თბილისი:
მანჩესტერი:
15-08-2014, 13:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1621,
კომენტარები: 6
საავადმყოფოდან ვიცე-კაპიტნობამდე
დარენ ფლეთჩერის გზა.
საავადმყოფოდან ვიცე-კაპიტნობამდე
ერთი წლის წინ ამ დღეს დარენ ფლეთჩერი საავადმყოფოს ლოგინზე იწვა და ინტრავენური წვეთოვანი ჰქონდა დაყენებული.

მის წინ ჩამავალ ქირურგს ძლივს ეუბნებოდა, რომ თვალების გახელა სურდა დამის წინ დადებული ტელევიზორისთვის ყურება. ეკრანზე შოტლანდიის ნაკრები ინგლისის ნაკრებს "უემბლიზე" ეპაექრებოდა. ეს იყო ის, სადაც მოხვედრაზე ფლეთჩერი ყოველთვის ოცნებობდა.

ფლეთჩერის საფეხბურთო მომავალი ბეწვზე ეკიდა. უამრავი ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილებამ საბოლოოდ იმ შედეგამდე მიგვიყვანა, რომ დარენს ქრონიკული წყლულოვანი კოლიტი აღმოუჩინეს. აღმოჩენა, რომელმაც დარენის სამი საფეხბურთო წელი შეიწირა.

დღეს დილით კი ფლეთჩერი სულ სხვაგვარად გამოიყურება. როგორც ყოველთვის, იგი პრემიერ-ლიგისთვის ემზადება, მაგრამ უკვე "მანჩესტერ იუნაიტედის" ვიცე-კაპიტნის რანგში.

"ქამბექებისა" და ბოლო წამებზე მოგებული თამაშების ყურება მსოლფიოს არასდროს მობეზრდება, მაგრამ ფლეთჩერის გამოჯანმრთელება რაღაც სასწაულს ჰგავს.

ლუი ვან გაალის ფორმაციის "იუნაიტედში" როგორ უეინ რუნის მარჯვენა ხელს დიდი მომავალი აქვს.

ფლეთჩერმა "ვალენსიასთან" ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც "იუნაიტედმა" 2-1 მოიგო გოლი გაიტანა და თავის ვიცე-კაპიტნობას ასე დახვდა.

"ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის საამაყო მომენტია. უეინი და მე ყოვლელთვის კარგად ვმუშაობდით ერთად და გავაგრძელებთ ასევე მუშაობას ჩვენს ახალ როლში. მინდა მწვრთნელს მადლობა გადავუხადო ნდობისთვის." - განაცხადა ფლეთჩერმა.

ვან გაალმა დარენში დაინახა ის, რაც მას ძალიან მოსწონს. "ლიდერად დაბადებული" - იყო მისი შეფასება.

dailymail
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
15 აგვისტო 2014 08:17
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დარენმა რაც გააკეთა, რა ბრძოლისუნარიანობაც გამოავლინა, რომ ფარ-ხმალი არ დაყარა, მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს არა მარტო ფეხბურთელისთვის, არამედ ზოგადად კაცთათვის... მე უდიდეს პატივს ვცემ ამ ადამიანს და მის ღვაწლს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DaToO_o
15 აგვისტო 2014 13:38
  • სიახლეები: 14
  • კომენტარები: 47
მარტო ამისთვისაა ეს დასაფასებელი ბრძოლისუნარიანი რომაა love უძალიანეს დიდ პატივს ვცემ ამ კაცს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:-კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥
№3
ავტორი: RedTeen
15 აგვისტო 2014 13:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
მართლა სასწაულია მისი გამოჯანმრთელება ასე სწრაფად, მაგრამ მას მანჩესტერული სული აქვს, ბრძოლისუნარიანია და ვაფასებ...
0
№4
ავტორი: GeorgeBest
15 აგვისტო 2014 14:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაშინ როცა კარიერა უნდა დაესრულებინა ამდენი შეძლო და დაბრუნდა გუნდში. არავინ ფიქრობს რომ ტოპ კლასია ან გუნდის შეუცვლელი წევრი, მარა ის რაც გააკეთა დასაფასებელია
0
№5
ავტორი: Malboro463
15 აგვისტო 2014 16:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
რაც გაკეთა დასაფასებელია მარა
დიდ ძალას რომ აღარ წარმოადგენს ესეც ნათელია ამ შემადგენლობიდან კერიკმა ძველი ფორმა თU დაიბრუნა ამოაგდებს თავისუფლად
0
№6
ავტორი: Manchester_M
15 აგვისტო 2014 18:35
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
უკვე ასაკშია მაგრამ პასების გორაობა ჯერ კიდევ შეუძლია და ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება კაი კაცია მევასება ძან წარმატებები !!!!!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top