თბილისი:
მანჩესტერი:
14-08-2014, 09:51
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1524,
კომენტარები: 7
"ანდერსს წასვლა სურს"
ლინდეგორის აგენტი მისი კლიენტის სურვილს ამჟღავნებს.
ანდერს ლინდეგაარდმა შესაძლოა "ოლდ ტრაფორდი" დატოვოს. ეს გადაწყვეტილება ანდერსმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" დიალოგის შემდეგ მიიღო. თუმცა, როგორც მისი აგენტი აცხადებს, 1 სექტემბრამდე მისი კლიენტის დარჩენა გამორიცხული არ არის.

ლინდეგაარდმა თავისი სათამაშო დროის შეზღუდულობა იგრძნო. გასულ წელს იგი მოედანზე, მხოლოდ სამჯერ გამოჩნდა, რის შემდეგაც კარგად აცნობიერებს, რომ დე ხეასთან კონკურენციის პირობებში მისი შანსე მკვეთრად მცირდება.

მაიკლ სტენსგაარდი, ლინდეგაარდის აგენტი აცხადებს: "ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ძალიან კარგი დიალოგი გვქონდა და ჩვენ ანდერსის შესაძლებლობების შესახებ ვისაუბრეთ. ასევე იმაზეც, რომ დე ხეას კონკურენციის პირობებში ანდერსს მოუხდება მოძებნოს კლუბი, სადაც სათამაშო პრაქტიკა ექნება. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც შესაძლებლობებს განვიხილავთ. ასე, რომ სულაც არ არის სიმართლე, თითქოს "იუნაიტედი" მას აძევებს ან რამე მსგავსი. ეს ძალიან კონსტრუქტიული დიალოგი იყო იმის შესახებ, თუ როგორ მოეწყობა მომავალი. საბოლოოდ კი ჩვენ შევთანხმდით, რომ ვარიანტებს განვიხილავდით."

"ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ეს ანდერსისთვისაც და კლუბისთვისაც კარგია - ეს ძალიან მნიშვნელოვანია."

მაიკლმა გავრცელებულ ხმებზეც ისაუბრა: "სიმართლეს არ შეესაბამება, ის ფაქტი რომ ლინდეგაარდს აძევებენ. მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. ჩვენ ძალიან კარგი დიალოგი გვქონდა. თუ კი შესაბამის კლუბს ვერ ვიპოვით ანდერსისთვის - რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ის კლუბში დარჩება და სულსა და გულს დადებს. ის მთელი ცხოვრება "იუნაიტედს" გულშემატკივრობს და ამ კლუბისადმი ძალიან ლოიალურია."

როცა ჰკითხეს აგენტს, მან მიიღო თუ არა შემოთავაზებები სხვა კლუბებისგან, პასუხი იყო: "ეს ჩვენი პირადი საქმეა."

the guardian
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები, ტრანსფერები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
14 აგვისტო 2014 09:53
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ასეთი მეკარის სათადარიგოში ყოლა რა თქმა უნდა მაგარია, მაგრამ ცოდოა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
14 აგვისტო 2014 10:09
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ცოდოა ცოდო. მისთვის უკეთესია თუ წავა

ესეთ სათადარიგო მეკარეს ალბათ ვერ ვიშოვით მაგრამ არაუშავრს
0
№3
ავტორი: Berba 9
14 აგვისტო 2014 10:10
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
წავიდეს წავიდეს, მართლა დაიტანჯა, არადა მაგარი მეკარეა, დარწმუნებული ვარ კაი გუნდში ითამაშებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№4
ავტორი: RedTeen
14 აგვისტო 2014 10:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
მერჩივნა ამოსი წასულიყო და ეს დარჩენილიყო, მაგრამ მართლა ცოდოა...
0
№5
ავტორი: Best 7
14 აგვისტო 2014 11:07
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
დაიტანჯა მართლაც! წავიდეს მისთვისაც უკეთესია!
0
№6
ავტორი: Manchester_M
14 აგვისტო 2014 14:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ეე ატრაკებს ეს ამოსი გაუშვან :X
0
№7
ავტორი: General 171
14 აგვისტო 2014 16:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 81
ქპრ ს და პსვ ს და ეგეთი დონის გუნდებში ძირითადში ყოფნას აქ დარჩენა უნდა ერჩივნოს წესით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top