რუნის წიგნის მეორე ნაწილი.
ბევრი გოლი და თასი, ტრავმა და ბარათი, რომელთაც ერთადერთი აზრი ამოძრავებდათ: მე ვერ ვიტან წაგებას, უბრალოდ ამ გრძნობას ვერ ვეგუები. ის სხვა დანარჩენზე ცუდია და გოლი და სამი გოლიც კი ვერ გახდის წაგებას სასიამოვნოს. თუ მოედანს დამარცხებული ვტოვებ, გატანილ გოლებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. არ მაინტერესებს რამდენჯერ გამოვიჩინე თავი, თუ კი საერთო ჯამში "იუნაიტედმა" დამარცხება იწვნია.
დამარცხებაზე ფიქრიც კი ზიზღს მგვრის. ეს ხანდახან მაშფოთებს, მფიტავს და თვითკონტროლს ვკარგავ: ირგვლივ ყველაფერი წითლდება და ვცოფდები, თანაგუნდელებს ვუყვირი და ამ მდგომარეობიდან დიდხანს ვერ გამოვდივარ. არ მომწონს, რომ ასე ვიქცევი, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ. არასდროს შემეძლო წაგება, როგორც ბავშვობაში მეგობრებსა და ძმებთან ერთად თამაშისას, ისე ახლაც, როცა "იუნაიტედში" ვირიცხები.
ჩემთვის სულ ერთია რა პოზიციაზე ვთამაშობ და ვინ არის ჩვენს წინააღმდეგ. მატჩისთვის ყოველთვს ერთნაირად განვეწყობი. 2009/10 წლების სეზონის ბოლო შეხვედრებისას ვიხსენებ თუ როგორ მომცელეს ვარჯიშისას მოედნის საჯარიმოში. ეს ჯერ კიდევ მახსოვს, რადგან საგნები, რომლებიც გაბრაზებენ, მეხსიერებას დიდი ხნის განმავლობაში არ სცილდება. იმ შეხვედრის მსაჯი, ჩვენი ფიზ. მომზადების მწვთნელი ყველაფერზე თვალს ხუჭავს და საბოლოოდ ჩვენ რამდენიმე ბურთით ვმარცხდებით. საფინალო სასტვენის შემდეგ ბიჭები გასახდელში სიცილითა და მხიარულებით შევიდნენ, მე კი საზიზღარ განწყობაზე ვიყავი და სავარჯიშო კონუსებსა და კარებს ვურტყამდი.
არ მხრივ არასაფეხბურთო მოედანზეც კი არ ვიცვლები. ნაკრების შემადგენლობაში ჩვენ ხშირად ვთამაშობთ ვიდეოთამაშებს. ერთხელ FIFA-ში მარცხისას მე ჩემი ჯოისტიკი ოთახს იქით მოვისროლე. მომდევნო დღეს, როცა კიდევ ერთხელ დავჯექით სათამაშოდ, მე კომპიუტერი გამოვრთე, რადგან კიდევ ერთ მარცხს მხოლოდ ნაბიჯიღა მაშორებდა. ყველა, როგორც ფსიქოპატს, ისე მომაჩერდა:
"კარგი რა ვაზა, ასე ნუ იქცევი"ამან კიდევ უფრო გამაბრაზა, ამიტომ ოთახიდან ყველა გავყარე და მარტოობაში დავრჩი.
საკუთარ თავზე კონტროლს არა მარტო ნაცნობებთან, არამედ ტაილანდელებსა და იაპონელებთანაც კი ვკარგავ, როცა მათ ონლაინში ვეთამაშები. ისინი მამარცხებემ, მე კი მათ ვეკამათები მიკროფონისა და ყურთსასმენების გამოყენებით. შესაძლოა უფრო ფრთხილად უნდა მოვეპყრო მსგავს ამბებს, მაგრამ არ შემიძლია თავის შეკავება, როცა საქმე ისე მიმდინარეობს, როგორც ამას არ ვისურვებ. ეს ჩემი ოჯახის განმასხვავებელი ხასიათია. სამაგიდო თამაშები, ჩოგბურთი, რაც არ უნდა გვეთამაშა ჩვენ გამარჯვებისთვის ვთამაშობდით და არც ერთ ჩვენგანს არ უყვარდა დამარცხება.
თუმცა მე მგონია, რომ ეს კარგი ხასიათია, რადგანაც მიმაჩნია, მის გარეშე არ ვიქნებოდი ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ახლა ვარ. ეს სწრაფვა საჭიროა, რათა მატჩების დროს წინ წამწიოს, როგორც ეს ერიკ კანტონასა და როი კინს სჭირდებად. შესაძლოა მათ მოედანზე მცირე მეგობარი ჰყავდათ, მაგრამ სამაგიეროდ ისინი ბევრ ტიტულს იგებდნენ. ამაში ერთმანეთს ვგავართ. ცოტა თუ მოიძებნება ისეთი, ვინც ჩემთან დაპისპირებით სიამოვნებას იღებდა და მე მახარება აზრი, რომ მე "უკანალის ნამსხვრევებივით" ვიყავი მათთვის. შესაძლოა მოწინააღმდეგისთვის თაფლი ვარ, მაგრამ არც თანაგუნდელებისთვი ვარ ტკბილი, რადგან ჭკუიდა ვიშლები, როცა "იუნაიტედი" აგებს ან ახლოსაა წაგებასთან.
ვყვირი და ვიგინები; ბუცებს ვაქნევ; საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავ და თანაგუნდელებს ვუყვირი, ისინი კი მე მიყვირიან.
ეს ყველაფერი ხდება არა იმიტომ, რომ რომელიმე მათგანი არ მომწონს. მე ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მათ პატივს ვცემ და მინდა უკეთ ითამაშონ.
ვერ დავუშვებ, რომ დაგვამარცხონ.
ერთმანეთს ვუყვირით, მაგრამ ველოდებით, რომ მსგავსი მომენტები გულთან ახლოს არ მივა. ეს ყველაფერი თამაშის ნაწილია. რა თქმა უნდა, შესაძლოა ბევრს მიაჩნდეს, რომ მე ჯოხს ვახტები, მ როცა მწყობრიდან გამოვდივარ, მაგრამ ემოციურობა და სიბრაზე ენერგიით მმუხტავს და იმად მაქცევს, ვინც ვარ.
* * * * *
მარცხისადმი ჩემი შეუგუებლობა სათავეს ქროქსტეტში იღებს. ეს არის ადგილი, სადაც არავინ მისცემს მოდუნების უფლებას როგორც საკუთარ თავს, ისე მის ოჯახს. მე და ჩემ ძმას არ გვაჯილდობენდნენ, როცა ვიზრდებოდით. ვიცოდით, რომ თუ რამე გვსურდა, ის უნდა დაგვემსახურებინა. ასე გვზრდიდნენ მშობლებიცა და ბებია-ბაბუაც. დავიხსომე, რომ გარჯისთვის დავჯილდოვდებოდი. როცა კარგად სწავლას დავიწყე, "ევერტონის" ახალი მაისურით დამაჯილდოვეს, გუნდის, რომელსაც მთელი ოჯახი მხარს უჭერს, ან ფეხბურთის ბურთით, თუ ახალი დამჭირდებოდა. აი საიდან მაქვს საქმისადმი ასეთი მიდგომა.
ეს ხასიათი არა მარტო სკოლაში გამოვავლინე. ბიძაჩემ რიჩისთან, დიდ, მოღუნულ ცხვირიან კაცთან ერთად, ჩვენ კროკის სპორტულ დარბაზში ვბოქსიორობდით. მას საკმაოდ ძლიერი დარტყმა აქვს. თუმცა მე არ გამოვირჩეოდი ბრძოლის განსაკუთრებული უნარით, ჩვენ კვირაში სამჯერ ვბოქსიორობდით და ამან გამაძლიერა.
ჩვენს ოჯახში ყველა თავდაჯერებულია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს არა მარტო რუნების ოჯახის, არამედ ლივერპულელობის დამსახურებაა. ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში ვატარებდი ამ უნარს რინგზე. თუ რინგზე ჩემზე ორჯერ მაღალ ტიპთან მაყენებდნენ, არასდროს გამივლია თავში აზრად:
"ამას უყურეთ, ეს ხომ მცემს!" ეს მანამდე გაქცევს დამარცხებულად, ვიდრე ხელთათმანებს გაიკეთებდე. პირიქით, მე თავს გამარჯვებისთვის განვაწყობ, მაშინაც კი თუ ჩემ წინააღმდეგ მაღალი გაამწესეს. თუმცა ასეთ ბიჭს ჯონ დონელი ერქვა. ის ჩემზე მაღალი და ჩასკვნილია და ყოველ ჯერზე, როცა მის წინააღმდეგ დამაყენებდნენ, ბიძია რიჩი მთხოვდა ამის გამო არ მენერვიულა. ჯონი ვერ მიმკლავდებოდა.
მოგებისკენ სწრაფვა და თავდაჯერებულობა ფეხბურთშიც თამაშობს დიდ როლს. ამაში ჯერ კიდევ ჩემი საფეხბურთო გუნდის, De La Salle - ს შემადგენლობაში ასპარეზობისას დავრწმუნდი. თუ ისე მოხდებოდა, რომ ვიღაცამ ბურთი წამართვა, მთელი კვირის განმავლობაში ძალისმიერ უნარზე ვვარჯიშობდი. საკუთარ თავს შევპირდი, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდებოდა და ჩემთვის ბურთის ართმევას ვერავინ შეძლებდა.
იმ შემთხვევებში, როცა მოტივაციას ვკარგავ, მამა შესაბამისად განმაწყობს. ის ყოველთვის მოდის პარასკევობით ჩემი ფეხბურთის საყურებლად. ხანდახან ის უფრო ბრაზიანი ხდება, ვიდრე მე, მთხოვს უფრო მეტი ვიშრომო და მეტად შევეცადო. ერთხელ, როცა ჩვენ ცივ ამინდში ვთამაშობდით, ჩემი ხელები გაწითლდა, ფეხები კი ყინულის ნატეხს დაემსგავსა. გვერდითა ხაზთან მივედი და მამას მივმართე:
-
"მამა, მოედნის დატოვებას ვაპირებ. ძალიან ცივა, ფეხებს ვერ ვგრძნობ."მისმა სახემ უცნაური გამოხედვა მიიღო და მეჩვენებოდა, რომ ის ახლა აფეთქდებოდა.
-
"რა? გაიყინე?" - ვერ იჯერებდა.
-
"მოედანზე დაბრუნდი და უფრო მეტი იმოძრავე. სიცივეს შეეჩვევი"* * * * *
ნებისმიერი, ვინც ჩემს თვალში გმირია, თან მებრძოლია.
ტელევიზორით ხშირად ვუყურებდი მოკრივეებს, განსაკუთრებით მაიკ ტაისონს, მისი სისწრაფე და აგრესიულობა ხომ თავს გაყვარებდა. იგი მუდამ ცდილობდა, ბრძოლა ნოკაუტით დაესრულებინა. ადრე "ევერტონის" თამაშებს ვუყურებდი და ჩემი საყვარელი ფეხბურთელი დანკან ფერგიუსონი იყო, რომელიც რკინის მაიკივით მებრძოლი, ამტანი და ცხენის მსგავსი იყო. მომწონდა, რომ ის არასოდეს ნებდებოდა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მის სასარგებლოდ არ მინდინარეობდა მოვლენები. მას სასწაული გოლები გაჰქონდა, რის გამოც მისი ყურება მთელი დღის განამვლობასი შემეძლო.
მე უბრალოდ ვაღმერთებ "ევერტონს". როცა 10 წლის ვიყავი, კლუბს მივწერე, რომ მათ ერთ-ერთ თამაშზე თილისმად ავერჩიე. რამდენიმე დღეში დადებითი პასუხი მომივიდა და სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი, მე ხომ "ენფილდზე" მერსეისადულ დერბიში უნდა გამეყვანა გუნდი. მოედანზე ჩვენ კაპიტან, დეივ უოტსონთან ერთად და "ლივერპულის" კაპიტან, ჯონ ბერნსთან ერთად გავედი. ყურებს ვერ ვუჯერებდი რამდენად ხმაურიანი ტრიბუნები იყო. მოგვიანებით საჯარიმოსკენ გამგზავნეს, სადაც ჩვენი მეკარის, ნევილ საუზერის კარის მიმართულებით ბურთი უნდა დამერტყა. ვიფიქრე, რომ რბილად მივუგორებდი ბურთს ხელში, მაგრამ ეს ძალიან მოსაწყენი იქნებოდა, რის გამოც ბურთი თავზე გადავუგდე და კარში მოვათავსე. როგორც კი შევამჩნიე, რომ ნევილს ეს არ მოეწონა, იგივე კიდევ ერთხელ გავიმეორე.
მე უბრალოდ გოლების გატანა მსურს.რამდენიმე წლის შემდეგ "გუდისონ პარკზე" ბურთის მომატანი გავხდი და ნევილისთვი უნდა მიმეწოდებინა მოედნის ფარგლებს გარეთ გასული ბურთი. ის მიყვიროდა:
"გაინძერი საზიზღაო ბიჭუნა!"ეს საშინლად მაშინებდა. თანაკლასელებს წლების განამვლობაში ვუყვებოდი ამის შესახებ.
იმ დღეს გარი სპიდმა ჩვენთვის გოლი გაიტანა, რამაც ძალიან გამახარა. ის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი იყო. ის ყოველთვის ბეჯითაც ირჯებოდა და მისაბაძი პროფესიონალი იყო. ვიღაცამ მითხრა, რომ ისიც, ჩემს მსგავსად "ევერტონის" გულშემატკივრად გაიზარდა, რის გამოც დედაჩემის მიერ ნაყიდ კურდღელს "სპიდომეტრი" ვუწოდე. ორი დღის შემდეგ ნამდვილმა "სპიდომეტრმა" "ნიუკალსთან" გააფორმა კონტრაქტი, რის გამოც რამდენიმე დღის განმავლობაში იმედგაცრუებული დავდიოდი.
* * * * *
თანდათან ვარჯიშებზე რთული სამუშაო თავისას შვრება.
სკაუტებმა ცხრა წლის ასაკში შემამჩნიეს. მაშინ ჩემი ოცნება ახდა და მე "ევერტონს" შევუერთდი. შემდეგ ასაკობრივად იმაზე დიდ ჯგუფში გადამიყვანეს, ვიდრე ხდება ხოლმე. რადგან მე საუკეთესო ტექნიკასა და ფიზიკურ აღნაგობას ვფლობდი, ვიდრე ჩემი თანატოლები. 14 წლის ასაკიდან 18 წლმადე "ევერტონთან" ერთად ვემზადებოდი. ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში მე ვებრძოდი, გოლები გამქონდა და ორთაბრძოლებს ვიგებდი უფროს ბიჭებთან. ეს მაგარი იყო.
თანდათან ჩემთვის ყველაფერი უმჯობესდებოდა. 15 წლის ასაკში რეზერვებში ვთამაშობდი, 16 წლის ასაკში კი პირველ გუნდში გადავედი. ვიცოდი, რომ ამ დონეზე თამაშს მე ვარჯიშებით მივაღწევდი და ადგილი ძირითადში - ეს ჩემი მცდელობის ჯილდოა. ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც მშობლები მასწავლიდნენ.
ზოგიერთი მწვრთნელი სვამდა კითხვას, ვიყავი თუ არა მზად პროფესიონალებთან ბრძოლისთვის, მაგრამ მე უვე ვიცოდი პასუხი ამ კითხვაზე - ბიძია რიჩისთან ვარჯიშები ხომ ტყუილად არ ჩავლილა.
როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" რეზერვებს ვეთამაშებოდით, მწვრტნელმა მთხოვა, რომ გარი ნევილი მხედველობიდან არ დამეკარგა. "ოლდ ტრაფორდის" საზღვრებს იქით გარის ბევრი ვერ იტანს, რადგან ის თავიდან ფეხებამდე "ეშმაკია" და ამას ყოველ ჯერზე ამტკიცებს.
რამდენი წამი გავიდა ჩვენ ერთმანეთს "მეორე სართულზე" შევხვდით. მაშინ შემთხვევით იდაყვი ჩავარტყი და მაშინვე მობრუნდა, რამე ხომ არ მოხდაო. მაგრამ მგონი ვერაფერიც ვერ შეამჩნია. შემდეგ ჯერზე, როცა ბურთისთვის ვიბრძოდით, ვალი დამიბრუნდა და ჩემზე დაჯარიმდა.
ეს კიდევ ერთი გაკვეთილი იყო ჩემთვის.
* * * * *
ათი წლის განმავლობაში ოდნავადაც არ შევცვლილვარ. ქრიქსტეტიდან წამოსული ხასიათი მთEლი კარიერის განმავლობაში შევინარჩუნე. მე ვიბრძოდი, კბილებს ვაკრაჭუნებდი და ხელებს ვიკაპიწებდი, რამაც "იუნაიტედში" გოლების ანგარიშის შევსებაში შემიწყო ხელი. მაგ. იმ დღეს, როცა 2010 წელს "არსენალს" შევხვდით. "არსენალი" ჩვენ ტიტულისთვის გვებრძოდა, ასე, რომ მათთვის მოგება ზედგამოჭრილი იქნებოდა. ჩვენ ვიგებდით და მიმაჩნდა, რომ თუ კი ერთ გოლს კიდევ გავიტანდით, ყველაფერი გადაწყდებოდა. საბედნიეროდ, 37-ე წუთზე მოვახერხე და მეორე გავიტანე, რაც იმის დამსახურება იყო, რომ მე არც-ერთხელ არ დავნებებულვარ ამ ეპიზოდში.
მე საჯარიმოში დავბრუნდი, რათა "შავი" სამუშაო შემესრულებინა, ანუ ის, რასაც ბევრი თავდამსხმელი თაკილობს. ჩვენ საჯარიმოსთან ახლოს ბურთის მოგების შემდეგ პასი ნანის გადავაწოდე და წინ მთელი ძალით დავიძარი, გზაში კი "არსენალის" მცველების განლაგებას ვაკვირდებოდი. ჩემ წინაშე მათი მცველი, გაელ კლიში იდგა, მაგრამ მთელი ჩემი ყურადღება ნანის მისამართით იყო მიპყრობილი. ის შეტევას ფლანგიდან ამწვავებდა და გონებაში მხოლოდ ჩემთვის პასის გადმოწოდების აზრი ედო, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჭირო ადგილს დავიკავებდი. რამდენიმე წამში ბურთი ჩემი მიმართულებით წამოვიდა, დიდი ნაბიჯი გადავდგი და ალმუნიას დავურტყი ისე, რომ "არსენალი" ცუდ მდგომარეობაში ჩამეყენებინა.
სამი ქულა ჯიბეშია.როცა გულშემატკივრები გამარჯვების წადილის მქონე ფეხბურთელებს იხსენებენ, მათ გონებაში ყოველთვის ტივტივდება ისეთი ფეხბურთელები, ვისაც ვარდნის არ ეშინია, ნახევარმცველები, რომლებიც ბურთისთვის ბრძოლას იგებენ, მაგრამ ჩემთვის, საფეხბურთო წადილი სულ სხვა რამეა. ეს "არსენალის" კარში ჩემი გოლია. იმ პასისთვის სირბილი, რომელიც შესაზლოა არ კი გადმომაწოდონ. წადილი - ეს ფლანგზე თამაში და საჯარიმოში შერბენების გაკეთებაა, შემდეგ კი დაცვაში დაბრუნება. წადილი - ეს ორთაბრძოლაში ტრავმის მიღების შიშის გარეშე შესვლაა. უკანაკსნელი ძალებით ბრზოლა და არ დანებება - აი რა არის წადილი.
ყოველ კვირას გუნდი პრემიერ-ლიგის შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს იღებს. "იუნაიტედის" ფიზ. მომზადების მწვრთნელმა, ტონი სტრადვიკმა გასახდელში შემოსვლის შემდეგ განაცხადა.
-
"ამ სისწრაფით 40 მეტრი კიდევ რომ გერბინა, 100 მეტრზე 9.4 წმ.-ან შედეგს აჩვენებდი"გასახდელში ყველას გაოცებული სახე ჰქონდა. ეს მაჩვენებელი მე უსეინ ბოლტზე სწრაფს მხდის.
* * * * *
ხანდახან ძალიან შორს მივდივარ ხოლმე. 2009 წლის მარტში "ფულემთან" მატჩში ჩვენი საქმეები ძალიან ცუდად მიდიოდა და საშინლად ვიყავი. ერთი კვირით ადრე ჩვენ "ლივერპულთან" დავმარცხდით, რის გამოც მწვრთნელს "კრეივენ კოტეჯზე" მხოლოდ გამარჯვების მიღწევა სურდა. იმ დღეს პოლ სქოულზი საჯარიმოში ხელით თამაშის გმაო გააძევეს, ჩვენ კი პენალტიდან გატანილი გოლის გამო ვმარცხდებოდით. მოედანზე ბერბატოვის შეცვლის შემდეგ შევედი და რამდენიმე წამში ყვითელი ბარათი მივიღე.
ჩემზე ზედიზედ არღვევდნენ წესებს. ბურთის მიღებდიან ერთ წუთში ვიღაცამ კოჭში ჩამარტყა და მსაჯმა საპირისპირო მხარეს დანიშნა ჯარიმა. გაცოფებული ვიყავი. ბურთს ფეხი დავარტყი, რათა ჯონი ევანსისთვის მიმეწოდებინა, მაგრამ კარგად ვერ გავთვალე და მსაჯს მოვახვედრე.
მან იფიქრა, რომ სპეციალურად გავაკეთე.
ო არა, ახლა დაიწყება.ჯერ მეორე ყვითელი ბარათის, შემდეგ კი წითელი ბარათის ამოღების შემდეგ გასახდელში გამგზავნა. თამაში დასრულებულია. ამ დროს მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა თავში.
ეს ტიტულის ფასად დაგვიჯდება.საშინლად ვიყავი, რადგან გარდა ჩემი დისკვალიფიკაციისა, ჩვენ მეორე შეხვედრას ვაგებდით ზედიზედ. როცა მოედანს ვტოვებდი, ტრიბუნებიდან დაცინვის ხმა მესმოდა. შიგნიდან ვივსებოდი და ის-ის იყო უნდა ავფეთქებულიყავი. მსგას სიტუაციებში საკუთარ თAვზე კონტროლს ვკარგავ და ჩემი თავისთვისაც კი შეუცნობი ვხდები. საბედნიეროდ გზად არავინ არ შემხვედრია. პირველი, რაც ხელში მომხვდა კუთხურის ალამი იყო. ერთი დარტყმით მთელი ემოციები მასზე ამოვანთხიე. როგორც კი გასახდელში შევედი ისე ძლიერ დავარტყი ხელი კედელს, რომ თითქმის ხელი მოვიტეხე.
აქ უკვე მყოფი პოლ სქოულზი იჯდა და ისე მიყურებდა თითქოს ჩვეულებრივი ამბავია, რომ კედლებს ხელს ვურტყამ. მას შხაპის მიღებისა და კოსტიუმის ჩაცმის დრო ჰქონდა, ასე, რომ ოფიციალური სახით მიყურებდა.
"შენც?"დავიყვირე. ხელი მტკიოდა და ვიფიქრე, რომ მოტეხილობა მქონდა.
შესანიშნავია უეინ.არც ერთ ჩვენგან მეტად აღარ გვითქვამს რაიმე. ჩემი სათამაშო ფორმითა და საშინელი ხასიათით დავჯექი და უცებ თავში გამიელვა.
ღმერთო, მწვრთნელი მომკლავს.იქ სასტვენის ხმა არ ისმოდა, მაგრამ ტრიბუნების რეაქციით მიხვდებოდით, რომ თამაში დასრულდა. 2-0 დავმარცდით. მოთამაშეები გასახდელში შედიოდნენ. კარი გაიღო და ყველა თავის ადგილზე დაჯდა, ისე რომ არაფერი უთქვამთ.
სრული სიჩუმე.
ჩემთვის არავის არ შემოუხედავს. გიგზი, ჯონი ევანსი, რიო, ედვინ ვან დერ საარი - ყველამ თავი დახარა. შემდეგ ოთახში მწვრთნელი შემოვიდა და ჭკუიდან გადავიდა.
"საშინლად თამაშბოდით!" - გაჰყვიროდა -
"ვერაფრის დემონსტრირება ვერ მოახერხეთ!"შემდეგ ჩემსკენ მიუთითა გაწითლებული სახით, საღეჭი რეზინის ღეჭვით და გამოსცრა:
-
"შენ კი თავი ხელში აიყვანე და დამშვიდდი!"მწვრთნელი მართალი: მე უნდა დავმშვიდდე, მაგრამ მასაც ჩემსავეთ კარგად ესმის, რომ სწორედ დამარცხების აზრი მამოძრავებს ამგვარად და ყველაფერი იმიტომ, რომ ისიც ასეა.
ვერც-ერთი ვერ ვიტანთ მეორე ნომრად ყოფნას.* * * * *
მაგრამ ეს ხასიათი ყოველთვის კი არ მახარებს. "ფულჰემთან" მატჩის შემდეგ იმაზე ვდარდობდი, რომ ხალხი იმის გამო გამაკრიტიკებს, რაც მოედანზე ნახეს. მათ იხილეს როგორც ვურტყამ კუთხურის ალამს და ვყვირი კამერაში და იქნებ ისიც იფიქრონ, რომ მე ცხოვრებაშიც ასეტი ვარ. იმის ხილვით, თუ როგორ ვუვარდები ფეხებში, იქნებ ისიც იფქირონ, რომ ვიღაც მკვლელი ვარ. ხანდახან ჩემი შვილით, კაით ხელში სუპერმარკეტში შევდივარ და ხალხი ისე მიყურებს, თითქოს ფორმა და ბუცები უნდა მეცვას და უნდა ვყვიროდე.
ასეთი სულაც არ ვარ.
გულშემატკივრებთან პირველი შეხვედრისას ძალიან თბილი ვიყავი. რთულად ვიხსნები ადამიანებთან და რთულად შევდივარ კონტაქტში. არ ვესაუბრები მეგობრებსა და თანაგუნდელებს. თუ საქმის ვითარება არ მომწონს ჯანდაბაში არ ვგზავნი. როცა მეგობრები ვიდეოთამაშებს თამაშობენ, სულაც არ ვცდილობ კომპიუტერის გამორთვას. საკუთარ თავზე კონტროლს მხოლოდ მაშინ ვკარგავ, როცა საუბარია შეჯიბრებაზე და მხოლოდ მაშინ, თუ წაგებულთა სიაში ვირიცხები. მიუხედავად იმისა, რომ ამით არ ვმააყობ, მიხდება შევეგუო ამ განსაკუთრებულობას. არსებობს ორი უეინ რუნი: ერთის დალანდვა თამაშის დროს შეიძლება, მეორის კი ყოფაცხოვრებაში. და ისინი არასოდეს იკვეთებიან.
ნაწილი პირველიredevils.ru