თბილისი:
მანჩესტერი:
12-08-2014, 20:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2809,
კომენტარები: 10
სიყვარულის 8 და კიდევ ერთი მიზეზი
რატომ უნდა გვიყვარდეს ლუი ვან გაალი.
სიყვარულის 8 და კიდევ ერთი მიზეზი
პატივისცემას ავლენს


მანჩესტერში ჯერ ჩამოსულიც კი არ იყო, რომ "იუნაიტედს" საკადრისი უბოძა და მსოფლიოს უდიდესი კლუბი უწოდა. თავის პრეს-კონფერენციაზე ვან გაალმა განაცხადა, თუ რაოდენ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე ბობი ჩარლტონთან შეხვედრამ. ხოლო როცა "ჩელსისა" და "სიტის" შესახებ ჰკითხეს, ვან გაალმა ღიად განაცხადა, რომ მის დამხმარეს უფრო მეტი ტიტული აქვს, ვიდრე ორივე გუნდს ერთად და მათთან შედარებაც კი არ ღირს.

ყველაფერს გავიწყებს


ერთი წლის წინ თავს ვიმტვრევდით საკითხზე, არსებობს თუ არა ფერგიუსონის გარეშე სიცოცხლე. ეჭვი, გაფრთხილება, ნერვიულობა ჭამდა ჩვენი ტვინის უჯრედებს. სერ ალექსისგან ზეწოლამ პრესის ჰიტ-პარადების სათავეები დაიპყრო. წელს კი ყველაფერი სხვაგვარადაა. ჩვენი ლეგენდა მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როცა ფოტოზე დატანილი მომღიმარი გოგოს გამოსახულება ყალბ გრძნობებს იწვევს.

სიყვარულის 8 და კიდევ ერთი მიზეზი


თარგებს არღვევს


ვან გაალმა ისიც კი არ იცის ინგლისურად როგორ არის "ეჭვი". მასთან ერთად გულშემატკივარსაც ავიწყდება ის. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა მაშინვე შეცვალა სქემა. რაც ვერა და ვერ მოიფიქრა მოიესმა. არსებობს ორი თავდამსხმელი - სქემა ორი თავდამსხმელით და არა "რუნი ითამაშებს პერსი თუ ტრავმას მიიღებს." მატა უკეთესად გმაოიყურება ათიანის როლში - გეთაყვა. ვალენსია და იანგი - ლატერალები? რატომაც არა. სამი მცველი? შესაძლოა ასე ჩვენს "გადაულახავებს" უფრო გაუიოლდეთ კარის მშრალად შენახვა, ვიდრე მაშინც, როცა ორნი თამაშობდნენ. და თუ სქემა არ იმუშავებს, ყოველთვის შეიძლება 4-3-3 გადაწყობა.

საბრძოლო არენაზე თავდაჯერებულია


ჰოლანდიელი მწვრთნელის საშუალოს სკოლის დონის განათლების ინგლისური ენა - ვინ თქვა ეს მას აღელვებსო. უბრალოდ დააკვირდით როგორ მიჰყავს პრეს-კონფერენციები. ის ძლივს გამოთქვამს "მანჩესტერ იუნაიტედს"-ს მაგრამ ისეთი ცეცხლოვანი ხმით, რომ საკმარისია yes it is a table თქვას და მაიკლ კერიკი კვლავ დაიმტვრევა.

სიყვარულის 8 და კიდევ ერთი მიზეზი


თავაშვებულებს უკან ახევინებს


ვან გაალის მოსვლით მოურინიოც კი იგრძნობს თავს პატარა ბავშვად, რომ არაფერი ვთქვათ ჟურნალისტებზე. თუ სულელური კითხვა დაუსვეს, მის ავტორს აუცილებლად შეატყობინებე.

გაიძულებს გაიღიმო


მოედნის ცენტრიდან გაშვებული გოლის შემდეგ მწვრთნელმა აღნიშნა, რომ როცა ბურთი ჰაერში 4 წამის განამავლობაში მიფრინავს ისიც კი გაირბენდა 50 მ-ს თავის 63 წლის ასაკში. როცა ლუი სარეზერვო მსაჯს უყვირის, ისმის: "მე წარმატებას მივაღწიე ჰოლანდიის საუკეთესო კლუბთან ერთად, მე წარმატებას მივაღწიე ესპანეთის საუკეთესო კლუბთან ერთად, მე წარმატებას მივაღწიე გერმანიის საუკეთესო კლუბთან ერთად". მერე კი ამატებს: why penalty?

პრობლემებს წყვეტს


ტურნეს მსვლელობისას ვან გაალმა ფეხბურთელეთა შეფასება დაიწყო. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კლუბში დაგროვდა უამრავი არასაჭირო მოთამაშე, რომელთაც რატომღაც არ ყიდდნენ. მწვრთნელის სიტყვებიდან გამომდინარე ჩვენ ბოლოს და ბოლოს ვიხილავთ ოცნებათა ასრულებას. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ "წამსვლელთა" სია მოიესსაც ჰქონდა მზად, მაგრამ რეალიზება? ეჰ, არაა.

სიყვარულის 8 და კიდევ ერთი მიზეზი


საღად ამტკიცებს


ლუი ყველა გამოხმაურება ნათელი და გასაგებია. ყველაფერი ლოგიკურია. ის ისე თამამად და მისაწვდომად საუბრობს ტაქტიკური სქემის შესახებ, რომ უცებ ფირდები, სხვები რატომ არ აკეთებენ? ეს ხომ უკვე აღარ არის საიდუმლო. იმდენ ხანს ვაგროვებდით მაღალი დონის ხელმისაწვდომ ფეხბურთელებს და ვან გაალი ამბობს, რომ გუნდი დაუბალანსირებელია, 4 "ათიანი" ზედმეტია და ის მართალია.

მოქმედებს, კი არ იცდის


თანამედროვე ფეხბურთის მკაცრ პირობებში ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩენა ძალიან ძვირი სიამოვნებაა. დარწმუნებულები ხართ, რომ ტრანსფერების გარეშე ოთხეულიდან "ლივერპულსა" და "არსენალს" მართლაც გამოვაძევებთ? სკაუზერების წინააღმდეგ შეხვედრა სანახაობრივი გამოდგა. ვან გაალი აცხადებს, რომ მოთამაშეები ახლავეა საჭირო.

carrick.ru
სიახლეები, სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
12 აგვისტო 2014 19:19
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
იმედი მაქვს მოგეწონებათ და წყაროზე არ იცინოთ :დ შევეცადე ორიგინალური ენა არ დამეკარგა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
12 აგვისტო 2014 19:47
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ის ძლივს გამოთქვამს "მანჩესტერ იუნაიტედს"-ს მაგრამ ისეთი ცეცხლოვანი ხმით, რომ საკმარისია yes it is a table თქვას და მაიკლ კერიკი კვლავ დაიმტვრევა. ამაზე მაგარი ვიღადავე :D
0
№3
ავტორი: A.HERRERA
12 აგვისტო 2014 19:48
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
RojoDiablo,
kargi statiaa (y)
0
№4
ავტორი: GeorgeBest
12 აგვისტო 2014 20:52
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თავაშვებულებს უკან ახევინებს


ფერგის ჰგავს ამაში wink
0
№5
ავტორი: ელენე
12 აგვისტო 2014 21:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
და თქვენ დარწმუნებულები ხართ, რომ მოიესმა სიტყვა "სქემის" მნიშვნელობა იცოდა?

არ მინდოდა ლუის მოსვლა, რატომღაც სულ სხვანაირი მეგონა. საბედნიეროდ, აზრი შემეცვალა და დარწმუნებული ვარ, რომ წინა წელს დაგვავიწყებს ლუი. ♥ იმედი მაქვს, ოთხეულში მაინც შევალთ შემდეგ წელს. რაღა თქმა უნდა, იპლს მოგება საუკეთესო ვარიანტი იქნება. :)
0
№6
ავტორი: chudikone
12 აგვისტო 2014 21:40
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ფერგის ძაან ჰგავს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: PaLoMo
12 აგვისტო 2014 22:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
Otxeuli ki ara samizne 1-2 adgili unda iyos....ar metanxmebit? Gundi romelic 4xeulshi moxvedraze chalichobs is verasdros moxvdeba ..da es evertonia bolos eoida ixila fexburtis istoriam evertoni4xeulshi gasuli?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: chestersa
12 აგვისტო 2014 22:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
Momwons magram jer ver sheviyvareb vnaxot rogor daimsaxurebs siyvaruls! Pativiscema da ndoba ratqmaunda udidesi aq!
0
№9
ავტორი: Best 7
13 აგვისტო 2014 00:34
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Uvereni var, rom warmatebas mogvitans Lui van gali!
0
№10
ავტორი: Manchester_M
13 აგვისტო 2014 15:23
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ნეტა თუ არის ვინმე ისეთი ადამიანი რომელიც ამ მწვრთვნელს ვერ აფასებს სათანადოდ დიადია ოქროს ასოებით არის ამის სახელი საფეხბურთო ისტორიაში ჩასაწერი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top