თბილისი:
მანჩესტერი:
15-08-2014, 01:41
ავტორი: washington,
ნანახია: 1621,
კომენტარები: 10
ფეხბურთელების გაფიცვა "სპორტინგში"
პორტუგალიურ კლუბ ლისაბონის "სპორტინგში" დიდი არეულობაა. ერთბაშად სამი ფეხბურთელი გაიფიცა.
ფეხბურთელების გაფიცვა
პორტუგალიურ კლუბ ლისაბონის "სპორტინგში" დიდი არეულობაა. ერთბაშად სამი ფეხბურთელი გაიფიცა, ესენია: 24 წლის არგენტინელი დამცველი მარკოს როხო, 22 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი ვილიამ კარვალიო და 26 წლის ალჟირელი თავდამსხმელი ისლამ სლიმანი. მართალია სლიმანი პორტუგალიურ კლუბში წინა სეზონში იშვიათად ხვდებოდა სასტარტო შემადგენლობაში და ამჟამად მისი გაფიცვა "სპორტინგისთვის" მცირე დანაკლისი იქნება, მაგრამ ისლამმა მუნდიალზე თავი კარგად წარმოაჩინა, რის ფონზეც ხელფასის გაზრდა მოსთხოვა პორტუგალიურ კლუბს, ამ ფაქტმა ხელმძღვანელობა გააბრაზა და სლიმანს დუბლებში უკრეს თავი. რაც შეეხება როხოს და კარვალიოს, თუ სიტუაცია არ გამოსწორდა, ეს მათი დიდი დანაკლისი იქნება.

შეგახსენებთ, რომ როხოს "მანჩესტერ იუნაიტედში" უნდა გადასვლა, რაზეც კლუბის მწვრთნელი და ხელმძღვანელობა უარზეა, რის მიხედვითაც საქმე ფეხბურთელის გაფიცვამდე მივიდა.

"იუვენტუსის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ შემდეგნაირად განაცხადა: "როდემდე შეიძლება გაგრძელდეს. მომბეზრდა ერთი და იმავეს ყოველდღე გამეორება, მაგრამ იძულებული ვარ კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ამ სეზონში არტურო ვიდალი არსადაც არ გადავა და "იუვენტუსსში" გააგრძელებს თამაშს". ამ ამბისა და ინტერვიუს შემდეგ ექსპერტები ფიქრობენ, რომ "იუნაიტედი" როხოს იყიდის, ვიდალის ნაცვლად კი 22 წლის ვილიამ კარვალიოზე გადართვება, რომელზეც ზამთრის სატრანსფერო პერიოდშიც ინტერესდებოდა ინგლისური კლუბი.

წყარო: www.mirror.co.uk - www.tuttosport.com
სიახლეები
10 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
15 აგვისტო 2014 02:02
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
კარგიააა. გაფიცვას მაშტაბური ხასიათი მიეცეს. მადრიდში დი მარია გაიფიცოს და მერე ყველა გზა იუნაიტედში მიდის პონტიააა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: washington
15 აგვისტო 2014 02:10
  • სიახლეები: 179
  • კომენტარები: 383
VaRdo,
კაი მთლად ეგრეც არ ვარგა... ვაიდა ერთ უბედურ დღეს ჩვენი იანგი გაიფიცოს და დემონსტრაციულად არ ივარჯიშოს, მერე სად მიდიხარ lol

ისე თუ ვიდალი არა, კარვალიოს ტრანსფერსაც მივესალმები derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№3
ავტორი: VaRdo
15 აგვისტო 2014 02:10
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
washington,

იანგი ვერ გაიფიცება. სულით მონააა მან არ იცის თავისუფლება რა არის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: washington
15 აგვისტო 2014 02:26
  • სიახლეები: 179
  • კომენტარები: 383
VaRdo,
ვაა, საინტერესო და ამაღელვებელი ფაქტია, იუნაიტედის ხელმძღვანელობამ სულით მონაში 18 მილიონი, რომ გადაიხადა lol .. ბოლო პერიოდში რაღაც "აფაფხურდა", ვაიდა ასე გააგრძელა და ხელფასის მომატება მოითხოვა და არ დავუკმაყოფილეს მოთხოვნა, მერე სად მივდივართ რო გაიფიცოს ერთი მაინტერესებს :დდ ნუთუ დიმკა თუ მოივანეს, არგენტინელი შეცვლის ინგლისელს სრულფასოვნად? (მეტი არაა ჩემი მტერი) lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№5
ავტორი: lefty
15 აგვისტო 2014 03:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
კარვალიო მაგარი იგროკია,ორივე ფეხიტ თამაშობს და კლევერლივით არ იბნევა ყველა ბურთის მიღებაზე
0
№6
ავტორი: RojoDiablo
15 აგვისტო 2014 07:40
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
washington,
:D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: GeorgeBest
15 აგვისტო 2014 09:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმის ფონზე რო ვერავის ვყიდულობთ კარვალიო არ იქნება ცუდი ვარიანტი. მაგრა 35 იმედია არ გადაიხდიან wink
0
№8
ავტორი: TOSHIBA
15 აგვისტო 2014 10:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 86
როხო, კარვალიო, ბლინდი და დი მარია გვჭირდება. კარვალიოს ნაცვლად თუ ვიდალს ვიყიდით უკეთესია, მარა კარვალიოსაც არაუშავს.
0
№9
ავტორი: Manchester_M
15 აგვისტო 2014 10:09
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
და რა კარვალიუ და როხოს გადმოყვანა უნდათ ამათ თუ რა დი მარია თუ მოყავთ როხო რაღად უნდათ და კარვალიუ არ დამევასა ამ მუნდიალზე :X
0
№10
ავტორი: General 171
15 აგვისტო 2014 14:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 81
აუუ რა როხო ბლინდზე გააკეთონ წესიერი შეთავაზება და გადმოვა..ბევრად ჯობია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top