პრობლემა? მაშინ ნეტავ ეყიდათ კაცო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: GeorgeBest
15 აგვისტო 2014 09:40
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვა როხოზე რამდენი იწერება, თან თვითონაც უნდა წამოსვლა მოგნი არ იქნება ცუდი მარა მე მაინც ბლინდის მოტყვანა მერჩივნა
0
№5
ავტორი: Manchester_M
15 აგვისტო 2014 10:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
როგორ გამახარეთ რად გინდა როხო ვინმე ნორმალური მოიყვანონ ამნაირების მეტი რა გვყავს ხურდებში გვიყრია :X ბლინდი მოიყვანონ :@
0
№6
ავტორი: RedTeen
15 აგვისტო 2014 11:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
Manchester_M,
როხოზე აცრილი ხარ??? მე ძალიან მომწონს ეგ ბიჭი... მინდა მისი გადმოსვლა..
0
№7
ავტორი: PartyMooNsTeeR
15 აგვისტო 2014 12:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
roxoze shetavazeba gaaketes?
0
№8
ავტორი: chestersa
15 აგვისტო 2014 12:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
Manchester_M,
ძლივს არ გიპოვე ყველას უნდა ეს როხო და რა ჯადაბათ უნდათ ვერ გამიგია!

RedTeen,
რა მოგეწონათ ამ როხოში გამარკვიეთ ხალხო რათ გინდათ ვერ ვგებულობ!
0
№9
ავტორი: Goginashvili777
15 აგვისტო 2014 13:35
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
რა როხო რის როხო კარგით რა , ამას ბლინდი ჯობს :/
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top