თბილისი:
მანჩესტერი:
15-08-2014, 09:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1587,
კომენტარები: 5
სქოულზი: "წელს ვერ მოვიგებთ"
პოლის აზრით წელს საკმარისი ტრანსფერები ვერ გავაკეთეთ.
სქოულზი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, პოლ სქოულზი თვლის, რომ "იუნაიტედს" ამ სეზონში ტიტულის მოპოვება გაუჭირდება.

მისი თქმით ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მისმა ყოფილმა კლუბმა ტრანსფერების საკმარისი რაოდენობა ვერ განახორციელა.

"ძირითადი მიზეზი, რის გამოც ვთვლი, რომ "იუნაიტედი" ტიტულს ვერ მოიგებს, ეს სატრანსფერო ბაზარზე არასაკმარისი ფეხბურთელების შესყიდვაა."

"უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, "იუნაიტედს" ტოპ კლასის ნახევარმცველი სჭირდება, რაც ასე რთულად ხელმისაწვდომია მიმდიარე წელს. მხოლოდ ორი თუ მოიძებნება. სესკ ფაბრეგასი და ტონი კროოსიც უკვე გაიყიდნენ."


"მომწონს ვან გაალის მუშაობის მეთოდი. მან მოთამაშეებს უთხრა: "ეს 3-5-2 ტაქტიკაა და მე ვაპირებ იქ გათამაშოთ, სადაც ყველაზე უკეთესები ხართ. თუ ვერ ითამაშებთ, ძალიანაც ცუდი."

სქოულზმა "ოლდ ტრაფორდის" ახალი ბოსი ძველ ბოსს შეადარა: "ის მოთამაშეებისგან პატივისცემას იმსახურებს. ეს როგორც კი მოვიდა, მაშინვე მოიპოვა. ეს არის კაცი, რომელმაც უდიდესი გუნდები გაწვრთნა: "აიაქსი", "ბარსელონა" და "ბაიერნი" და ეს-ესაა ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გაიყვანა. ის წარმატებული პიროვნება."

"ის ცოტათი საშიშ კაცს ჰგავს. კარგია. სერ ალექსიც ხანდახან საშიშ კაცს ჰგავდა და ეს მოთამაშეებს თავის ადგილს მიუჩენს."


MEN
სიახლეები, ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
15 აგვისტო 2014 07:54
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
და პლუს მაგას არსებობს პოზიციები, სადაც ფეხბურთEლთა გადაჭარბებული რაოდენობაა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
15 აგვისტო 2014 09:43
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გუნდი დაბალანსებული არაა, დაცვის ხაზი საზიზღობაა და ხალხი გვაკლია, 10 ნომერზე ძალიან ბევრი გვყავს, ვინგერები არ გვყავს საერთოდ. ვალენსია იანგს არ ვთვლი ვინგერებად, გინდ ყოფილან გიდ არა. ნანი სახსენებელიც არაა. ცენტრშიც დიდი პრობლემები გვექნება ალბათ. წელს მთავარი ოთხეულია
0
№3
ავტორი: Manchester_M
15 აგვისტო 2014 10:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
4 ეულში რო უეჩველი შევალთ ეგ ხო იცი შქოულს ;) რა 2 ტრანსფერი და დაცვაში და რაატო ვერ მოვიგებთ ?
0
№4
ავტორი: RedTeen
15 აგვისტო 2014 12:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
მოგება არც მინდა მთავარია მე-7 ადგილიდან ბევრად მაღლა ავიწიოთ.. ლივერპულს თუ გადავუსწრებთ და უკან ჩამოვტოვებთ ეგ უკეთესი...
0
№5
ავტორი: Manchester United 14
15 აგვისტო 2014 13:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ბლინდი დიმარია და ვიდალი გვინდა და ნახავთ თუ არ მოვიგებთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top