"წითელი ეშმაკების" ახალგაზრდა ნახევარმცველს ტომ ქლევერლის გუნდის ხელმძღვანელობამ ახალი კონტრაქტი შესთავაზა.
ინგლისელი ნახევარმცველი და კლუბის ხელმძღვანელობა უკვე შეთანხმდნენ ახალი კონტრაქტის შესახებ,რომელიც 5 წლიანი იქნება და ტომი კვირაში 60,000 ფუნტს მიიღებს.ეს მისი ამჟამინდელი ხელმფასის გაორმაგებას უდრის.
სეზონის დასაწყისში ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია,რომ ტომ ქლევერლის 5 წლიანი კონტრაქტის შესახებ "მანჩესტერ იუნაიტედთან".ოქტომბრის თვეში ტომმა გუნდთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი 2015 წლამდე,მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობა ტომზე დიდ იმედებს ამყარებს.აშკარად ტომი პროგრესირების გზაზეა და სწორედ ამის გამო გუნდი გეგმავს ის წახალისებას ახალი კონტრაქტით.
ქლევერლის პირველ გუნდში ადგილის დამკვრიდრება ძალიან გაუჭირდა.ამის მიზეზი შეიძლება გაუთავებელი ტრავმები მივიჩნიოთ,მაგრამ წელს ქლვერლიმ სრულიად გამოავლინა თავისი შესაძლებლობები და რამოდენიმე მატჩშიც თავის გამოჩენა შეძლო.გარდა ამისა მან უკვე რამოდენიმე მატჩი ჩაატარა ინგლისის ეროვნული ნაკრების მაისურით.
გუნდი გეგმავს მსგავსი სახის კონტრაქტები შესთავაზონ კრის სმოლინგს,ფილ ჯონს და ხავიერ ერნანდეს.სერ ალექს ფერგიუსონი მათ გუნდის "ხერხემალს" უწოდებს.