თბილისი:
მანჩესტერი:
12-08-2014, 15:39
ავტორი: GeorgianDevil,
ნანახია: 1985,
კომენტარები: 3
რატომ გახდება დე ხეა წარმატების მიზეზი?
სტატიაში მოგითხრობთ თუ რატომ შეიძლება გახდეს დე ხეა ლუი ვან გაალის "მანჩესტერის" წარმატების მთავარი მიზეზი
რატომ გახდება დე ხეა წარმატების მიზეზი?
მოგეხსენებათ "მანჩესტერში" გლობალური გარდაქმნების პერიოდი დაიწყო და გასაგებია რომ კლუბს რამოდენიმე ფეხბურთელი აუცილებლად დატოვებს. მაშინ, როცა ლუიშ ნანის, ეშლი იანგის და ხავიერ ერნანდესის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, დავიდ დე ხეა ვან გალის ახალ მოდელში იდეალურად ჯდება და მთავარ ფიგურადაც მოიაზრება.

ესპანელს უკვე აღარავინ არ აკრიტიკებს და მის ძირითადში ყოფნაზეც უკვე არავინ დავობს. გასულ სეზონში დე ხეამ შეინარჩუნა თავისი კარგი ფორმა და წინა სეზონის "მანჩესტერის" ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. თუმცა ეს ,,იუნაიტედს'' დიდად ვერ დაეხმარა,რადგანაც გუნდმა ჩემპიონატში მე–7 ადგილი დაიკავა. დე ხეას კარგმა თამაშმა მრავალი წამყვანი ევროპული კლუბის ყურადღება მიიპყრო. მისმა მეგობარმა გოგონამ კი როგორც იტყვიან ,,ცეცხლზე ნავთი დაასხა'' და ესპანელს "მანჩესტერიდან" წასვლა თხოვა. მაგრამ დე ხეა მანჩესტერში დარჩა და ახლა ის ვან გაალის ახალი სათამაშო მოდელის მთავარი ფიგურაა.

ვან გალს სურს რომ გუნდმა მოკლე გადაცემებით ითამაშოს. ,,ლივერპულთან'' მატჩმა ეს კარგად გამოაჩინა. დავიდ დე ხეას შეტევის წამოწყების უამრავი შანსი აქვს, მას ცენტრი სამი, ხოლო ფლანგზე ორი მოთამაშე ყავს.

"მერსისაიდელების" მხრიდან მაღალი პრესინგის გამო ფეხბურთელებს ხშირად უხდებოდათ დე ხეასთვის ბურთის მიცემა, მაგრამ როგორც ,,იუნაიტედის'' სხვა ფეხბურთელები, დევიდიც არაჩვეულებრივ ტექნიკას ფლობს. სწორედ ამიტომაც დაიკავა მან მეორე ადგილი ზუსტ გადაცემებში ,,ლივერპულთან'' მატჩში.

რატომ გახდება დე ხეა წარმატების მიზეზი?

როგორც ვხედავთ დე ხეამ მე–7 ადგილი დაიკავა მეკარეების რეიტინგში, რომლებმაც 20 და მეტი მატჩი ითამაშეს და იყვნენ ზუსტები გადაცემების მხრივ. ახალ სათამაშო სქემაში მას შორეული გადაცემების გაკეთება აღარ მოუწევს და გადაცემების სიზუსტეც რათქმაუნდა კიდევ უფრო მოიმატებს.

99%–ში ის ზუსტ გადაცემას აკეთებს ბურთის ხელით შეყვანის დროს.
რატომ გახდება დე ხეა წარმატების მიზეზი?


ახალი სათამაშო მოდელი რომელიც გამუდმებით მოითხოვს პრესინგს და ახალი თავისუფალი სივრცეების მოძებნას,ჩანს რომ ძალზედ კარგად მოერგება "მანჩესტერის" ესპანელ keeper-ს და ,,იუნაიტედის'' გულშემატკივრები ვიმედოვნებთ რომ დე ხეა წელს უფრო დამაჯერებელი და უფრო ძლიერი იქნება, რომელიც არ დაგვაღალატებს და უამრავ საოცარ სეივს შემოგვთავაზებს.

Carrick.ru
სიახლეები, სტატიები
3 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
12 აგვისტო 2014 16:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მისმა მეგობარმა გოგონამ კი როგორც იტყვიან ,,ცეცხლზე ნავთი დაასხა'' და ესპანელს "მანჩესტერიდან" წასვლა თხოვა.


მაგას მოუჩინჩლავ ახლა შეყვარებულს ეს რა უბედური ყოფილა :X
0
№2
ავტორი: PaLoMo
12 აგვისტო 2014 17:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
Grnacvale de gea....meqemma ro daujera tavis megobar gogonas axlandel cols mitomac cahizenzura fexburtis saqmeshi
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: GeorgeBest
12 აგვისტო 2014 17:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ედურნემ ცენზურა დააყენოს თორე ზაჰას მივუგდებ საჯიჯგნად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top