თბილისი:
მანჩესტერი:
14-08-2014, 15:46
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2856,
კომენტარები: 11
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალი "შთამაგონებელი" კონტრაქტით ისტორიას ქმნის
"ოლდ ტრაფორდი" ოცნებების ახდენას არ წყვეტს.
საფეხბურთო სამყაროში არსებობს გამორჩეული დღეები. მაგალითად, როდესაც რომელიმე გრანდი შეიძენს ვარსკლავს და ეს დანარჩენი კლუბებისთვის და განსაკუთრებით მეტოქეებისთვის შოკისმომგვრელია. შემდეგ მთელი სამყარო მოცულია ამ ტრანსფერით, პრესა ჭრელდება, გულშემატკივრის ერთი ნაწილი მაიკას წვავს, მეორე ნაწილი კი სულმოუთქმელად ელის ახალი შენაძენის დებიუტს.

დღეს არცერთი სერიოზული ტრანსფერი არ განხორციელებულა, მაგრამ მოხდა გაცილებით მნიშვნელოვანი რამ, "ოლდ ტრაფორდზე" კიდევ ერთ ახალგაზრდა ბიჭს აუხდა ოცნება.

თითქოს "ოცნების თეატრში" ოცნების ახდენაში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ გულშემატკივარი ნამდვილად შოკირებული დარჩება, როცა ქვემოთ მოცემულ ინფომრაციას წაიკითხავს.

პირველად ფეხბურთის ისტორიაში, "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ–ერთ ასაკობრივ ჯგუფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი სოჰაილ რეჰმენი გაწრთვნის. 22 წლის ახალგაზრდას კლუბის აკადემიასთან მოუწევს მუშაობა. მას განსაკუთრებული მისია ავალია, უნდა დააკვირდეს და გაზარდოს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომელბმაც "იუნაიტედის" მომავალი უნდა შექმნან. სწორედ რეჰმენის გაზრდილმა თაობამ უნდა შეცვალოს ის ბიჭები, რომლებიც დღეს "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვებისთვის იბრძვიან.

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დავიდ მოიესს. მე "მანჩესტერში" ვატარებდი ხოლმე ვარჯიშებს და ის ყოველთვის აღნიშნავდა როგორი მოხიბლული იყო. მას სურდა ჩემი აყვანა სამწრთვნელო შტაბში, დავიდმა დაიწყო ჩემი ოცნების ახდენა",-ციტირებს სოჰაილის სიტყვები.

"ჩვენ ძალიან გვსიამოვნებს სოჰაილის მიღება "იუნაიეტდში". სოჰაილი ჩვენთვის, ყველასთვის მისაბაძი მაგალითია. საოცარია ის, თუ როგორ ისწრაფვის უნიკალურობისკენ, ეს უბრალოდ ბრწყინვალეა.

იცით რა დაგვანახა ჩვენ სოჰაილმა? არ აქვს მნიშვნელობა როგორ ხარ, რა მდგომარეობაში იმყოფები, მთავარია ის, თუ რა გსურს, რისთვის იბრძვი და რას აკეთებ ამ მიზნის მისაღწევად. ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ ბევრი მუშაობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს და გადაგვალახინებს ყველა სირთულეს. მნიშვნელოვანია გარემოც და მე ამაყი ვარ, იმიტომ რომ მოსვლის წუთიდანვე "ოლდ ტრაფორდზე" ყველა გაშლილი ხელებით შეხვდა სოჰაილს"
,-აცხადებს "იუნაიტედის" სპიკერი.

ამ ყველაფერზე კომენტარი "მანჩესტერის" ლეგენდამ, ნიკი ბატმაც გააკეთა:

"ეს საოცარი მიღწევაა. მასთან ლაპარაკი ძალიან მსიამოვნებს, ის თუ რა გამოიარა, რამდენი იბრძოლა და ამ ახალგაზრდა ბიჭმა რამდენს მიაღწია საოცარია. მან იცის რა უნდა ცხოვრებაში, იცის რისი მიღწევა სურს.

საუცხოოა, რომ სოჰაილი ამ დიდ ნიჭს სხვასაც გაუზიარებს, პატარა ბიჭებს ასწავლის და მე დარწმუნებუი ვარ, ჩვენი აკადემიის ბიჭებისთვის სოჰაილი შთაგონების წყარო და დიდი მოტივაცია იქნება".


"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალი "შთამაგონებელი" კონტრაქტით ისტორიას ქმნის


"ვულოცავ სოჰაილ რეჰმენს, რომელიც ჩემთვის დღევანდელი დღის შთაგონებაა"


"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალი "შთამაგონებელი" კონტრაქტით ისტორიას ქმნის

"მანჩესტერ იუნაიტედმა" უნარებშეზღუდული ბიჭი დაიქირავა, რომელიც მოიესმა მოიყვანა. ეს მართლაც საოცარია"


"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალი "შთამაგონებელი" კონტრაქტით ისტორიას ქმნის


რეჰმენს არ აკლია არც რწმენა და არც ამბიცია. და თუ რეჰმენი ამ თავისი რწმენით, ამბიციითა და ბრძოლისუნარიანობით ახალგაზრდა ბიჭების მისაბაძი მაგალითი უნდა გახდეს, სოჰაილის გმირი სერ ალექს ფერგიუსონია. ეს არის კაცი რომლის ნაკვალევზეც სურს რეჰმენს სიარული და ადამიანი, რომლის წერილმაც საბოლოო რწმენა შემატა ახალგაზრდა მწრთვნელს.

"მე როდესაც ფეხბურთელობის შანსი წამერთვა ერთადერთ გამოსავლად ამ გზაზე სიარული დამრჩა. დიდ ხანს ვყოყმანობდი. შევძლებდი კი გამეწრთვნა ფეხბურთელები იმ დონეზე, რაზეც მე თავად არასდროს მითამაშია? მაგრამ ჩემი ყოველი ეჭვი გააქრო სერ ალექს ფერგიუსონის წერილმა. მან მომილოცა დაკავებული თანამდებოდა და მომილოცა ის მიზნები რომლებსაც მივაღწევ და თავში მიტრიალებს."

"ეს ჩემთვის უდიდესი პატივი იყო, ის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ადამიანია საფეხბურთო სამყაროში. მე ახლა ვიბრძვი იმისთვის რაც მინდა, ყველაფრის გაკეთებას ვაპირებ ამ ბიჭების ღირსეულად აღსაზრდეად და არავის და არაფერს შეუძლია ჩემი გაჩერება"
,-განაცხადა რეჰმენმა.

ეს სოჰაილის ოცნების ახდენის მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ მისმა კონტრაქტმა გავლენა უკვე იქონია სამყაროს დანარჩენ ნაწილზე.


Euro Sport
სიახლეები
11 კომენტარი
№1
ავტორი: PartyMooNsTeeR
14 აგვისტო 2014 16:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
Respect
0
№2
ავტორი: GeorgeBest
14 აგვისტო 2014 16:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველასგან გამორჩეული, ზე კლუბია!

მე ვამაყობ რომ იუნაიტედის გულშემატკივარი ვარ
0
№3
ავტორი: temo-scholes
14 აგვისტო 2014 16:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Au ubralod ra vtqva ver vxvdebi.... Ai ratom unda iyo iunaitedis am udidesi ojaxis wevri... Meamayeba ro mec ert-erti matgani var... Chven yvela ertni vart... Fergit da rehmanit dawyebuli redarmy-is yvela momxmareblit damtavrebuliii!!!!!
0
№4
ავტორი: გაბადაძე
14 აგვისტო 2014 16:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
წარმატებები , მთელი გულით გილოცავ და იმედია ეს ყველლაფერი გამოგივა და შეძლებ შენ ამას hi2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№5
ავტორი: BERDI
14 აგვისტო 2014 17:05
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
როგორც ყოველთვის ყველაფერში პირველები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№6
ავტორი: Manchester United 14
14 აგვისტო 2014 18:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ყველაზე მაგარი გუნდი არის მანჩესტერ იუნაიტედი
Respect
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№7
ავტორი: RojoDiablo
14 აგვისტო 2014 18:58
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ამის აღსაწერად სიტყვები არ არის საჭირო. ჯობია უბრალოდ აღტაცებისგან გაქვავდე. არა, ეს თავისთავად გემართება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: RedTeen
14 აგვისტო 2014 19:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ეს ბიჭი ყველასთვის საუცხოო მაგალითია.. მან იბრძოლა და მიაღწია წარმატებას... ვამაყობ ჩემი გუნდით.. ასეთი რამ მხოლოდ "იუნაიტედში" შეიძლება მოხდეს.. love
0
№9
ავტორი: Best 7
14 აგვისტო 2014 19:30
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
საუკეთესონი ვართ!
0
№10
ავტორი: gilmour
15 აგვისტო 2014 01:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ეს მართლა არაჩვეულებრივი ამბავია, ეს არ არის ქველმოქმედება, ეს არის მაგალითი იმისა რომ შეუძლებელი არაფერია, ადამიანის უნარები შეუზღუდავია და ეს ადამიანი ამას ამტკიცებს!
მიხარია როცა ასეთ ამბებს ვგებულობ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top