"ევერტონიდან" გადმოსვლიდან, რუნიმ მოახერხა 216 გოლის გატანა და უახლოვდება სერ ბობი ჩარლტონის რეკორდს (249). მას მოგებული აქვს უამრავი ტიტული გუნდთან ერთად, რომლებშიც შედის 5 "პრემიერ ლიგა" და 1 "ჩემპიონთა ლიგის" თასი.
28 წლის ფორვარდი, რომელიც 2004 წლიდან ატარებს წითელ მაისურს, ახალი მენეჯერის, ლუი ვან გაალის მიერ კაპიტნად დასახელდა. ამ ყველაფერმა კი მის კარიერას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი შესძინა და ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია "ოლდ ტრაფორდის" ისტორიაში.
სურათების მეშვეობით კი შემოგთავაზებთ უეინის განვლილ გზას მოსვლის დღიდან კაპიტნობამდე.