თბილისი:
მანჩესტერი:
14-08-2014, 23:15
ავტორი: washington,
ნანახია: 2165,
კომენტარები: 8
ექსკლუზივი პატრის ევრასგან
პატრის ევრას Tuttosport-ის ჟურნალისტი, საკმაოდ ვრცლად და საინტერესოდ ესაუბრა.
ექსკლუზივი პატრის ევრასგან
მოგეხსენებათ "მანჩესტერიდან" "იუვენტუსში" 1.5 მილიონ ევროდ გადასულმა 33 წლის მარცხენა მცველმა, პატრის ევრამ იტალიურ კლუბთან 2 წლიან კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, თუ მხარეები ორ წლიანი თანამშრომლობით კმაყოფილნი დარჩებიან, კონტრაქტი კიდევ ერთი წლით ავტომატურად გახანგრძლივდება. ფრანგ მცველს Tuttosport-ის ჟურნალისტი ესაუბრა.

- მოგესალმებით პატრის. ინგლისის პრემიერლიგაში გატარებული ამდენწლიანი პერიოდის შემდეგ, რატომ გადაწყვიტეთ სხვა ქვეყნის ჩემპიონატში კარიერის გაგრძელება?

- თქვენ ალბათ ჩემს ასაკის შესახებ არაფერი გსმენიათ (იცინის). იმიტომ, რომ კლუბმა ჩემი შემცვლელი ლუკ შოუს სახით იპოვნა, ამავდროულად ჩემპიონთა ლიგაზეც მინდოდა ასპარეზობა და სწორედ ამიტომ გადავბარგდი "ბებერ ქალბატონთან". “იუვენტუსი” ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების სინთეზს წარმოადგენს და ამ გუნდის ღირსების დაცვა ჩემთვის დიდი სიამოვნების მომტანი იქნება. ჯერჯერობით ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის ვიბრძოლებ და ამ უსერიოზულესი გამოწვევის მისაღებად მზად ვარ".

- მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების გამოსვლას როგორ შეაფასებდით?

- "შეფასებას ასეთს გავაკეთებდი - დიდიე დეშამის განკარგულებაში იყო ახალგაზრდა ფეხბურთელებით სავსე გუნდი, რომელმაც ფასდაუდებელი გამოცდილება მიიღო. მიუხედავად წარუმატებლობისა, ბევრ შეხვედრაში დავინახე პოზიტიური მომენტები და მინდა თამამად განვაცხადო, რომ საფრანგეთის ეროვნულ გუნდს წინ დიდი მომავალი აქვს".

- მოკლე პერიოდში როგორი ურთიერთობა დაამყარეთ ვან გაალთან, სანამ "იუნაიტედიდან" წახვიდოდი?

- ჩემსა და ვან გაალს შორის მეგობრული ურთიერთობა დამყარდა და ასე იქნება მომავალშიც. მას ახალი გეგმა აქვს დასახული თავის ახალ კლუბში, ამიტომ წარმატებებს ვუსურვებ. ის ფაქტი, რომ “მანჩესტერი” დავტოვე, არაფერს ნიშნავს და კარგად ვაცნობიერებ, რომ 33 წლის ასაკში ინგლისური გრანდისთვის ძველებური სარგებლის მოტანა აღარ შემეძლო".

- თქვენს უსარგებლობაში ლუის ვან გაალი დარწმუნებული იყო?

- "სიმართლე გითხრათ, მთლად ასეც ვერ ვიტყოდი, რადგან ჰოლანდიელს ჩემთვის ცუდი არაფერი უგრძნობინებია. პირადად მე გადავწყვიტე “ოლდ ტრაფორდი” დამეტოვებინა და როგორც მგონია, სავსებით სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ჩემმა აგენტმა “იუვენტუსის” ვარიანტი გამომიძებნა და მეტი რაღა მინდოდა?! თავდაპირველად კონტე დამიკავშირდა და შემთავაზა იტალიურ კლუბში თამაში, მე კი გადავედი, მაგრამ თავად მოულოდნელად დატოვა მწვრთნელის პოსტი, რამაც გული დამწყვიდა. თუმცა მოგვიყვანეს ალეგრი, რომელიც დარწმუნებული ვარ თავის საქმეს პირნათლად შეასრულებს. აქვე გეტყვით, რომ მოლაპარაკებების მიმდინარეობის დროს ვგრძნობდი “იუვენტუსის” გულშემატკივრების მხრიდან საოცარ სიყვარულს და ტრანსფერი რომ არ გამოსულიყო, ალბათ გული დამწყდებოდა".

- თვალშისაცემი ფაქტია, რომ იტალიის ჩემპიონატში თითზე ჩამოსათვლელ ინგლისელ ფეხბურთელებს უთამაშიათ. რატომ?

- "იმიტომ, რომ ინგლისელების უმრავლესობას სამშობლოს დატოვება უძნელდება, რადგან ისინი იქაურ კულტურასა და მენტალიტეტს ბოლომდე არიან შეგუებულნი. პირადად მე "მანჩესტერის" დატოვებასა და საზღვარგარეთ წასვლას დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან ახალი ენის შესწავლისა და უცხო ქვეყანაში ცხოვრების ჩინებული შესაძლებლობა მომეცა".

- ალბათ იცით, რომ იტალიაში რასიზმი მძვინვარებს. როგორ აპირებთ ამ პრობლემასთან გამკლავებას?

- "არ ვიცი. ამის შესახებ უკვე რამდენჯერმე მკითხეს და ვერც ერთ შემთხვევაში პასუხი ვერ გავეცი. რასისტების მსხვერპლი პრემიერ ლიგაში და საფრანგეთში ასპარეზობის დროს გავხდი, როცა ესპანეთს გასვლაზე ვეთამაშებოდით. ვიცი, რომ იტალიაშიც დაახლოებით ანალოგიური სიტუაციაა და გამოსავალი რაშია, ვერ ვხვდები. ამაზე თავი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა იმტვრიონ, მე კი აქცენტს მხოლოდ ფეხბურთის თამაშზე გავაკეთებ".

- და ბოლოს, რას იტყოდით აწ. უკვე თქვენ ყოფილ გუნდზე.

- "მანჩესტერის" ფეხბურთელებს ძალიან კარგად ვიცნობ და ამავდროულად თითოეულთან კარგი ურთიერთობაც მაქვს, მე მათი მჯერა და მგონია, რომ შარშანდელი წარუმატებელი სეზონის მიუხედავად, წელს ყველაფერი სხვაგვარად შემოტრიალდება. "მანჩესტერ იუნაიტედს" წარმატებებს ვუსურვებ და აგერ ნახავთ ისინი ძველ დიდებას უახლოეს მომავალში დაიბრუნებენ".

წყარო: www.tuttosport.com
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები, ინტერვიუები, ტრანსფერები
8 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
14 აგვისტო 2014 23:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვეთანხმები რომ სარგებლის მოტანა ისე აღარ შეეძლო მაგრამ რადგან შოუ მოვიყვანეთ არ ნიშნავდა რომ ევრა უნდა გაგვეგდო იმავე წელს. თუმცა ახალი ტაქტიკა, ახალი გუნდი იქმნება და რავიცი, მგონი სწორი იყო ამის წასვლა, აქამდე გული მწყდებოდ და არ მინდოდა ეს წელი მაინც წასულიყო.
0
№2
ავტორი: LizarD
14 აგვისტო 2014 23:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
გიორგი
თამაში უნდოდა და რას იზამ, ვერ დაიჭერდი, როცა მაღალი დონის შემცვლელი მოდის გუნდში. გეთანხმები, რომ დარჩენილიყო ბევრ რამეს ასწავლიდა შოუს და სასარგებლო იქნებოდა.
0
№3
ავტორი: RojoDiablo
15 აგვისტო 2014 00:22
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რა დედაქალაქურ გუნდთან washington? გაასწორე :*

ჩვენი პატრისის წასვლა რომ მეწყინა ისე ვიდა არ მწყენია. მაგრად მიყვარს ორივე, მაგრამ ამის მარცხენა გარღვევებს და დრიბლინგს ვაღმერთებდი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Best 7
15 აგვისტო 2014 00:33
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
martalia ver moutanda sargebel iunaiteds da wavida swori gadawyvetileba miighoo!
0
№5
ავტორი: Berba 9
15 აგვისტო 2014 00:54
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
კარგი ხარ პატრის <3 მხიარული და თან დიპლომატიით სავსე კაცია, წარმატებები დარწმუნებული ვარ კარგი სეზონები გექნება იუვეში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№6
ავტორი: washington
15 აგვისტო 2014 00:58
  • სიახლეები: 179
  • კომენტარები: 383
ციტატა: RojoDiablo
რა დედაქალაქურ გუნდთან washington? გაასწორე :*

პიანიჩზე გაიჩითა რაღაც სიახლე და ორივეს ერთად ვკითხულობდი და რატომღაც რომა ჩამაჯდა თავში და უცბათ ტურინის მაგივრად დედაქალაქურ გუნდთან მივაწერე lol (მე მაპატიეთ...)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№7
ავტორი: RojoDiablo
15 აგვისტო 2014 07:41
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
washington,
გპატიობ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: Manchester_M
15 აგვისტო 2014 10:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ოდნავაც არ ვარ ნაწყენი ამ კაცზე პირიქით წარმატებებს ვუსურვებ და ნაკლებ ტრამვიანობას <3 უმაგრესი კაცი ხარ პატრის <3 !!!!!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top