თბილისი:
მანჩესტერი:
14-08-2014, 20:09
ავტორი: GeorgianDevil,
ნანახია: 2109,
კომენტარები: 14
რად დაუჯდება "იუნაიტედს'' რაფაელის გაყიდვა ?
სტატიაში იხილავთ თუ როგორ გავლენას მოახდენს კლუბზე რაფაელის გაყიდვა
რად დაუჯდება
"ამ ბიჭში არის რაღაც განსაკუთრებული" - ასე დაახასიათა ალექს ფერგიუსონმა ძმები და სილვებიდან ერთ-ერთი. "მას არაჩვეულებრივი ხასიათი, გამბედაობა და ნიჭი აქვს. რაფაელი ბრაზილიელია. მას მუდამ სურს თამაში და ბურთის ფლობა'' - აგრძელებს შოტლანდიელი. ამ ინტერვიუს შემდეგ 6 წელი გავიდა.რაფაელმა ,,მანჩესტერის'' მაისურით 154 მატჩი ჩაატარა. გავრცელდა ხმები, რომ ვან გალის გეგმებში რაფაელი არ შედის და კლუბს მისი გაშვება აქვს გადაწყვეტილი. წამსვლელთა სიაში სხვა და სხვა წყაროზე დაყრდნობით ადრევე მოხვდნენ: ნანი, ჩიჩარიტო და ფელაინი. მაგრამ როდესაც ამ სიაში რაფაელიც აღმოჩნდა, "იუნაიტედის'' გულშემატკივრებს გაუჭირდათ ამის დაჯერება და ძალზედაც გაიკვირვეს. რაფაელმა თავისი ფეხბურთით ძალზედ შეაყვარა ,,მანჩესტერის'' გულშემატკივრებს თავი: ბოლომდე დახარჯვა, თავდადება, რისკზე წასვლა, რომელიც მძიმე ტრავმებით შეიძლება დასრულებულიყო.

რად დაუჯდება ,,იუნაიტედს'' რაფაელის გაყიდვა ?


სერ ალექსის ბოლო სეზონში რაფაელი შეუცვლელი იყო.მ ან 28 მატჩში ითამაშა, სადაც 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი მოგებული ორთაბრძოლები 57%–ს შეადგენდა. ფაბიომ, რომელიც უფრო პერსპექტიულად მოიაზრებოდა ვიდრე რაფაელი, პროგრესირება შეწყვიტა და საბოლოო ჯამში ლონდონურ "ქპრ"-ში გადავიდა. რაფაელი კი ინგლისში ერთ-ერთ საუკეთესო ფლანგის მცველად აღიარეს. ფაბიოს წასვლიდან ერთ წელში თვითონაც ძმის ბედი გაიზიარა. გასულ სეზონში მხოლოდ 19 მატჩში გამოვიდა და საკმაოდ დაბალი ხარისხის ფეხბურთიც აჩვენა. თავისი როლი ტრავმებმა ითამაშეს, მაგრამ როგორც ჩანს დევიდ მოიესიც უნდობლობას უცხადებდა მას, მის პოზიციაზე ხშირად თამაშობდნენ ფილ ჯონსი და ქრის სმოლინგი.

რად დაუჯდება ,,იუნაიტედს'' რაფაელის გაყიდვა ?


რაფაელმა გოლი ვერ გაიტანა, მოახერხა მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემის განხორციელება. ამასთან ერთად დაეცა სხვა მისი მაჩვენებლებიც:

ზუსტი გადაცემების პროცენტი 84%-დან 79%-მდე
ზუსტად მოშორებული ბურთების რაოდენობა 57%-დან 54%-მდე
მოგებული ორთაბრძოლები 60%-დან 46%-მდე


მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად აწუხებდა ტრავმები, სტატისტიკა უმოწყალოა მის მიმართ: 2012 წლის 15 დეკემბრიდან მან 32 მატჩი ითამაშა, 28 კი გამოტოვა. ეს ძალზედ ცუდი მაჩვენებელია მოთამაშისთვის, რომელსაც ძირითადში სურს თამაში. ალბათ ამიტომაც მიიღო ჰოლანდიელმა ასეთი გადაწყვეტილება და ბრაზილიელს ახალი კლუბის მოძებნაზე მიუთითა. ეს ჭორები ალბათ გააღიზიანებდათ იმ გულშემატკივრებს, რომელთაც სჯეროდათ რაფაელის და დარწმუნებულებიც იყვნენ, რომ ის ვან გალის ახალ სათამაშო სქემას თავისუფლად მიესადაგება. შესაძლებელია, ის პოზიციების შერჩევაში ბევრს შეცდომას უშვებს, ხშირად ტრავმიანობს, მაგრამ მისი პოტენციალი შეტევაში საკმაოდ დიდია.

მას შემდეგ, რაც ეშლი იანგი ჰოლანდიელმა მარჯვენა მცველის პოზიციაზე გადაიყვანა, რაფაელის მომავალი კლუბში მართლაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ბრაზილიელის გაყიდვა სარისკო ნაბიჯი იქნება "იუნაიტედისთვის'', მაშინ როცა თვით ვან გალიც აცხადებს, რომ 4-3-3 სქემისთვის საკმარისი ფეხბურთელები არ არიან. რაფაელი კლუბში ერთადერთი ნომინალური მარჯვენა ფლანგის მცველია. მაგრამ ანტონიო ვალენსიასთან ახალი 3 წლიანი კონტრაქტის გაფორმება, ინტერესი კუადრადოს მიმართ, ყველა ეს მიუთითებს იმაზე, რომ მისი დარჩენის შანსები ძალიან ცოტაა. რაფაელმა ვერ შეძლო ვან გალზე შთაბეჭდილებების მოხდენა, მაშინაც კი როცა ჰოლანდიელი მის გაყიდვას არ გეგმავდა.

ვან გალს აუცილებლად ევალება გუნდის ევროთასებზე გაყვანა. მან წესრიგი უნდა აღადგინოს, ეს მიუთითებს იმაზე რომ არასასურველი ფეხბურთელები კლუბს დატოვებენ. რაფაელის გაყიდვა სამწუხარო იქნება "იუნაიტედის'' გულშემატკივართათვის, განსაკუთრებით კი სერ ალექსისათვის, რომელსაც რაფაელის ძალზედ სჯეროდა. მაგრამ თუ ახალ მენეჯერს მისი გაშვება გადაწყვეტილი აქვს, ხელს ვეღარავინ შეუშლის. "ოლდ ტრაფორდზე'' ფიქრობენ, რომ რაფაელს კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეს, მაშინ როცა ვალენსია არასტაბილურად თამაშობს, მაგრამ თუ საბოლოოდ რაფაელი, ნანი, ანდერსონი და ჩიჩარიტო კლუბს დატოვებენ,ეს სხვა ფეხბურთელებისათვის იქნება გაფრთხილება, რომ კლუბი ბევრის მოთმენას აღარ აპირებს. 63 წლის ჰოლანდიელმა კარგად იცის, თუ როგორ მიაღწიოს მწვერვალებს, მისი ერთ-ერთი თვისება დაუნდობლობაა. სწორედ დაუნდობლობის სიმბოლო შეიძლება აღმოჩნდეს ბრაზილიელიც,რომლის მომავალიც სულ მალე გაიკრვევა.

Carrick.ru
სტატიები
14 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
14 აგვისტო 2014 20:23
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ავტორ, ძალიან კარგ რამეებს აძრობ ხოლმე... უკვე დამაინტრიგე შენი სიახლეებით. კარგია რომ შემოგვიერთდი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
14 აგვისტო 2014 20:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძალიან მომეწონა ეს სიახლე მარა რაფაელის პოტენციალში ეჭვი არ მეპარება და დიდ სისულელედ მიმაჩნია რაფას გაშვება მე პირადად. ჯერ ერთი ერთადერთი ნომინალური მარჯვენა მცველია გუნდში და გავარტყი ვალენსია იანგის დუეტს მაგ პოზიციაზეც და ისეც. წინა სეზონი ყველა რეგრესს განიცდიდა დე ხეას გარდა, ამიტომ იმსახურებს რაფა შნსსს. ძაან მაგარი კაცია და ფეხბურთელი, შეუძლია გახდეს ძალიან კარგიც ვან გაალის ხელში. არაა დიდი,, ახალგაზრდაა ჯერ კიდევ და იმედია მართლა ჭორებია და არავინ გაუშვებს ამ კაცს
0
№3
ავტორი: Best 7
14 აგვისტო 2014 20:49
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
AR unda gavyidot rafa
0
№4
ავტორი: GeorgianDevil
14 აგვისტო 2014 21:06
  • სიახლეები: 57
  • კომენტარები: 83
RojoDiablo,
გაიხარე,პატარა წვრილი მინდა შევიტანო ეს არის და ეს,რითაც შემეძლება დაგეხმარებით. GGMU <3
0
№5
ავტორი: chaobi
14 აგვისტო 2014 22:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 173
RAFA <3 mxecia shansi araa es tu gavyidet da van gaals didi minusi
0
№6
ავტორი: RojoDiablo
14 აგვისტო 2014 22:20
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
GeorgianDevil,
ნებისმიერ ინიციატივას მივესალმებით და ყველას მოსვლას სიხარულით დავხვდებით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: WAYNE Elashvili
14 აგვისტო 2014 23:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 60
Rafika ar gayidot ra.
0
№8
ავტორი: LizarD
15 აგვისტო 2014 00:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
დაცვით მარჯვენა ფლანგზე ამაზე კარგი არავინაა და იანგს შეტევაში მირჩევნია, ჩაწოდება მაინც იცის, სისულელეა ამის გაშვება და არც გაუშვებენ.
0
№9
ავტორი: Malboro463
15 აგვისტო 2014 00:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5856
სისულელეა ამის გაშვება პრემიერ ლიგაში ერთ ერთI საუკეთესოა საჭირო ფეხბურთელია გუნდისთვის მარა მაინც თU გაუშვებენ ამის შემცვლელიც მოიძებნება უკეთესებიც არიან და ამის წასვლით იმ შემთხვევაში იზარალებს გუნდი თუ შემცვლელს არ მოიყვანენ ისე არამგონია
0
№10
ავტორი: RedTeen
15 აგვისტო 2014 00:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
არ მჯერა რომ რაფა შეიძლება გაუშვან..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top