თბილისი:
მანჩესტერი:
15-08-2014, 09:01
ავტორი: GeorgianDevil,
ნანახია: 1804,
კომენტარები: 6
ერთი წელი ,,იუნაიტედში''
მოგითხრობთ ფეხბურთელებზე რომლებმაც ,,მანჩესტერში'' მხოლოდ ერთი სეზონი ჩაატარეს
ერთი წელი ,,იუნაიტედში''
მასსიმო ტაიბი
ერთი წელი ,,იუნაიტედში''

იტალიელი ,,მანჩესტერში'' 1999 წელს ვენეციიდან გადმობარგდა 4.5 მლნ ფუნტად. ლეგენდარული პეტერ შმეიხელი კი კლუბიდან ახალი წასული იყო და იტალიელსაც დანიელის შემცველად მოიაზრებდნენ.

ყველაფერი კი სხვაგვარად წავიდა.

ტაიბიმ მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარა და დაუშვა შეცდომა რომელიც ,,ოლდ ტრაფორდზე'' დღესაც ახსოვთ. იანვარში ის არენდით გადავიდა ,,რეჯინაში'', ზაფხულში კი საბოლოოდ დატოვა ,,მანჩესტერი'' და ,,რეჯინაში'' გადავიდა.


ჰენრიკ ლარსონი

ერთი წელი ,,იუნაიტედში''

ლარსონმა მხოლოდ 2 თვე ითამაშა ,,იუნაიტედში''. მაგრამ გუნდის წარმატებაში მისი როლი ძნელად შესაფასებელია. შვედი ,,ჰელსინბორგიდან'' იქნა არენდით აყვანილი 2007 წლის იანვარში, მან 13 თამაშში 3 გოლის გატანა მოახერხა. სადებიუტო მატჩშივე გაიბრწყინა ფედერაციის თასზე ,,ასტონ ვილას'' წინააღმდეგ, სადაც ,,წითელმა ეშმაკებმა'' 2-1 იმარჯვეს. მეორე გოლი მან ,,უოტფორდს'' გაუტანა ჩემპიონატში, მესამე კი ,,ლილს'' ჩემპიონთა ლიგაზე.

,,იუნაიტედს'' ფეხბურთელთან განშორება 12 მარტს მოუწია, ის თავის მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. თუმცა მისმა არ ყოფნამ გუნდს პრემიერ ლიგა მოაგებინა. მოგვიანებით სერ ალექსმა კი ლარსონზე ასეთი კომენტარი გააკეთა :,,მან ფანტასტიურად ითამაშა.მისი პროფესიონალიზმი, მიდგომა საქმესთან, არაჩვეულებრივი იყო. წარმატებს ვუსურვებ მას მომავალ კარიერაში''

როდრიგო პოსებონი

ერთი წელი ,,იუნაიტედში''

რაფაელისა და ფაბიოს შეძენასთან ერთად, სკაუტებმა როდრიგო პოსებონიც გაიფორმეს. კლუბის ხემძღვანელობა მასში დაცვის მომავალ ლიდერს ხედავდა.

ადაპტირებისთვის მას 6 თვე მიეცა, თუმცა თავის გამოჩენა ვერ შეძლო, მხოლოდ 6 მატჩი ითამაშა და სულ მალე ,,სანტოსში'' გადაბარგდა, სადაც ასევე ვერ შეძლო თავის გამოჩენა. ამჟამად ის 25 წლისაა და ბრაზილიის მეორე დივიზიონში ასპარეზობს.

მანუჩო

ერთი წელი ,,იუნაიტედში''

,,მანჩესტერმა'' ანგოლური თავდამსხმელი 2008 წელს გაიფორმა. ის მაშინვე ,,პანათინაიკოსში'' იქნა განათხოვრებული.ბერძნული კლუბიდან დაბრუნების შემდეგ მისი ადგილის პოვნა გუნდში ვერ მოხერხდა და ,,ჰალ სიტიში'' იქნა გაყიდული.

შემდეგ იყო გადასვლა ,,რეალ ვალიადოლიდში'', ამჟამად კი მანუჩო ,,რაიო ვალეკანოში'' ასპარეზობს.

პიტერ ბირდსლი
ერთი წელი ,,იუნაიტედში''

როი ატკინსონმა ახალგაზრდა ინგლისელი თავდამსხმელის შესაძენად ,,ვანქუვერ ვაითქეპს'' 250 000 ფუნტი გადაიხადა.მაგრამ ბირდსლიმ მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა ახალი კლუბის მაისურით და კვლავ კანადაში გაბრუნდა.

ბირდსლი ინგლისში კვლავ დაბრუნდა, მან ჯერ ,,ნიუკასლთან'' გააფორმა კონტრაქტი, შემდეგ კი ,,ლივერპულში'' გადავიდა, სადაც ჯონ ოლდრიჯთან და ჯონ ბარნსთან ერთად შესანიშნავი შემტევი ტრიო შექმნა, რომელმაც ,,ლივერპულს'' 2 ჩემპიონობა მოუტანა.

იესპერ ბლომკვისტი
ერთი წელი ,,იუნაიტედში''

თუ თქვენ გუნდში მხოლოდ ერთი სეზონის ჩატარებას აპირებთ და თანაც ისე რომ სეზონის ბოლოს ტრებლი მოიგოთ, მაშინ ეს ისტორია თქვენთვისაა.

ბლომკვისტმა მნიშნელოვანი როლის შესრულება მოახერხა გუნდის წარმატებაში. შვედი ფინალშიც თამაშობდა და ის შერინგემის მიერ იქნა შეცვლილი. ტრავმების გამო მან ვერ შეძლო გუნდში ადგილის მოპოვება და კლუბმაც ის ,,ევერტონში'' გაუშვა.

Carrick.ru
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
15 აგვისტო 2014 09:08
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მარტო ლარსონი და ტაიბი მეცნო wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: RojoDiablo
15 აგვისტო 2014 09:09
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ბლომქვისტს რა კარიერა აქვს :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: GeorgeBest
15 აგვისტო 2014 09:45
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლარსონი რა კაცი გვყავდა wink
0
№4
ავტორი: Manchester_M
15 აგვისტო 2014 10:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ბოლო რა მაგარი როჟა ყოფილა :D გავლით იყო და ტრიბლეტი მირტყა :D
0
№5
ავტორი: DimaSanaia
15 აგვისტო 2014 10:59
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
ლარსონი რატო გავუშვით მართლა ვერ ვხვდები, დაგვეტოვებინა :დ გამოსადეგი კაცი იყო მართლა... ისე რა უცნაურია, 2 თვე იყო გუნდში და 13 თამაში ითამაშა და მაინც დიდი სახელი დატოვა და ზოგიერთები 5-6 წელია რაც გუნდში არიან და მაინც ვერაფერს შვებიან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№6
ავტორი: Berba 9
15 აგვისტო 2014 12:29
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
პოსებონი და მანუჩო მახსოვს, ოღონდ ბუნდოვნად wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top