"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა,რომ "ვესტ ჰემთან" მატჩში ანდერსონს ძირითადში ვიხილავთ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტის მომხმარებლებმა ანდერსონი "ქუინს პარკ რეინჯერსთან" მატჩის მოთამაშეთ აირჩიეს.შოტლანდიელი მწვრთნელი აცხადებს,რომ მას ნამდვილად ეკუთვნოდა ეს სტატუსი.
"ვფიქრობ ანდერსონმა შაბათს ყველაფერი გააკეთა ჩვენს დასახმარებლად.მან შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა და ნამდვილად გარდატეხა შეიტანა თამაშში.შემოსვლის თანავე მან დაამყარა კონტროლი და კარგად გვაჩვენა თავისი უნარები." - განაცხადა სერ ალექსმა.
ფერგიუსონმა დაადასტურა ის ფაქტი,რომ "ვესტ ჰემთან" მატჩის გამოტოვება მოუწევს ანტონიო ვალენსიას.ასევე ტრავმირებულია ლუიშ ნანი,ამას კი პოლ სქოულზის გადამეტებული ყვითელი ბარათი ემატება,რის გამოც ისიც გამოტოვებს შემდეგ შეხვედრას.
"ჩვენ შემდეგ მატჩში ვერ დაგვეხმარება ანტონიო ვალენსია და ასევე მზადყოფნაში არ არის ლუიშ ნანი."ქპრსთან" მატჩში არ უთამაშია კრის სმოლინგს და ფილ ჯონს,მაგრამ მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ.კარგია,რომ ჩვენ ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვყავს სათადარიგოზე,ეს ფართო არჩევანის საშუალებას მაძლევს." - განაცხადა ფერგიუსონმა.