თბილისი:
მანჩესტერი:
14-08-2014, 11:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1860,
კომენტარები: 15
"ჯერარდის მიმართ მუდამ სიმპათიებით ვიყავი განწყობილი"
ინტერვიუ ანრი ბასილაძესთან.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მხარდამჭერი საიტი, Redarmy.ge გთავაზობთ რიგ გარეშე ინტერვიუს თავის მომხმარებელთან, ანრი ბასილაძესთან. ანრი VIP ჯგუფის წევრი გახლავთ და იგი 2012 წლის 14 ოქტომბერს შემოუერთდა საიტს.

გამარჯობა ანრი. გაგვეცანით თუ შეიძლება.

გამარჯობა. მე ვარ ანრი, იგივე ანრექს. ვარ 22 წლის. "მანჩესტერ იუნაიტედს" ვგულშემატკივრობ 6 წლის ასაკიდან.

რატომ გახდით "წითელი ეშმაკი"?

ჩემი პირველი საფეხბურთო მატჩი, რომელიც ცხოვრებაში ვიხილე პირველად თავიდან ბოლომდე 99-წლის ფინალი იყო, რომელიც კარგად მახსოვს. "მანჩესტერის" გულშემატკივრობა ტრადიციაა ჩემს ოჯახში - ბაბუაჩემიც და მამაჩემიც, ორივე "მანჩესტერის" ფანები არიან, ამიტომ ანალოგიურად მე უფლება არ მქონდა სხვა გუნდის გულშემატკივარი ვყოფილიყავი.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლუი ვან გაალის ხელმძღვანელონის ქვეშ პირველი საშინაო შეხვედრა სამშაბათს გამართა. "წითლების" მეტოქე ესპანური "ვალენსია" გახლდათ. "იუნაიტედმა" მიუხედავად საკმოად არასანახაობრივი თამაშისა, მატჩი 2-1 მოიგო.

მოგეწონათ ვან გაალის დებიუტი "ოლდ ტრაფორდზე"?

ვან გაალის დებიუტი "ოლდ ტრაფორდზე" აღმოჩნდა ისეთი, როგორიც მოსალოდნელი იყო. იყო ბევრი შეცდომები და გუნდმა სანახაობა ვერ აჩვენა. "ოლდ ტრაფორდის" დაძაბულმა აურამ ასე თუ ისე პირველი მატჩის პირობაზე შედეგის მხრივ კარგად ჩაიარა, მაგრამ თამაშის ხარისხმა ნამდვილად არ დამაკმაყოფილა.

ამხანაგური შეხვედრა უეფას სუპერ თასის მორიგი გათამაშების დროს დაემთხვა. "იუნაიტედისა" და "ვალენსიას" შეხვედრა ესპანური სუპერ თასის შეხვედრამდე (მადრიდის "რეალი" "სევილიას" წინააღმდეგ) 15 წუთით ადრე დაიწყო.

მატჩებს შორის არჩევანის გაკეთება ხომ არ გიცდიათ?

"რეალი" - "სევილიას" პირველ ტაიმს ვუყურე. მეორე ტაიმს კი "მანჩესტერი-ვალენსიას". "სევილია" იმდენად უძლური იყო "რეალთან", რომ აზრი ნამდვილად არ ჰქონდა თამაშის ყურებას. ამიტომ მეორე ტაიმში "მანჩესტერის" თამაშს ვუყურე.

ზემოაღნიშნული ამხანაგური შეხვედრაც, ისევე როგორც სხვა დაგეგმილი და უკვე ჩატარებული მატჩები გარდა ფეხბურთელთა გამოცდისა, ფინანსური დანაკლისის აღმოფხვით ხასიათსაც ატარებს.

რა თქმა უნდა ყველასთვის ცნობილია, რომ კლუბები არა მარტო სტადიონზე დამსწრე გულშემატკივრების წყალობით, არამედ სატელევიზიო ტრანსლაციებისგან მიღებული შემოსავლებითაც მდიდრდება.

რამდენად მართებული იყო ასეთი დანიშნულების მქონე მატჩის უეფას სუპერ თასის გათამაშების დროზე დამთხვევა?

ვფიქრობ, "ვალენსიასთან" მატჩი ვან გაალისთვის ერთგვარი მუხტია, რადგან "ოლდ ტრაფორდზე" ის პირველ ოფიციალურ შეხვედრას სწორედ "სუონსისთან" გამართავს. ვფიქრობ მატჩი იქნება საკმაოდ ლამაზი და კარგი საყურებელი. რა თქმა უნდა ჰოლანდიელი ყველას მისცემს შანსს რადგანაც ეს მისი ფეხბურთელების დასაკვირვებლად უკანასნკელი ამხანაგურია სეზონის წინ.

პრემიერ-ლიგის 2014/15 წლების ჩემპიონატს "იუნაიტედი" "სუონსისთან" შეხვედრით დაიწყებს. წინა სეზონში "იუნაიტედმა" თავისი პირველი პრემიერ-ლიგური შეხვედრა სწორედ უელსური კლუბის წინააღმდეგ ჩაატარა და დენი უელბეკისა და რობინ ვან პერსის დუბლების წყალობით მეტოქეს 4-1 სძლია.

როგორ ფიქრობთ, ეს ბედის საჩუქარია, თუ ირონია?

ბედის საჩუქარი ღმერთმა ნუ ქნას იყოს შარშან შესანიშნავი სტარტი გვქონდა მაგრამ .... ასე რომ ჩემი აზრით მხოლოდ და მხოლოდ დამთხვევაა.

ანრიმ პირად საუბარში განგვიცხადა, რომ მას ძალიან არ მოსწონს უინტერესო ადამიანები.

როგორ ადამიანს თვლით უინტერესოდ?

უინტერსოდ მიმაჩნია ადამიანი, რომელსაც ვერ ველაპარაკები ვერც-ერთ თემაზე და ბრჭყალებში რომ ვთქვათ ,,ჩარჩენილია’’.

თავად როგორ ადამიანად მიგაჩნიათ საკუთარი თავი?

საკუთარ თავზე ძალიან ცოტას ვსაუბრობ ვიტყოდი, რომ არც თუ ისე კომუნიკაბელური ვარ.

თუ ის ფაქტი არ გამოიწვევს თქვენს გაოცებას, რომ ანრის სძულს "ლივერპული", შესაძლოა გაგაკვირვოთ იმან, რომ მისი საყვარელი ფეხბურთელი, ყოფილი მეთოფე, ტიერი ანრი გახლავთ.

თუ გქონიათ ფრანგის წითელ მაისურში ხილვის სურვილი?

სიმართლე გითხრათ ანრის "მანჩესტერში" ხილვა არც წარმომედგინა არასოდეს, რადგანაც 100% ვიყავი დარწმუნებული თუ სადმე წავიდოდა, ეს აუცილებლად "რეალი" ან "ბარსელონა" იქნებოდა და არა რომელიმე ინგლისური გუნდი, მითუმეტეს "მანჩესტერი". რადგან ანრის დამოკიდებულება "მანჩესტერის" მიმართ მუდამ ნეგატიური იყო.


ალბათ მთელ მსოფლიოს ახსოვს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ირლანდიისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრებების საპლეოლი-ოფო დაპისპირება. აღნიშნულ შეხვედრაში "მამლები" დარჩნენ გამარჯვებულები და მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საგზურიც სწორედ მათ მოიპოვეს. თუმცა ამ წარმატებას ვერ იხილავდა საფრანგეთი, რომ არა ტიერი ანრის მიერ მეტოქის საჯარიმოში ხელით თამაში, რასაც საბოლოო ჯამში გოლი მოჰყვა.

ასეთი საქციელი მის მიმართ თქვენ დამოკიდებულებას ურყევს ტოვებს?

რა თქმა უნდა ურყევს ტოვებს. იმ წამებში მსოფლიოს ჩემპიონატი იდო სასწორზე და არა რომელიმე შესარჩევი მატჩი. რა თქმა უნდა ეს საქციელი ძალიან ულამაზოა, მაგრამ ეს ფეხბურთია, ფეხბურთს მსაჯი განაგებს და სწორედ მსაჯის კისერზეა მთელი ეს მომენტი.

"ლივერპულის" სიძულვილიდან გამომდინარე თქვენთვის მეცხრამეტე ტიტული მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო.

მე- 20ტიტული უფრო ამაღელვებელი იყო ვიდრე 19-ე, მაგრამ მეოცე ტიტულსაც მოჰყვა ისეთი განცხადება, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემზე. 2013 წელი იყო წელი სადაც ყველაზე ცუდი მომენტები მოხდა ჩემს ცხოვრებაში.

ჯერარდი - ის ინგლისური ფეხბურთის უტიტულო ლეგენდაა. რამდენად სასიამოვნოა ეს თქვენთვის?

ჩემი "ლივერპულისადმი" სიძულვილის მიუხედავად, ჯერარდის მიმართ მუდამ სიმპათიებით ვიყავი განწყობილი. ვფიქრობ თუ ფეხბურთი გიყვარს ჯერ ამ სპორტის ოსტატებს უნდა სცე პატივი და შემდეგ საყვარელ გუნდს. ჯერარდი, ტოტი, ძანეტი, გიგზი, სქოულზი, რაული და კიდევ ბევრი მათგანი. ყველა მათგანი უდიდესია და თავის საყვარელ გუნდს წლების მანძილზე ემსახურება და ემსახურნენ, ამიტომ ჯერარდი უდიდესი ფეხბურთელია. რომ არა საბედისწერო შეცდომა "ჩელსისთან" უტიტულოდაც არ დარჩებოდა მაგრამ...

Redarmy.ge-ს მომხმარებელთა უმეტესობამ შესაძლოა არ იცოდეს, რომ ანრი "მანჩესტერ იუნაიტედის" მხარდამჭერი აწ უკვე არ არსებული საიტის, man.united.ge-ს ადმინისტრატორი გახლდათ.

აღგვიწერეთ, რა იგრძენით როცა გააცნობიერეთ, რომ თქვენ მკითხველს ვეღარ მიაწვდიდით სიახლეებს?

როდესაც საიტიდან წავედი, 17 წლის ვიყავი. უბრალოდ დრო არ მქონდა, რომ კიდევ დამეწერა სიახლეები, თორემ სიამოვნებით. წლების განმავლობაში ვემსახურე საიტს, დღე და ღამე "მანჩესტერის" ირგვლივ ვიყავით, შემდეგ კი გზა ახალგაზრდებს დავუთმეთ (იცინის).

redarmy.ge-ს რამდენად შესწევს ძალა იმავე სამსახურს გაართვას თავი?

თქვენ ყველაფერს შესანიშნავად აკეთებთ.

დავუბრუნდეთ "იუნაიტედს" და მისი სატრანსფერო პოლიტიკა განვიხილოთ. მთავარი მწვრთნელის თქმით, მოცდაა საჭირო და ფეხბურთელის დამატება ჯერ არ უნდა იჩქარონ.

ეთანხმებით ვან გაალს?

ვან გაალი არის მწვრთნელი, რომელიც მუშაობს ძირითადად ახალგაზრდებთან. თუ გადავხედავთ მის კარიერას "აიაქსსთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა ძალიან ახალგაზრდა გუნდით მოიგო. თუ არ ვცდები ყველაზე ახალგაზრდა გუნდი იყო იმ დროს რომელმაც ლიგა მოიგო. ასევე "ბარსელონაში", "ბაიერნში" ბადშტუბერი, მიულერი, კროოსი ლუიმ გადმოიყვანა ძირითად გუნდში და დღეს როგორი ფეხბურთელები არიან ყველამ კარგად ვიცით. ვან გაალი ახალგაზრდა ფეხბურთელების უდიდესი სპეციალისტია, ვფიქრობ ის შექმნის ძალიან განსხვავებულ "მანჩესტერს", რომელიც იქნება შედეგზე ორიენტირებული და ისეთივე ლამაზ ფეხბურთს ვერ ითამაშებს როგორსაც ჩვენ მიჩვეულები ვიყავით. 3-5-2-ის ფორმაციის "მანჩესტერი" ძალიან საინტერესოა. ვნახოთ როგორ შეეჩვევა "ოლდ ტრაფორდი" მსგავს ტაქტიკას.

მატს ჰუმელსის შესყიდვა თითქმის გამორიცხულია. ვისში ხედავთ ალტერნატივას?

ჰუმელსი დღესდღეობით სერხიო რამოსთან და კომპანისთან ერთად ჩემი აზრით მსოფლიოს საუკეთესო მცველია. მისი შეძენა უდიდესი პლუსი იქნებოდა "იუნაიტედის" დაცვისთვის, რადგანაც უკანა ხაზში "მანჩესტერს" სერიოზული პრობლემები აქვს - ჯონსი, ევანსი, სმოლინგი, კინი ცენტრალური მცველის შეძენა აუცილებელია. ალტერნატივა მეჰდი ბენატიაა რომელიც ძალიან კარგი მცველია. ვნახოთ რა მოხდება გამორიცხული არაფერია 31 აგვისტოს ღამის 12 საათამდე კიდევ დროა.

ახალწვეულებზე რას გვეტყვით?

როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნე ვან გაალი და ახალგაზრდა ფეხბურთელები უკვე ისტორიის დაწერას იწყებენ. შოუ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია. ამაში განვლილი სეზონის მისი თამაში გვარწმუნებს. უდიდესი პოტენციალი დევს ამ ფეხბურთელში და ის მომავალია რა თქმა უნდა პირველი წელი ისეთივე ნაყოფიერი ვერ იქნება, როგორც "წმინდანებში" იყო, მაგრამ ერთ წელიწადში ტოპ მცველი გახდება. რაც შეეხება ერერას, ამ ფეხბურთელის შეძენა გასულ წელს იყო აუცილებელი რაც ვუდვორდმა ვერ მოასწრო. ამიტომაც ვიყიდეთ ფელაინი, რომელიც აღმოჩნდა რომ "ევერტონის" დონის ფეხბურთელია. ერერას მოედნის ხედვა და მისი ბურთის ფლობა გუნდისთვის უდიდესი ძალაა. ერერა-მატა ძალიან დაბალანსებული და რაც მთავარია ჭკვიანი დუეტია. ვიდალის გაფორმება იდეალური იქნება "მანჩესტერისთვის". ვიდალი "იუნაიტედს" უძლიერესად გადააქცევს.

ვან გაალისთვის წერილის მიწერა რომ ეთხოვათ, რას ეტყოდით ჰოლანდიელს?

მხოლოდ ერთ რამეს - იყიდოს მარკო როისი

ჰოლანდიელმა სპეციალისტმა გუნდიდან წამსვლელთა 5 კაციანი სია დაასახელა, რომელშიც რაფაელიც ურევია. კლუბს ფაქტიურად არ ჰყავს და სილვას შემცვლელი და იმავე ფლანგზე მოთამაშე მცველი.

რამდენად მართებული იქნებოდა ასეთ ვითარებაში ბრაზილიელის გაშვება?

რაფაელი არის 2008 წლიდან ანდერსონთან ერთად ის ფეხბურთელი, რომლისგანაც ყოველ წელიწადს ველი სასწაულს და ნაყოფიერ თამაშს. სამწუხაროდ ტრამვები ტანჯავს და მისი ნიჭის ნახვა მაყურებელმა მხოლოდ რამოდენიმე თამაშში მოახერხა. ვან გაალი თუ რაფაელს გაყიდის, მისი შემცვლელი აუცილებლად კუადრადო იქნება, რადგანაც ვან გაალი ფლანგზე ძალიან სწრაფი ფეხბურთელის ძიებაშია. ვალენსიასაც შეუძლია თამაში მაგრამ ვალენსია როგორც მცველი ჩემი აზრით არის 0.

"ჯერარდის მიმართ მუდამ სიმპათიებით ვიყავი განწყობილი"


გახსოვთ ფოტოზე ასახული შეხვედრის ანგარიში?

2-1. თუ არ ვცდები ნანიმ და ერნანდესმა გაიტანეს.

და ბოლოს, უსურვეთ რამე საიტს.

ვუსურვებ ბევრ სტუმარს და მუდმივ კარგ სიახლეებს, სადაც "მანჩესტერის" წარმატება იქნება აღწერილი და "ლივერპულის" ცრემლები.

ანრი ბასილაძის ფოტო შეგიძლიათ იხილოთ აქ.
სიახლეები, ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
14 აგვისტო 2014 09:01
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რამდენად მართებული იყო ასეთი დანიშნულების მქონე მატჩის უეფას სუპერ თასის გათამაშების დროზე დამთხვევა?


ვერაფრით მივხვდი რატომ გამცა ასეთი პასუხი

2-1. თუ არ ვცდები ნანიმ და ერნანდესმა გაიტანეს.


როგორც იქნა :D ვიღაცამ მაინც ვერ გამოიცნო :P
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Best 7
14 აგვისტო 2014 09:15
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Rogorc yoveltvis
0
№3
ავტორი: Manchester United 14
14 აგვისტო 2014 09:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
კარგი იყო სგ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№4
ავტორი: GeorgeBest
14 აგვისტო 2014 09:59
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სადაც "მანჩესტერის" წარმატება იქნება აღწერილი და "ლივერპულის" ცრემლები.


დაბოლოვება კარგი იყო wink
0
№5
ავტორი: Berba 9
14 აგვისტო 2014 10:18
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
კარგი იყო მომეწონა, რაღაცეებში ვერ დაგეთანხმები, მაგალითად ვიდალზე, მაგრამ ეს მხოლოდ პირადი შეხედულებაა და მეტი არაფერი :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№6
ავტორი: RedTeen
14 აგვისტო 2014 10:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
კარგი იყო... derpthumb
0
№7
ავტორი: RojoDiablo
14 აგვისტო 2014 11:22
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Berba 9,
ვაა დაჩი შენც წაიკითხე? derpthumb გამიკვირდა :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: Anrex
14 აგვისტო 2014 12:22
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 40
ციტატა: RedTeen
მაგალითად ვიდალზე

რავიცი იქნებ მითხრა ვიდალზე უკეთესი ვინ გვყავს ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე,ვიდალი რომ ერთერთი საუკეთესოა დღესდღეობით თავის პოზიციაზე ამაზე ორი აზრი არ არსებობს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"No matter what the result is, I will support this team till the end"

დარენ ფლეტჩერი - წადი გთხოვ

- Anrex -


№9
ავტორი: RojoDiablo
14 აგვისტო 2014 12:27
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Anrex,
ეგ Berba 9-ს კომენტარია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: VaRdo
14 აგვისტო 2014 13:36
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ოჰ ანრი შე ბებერო შენააა wink წავიდა ჩვენ იდრო ხო? wink კაი კაცი ხარ და გეთანხმები ყველაფერში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top