სერ ალექს ფერგიუსონმა დაადასტურა, რომ ბრაზილიელ ნახევარმცველს ანდერსონს ნამდვილად ეკუთვნის ძირითადში თამაში და "ვესტ ჰემ იუნაიტედთან" ის ნამდვილად ძირითადში იქნება "ეს წლევანდელი ერთერთი ჩვენი ტაქტიკაა" - ამბობს ფერგიუსონი. მანჩესტერ იუნაიტედის ოფიციალური ვებ გვერდის წევრები თვლიან, რომ ანდერსონმა შემოიტანა ახალი თამაშის სტილი. ფერგიუსონი აცხადებს: "მე ვეთანხმები ვებგვერდის წევრებს და ვფიქრობ, რომ ანდერსონმა შექმნა მთლიანი თამაში შაბათს qpr-თან შეხვედრაში.მან აჩვენა შესანიშნავი ფეხბურთი და ჩემი გაოცებაც გამოიწვია. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ანდერსონმა "ვესტ ჰემ იუნაიტედთან" აუცილებლად უნდა ითამაშოს ძირითად შემადგენლობაში".ბოსმა აღიარა, რომ არსებობს კიდევ ერთი ძალიან კარგი შემქმნელი ფეხბურთელი ანტონიო ვალენსია, მაგრამ ის დაშავებულია და ჯერაც არ ვიცით ითამაშებს ის თუ არა ის "ვესტ ჰემ იუნაიტედთან". "ასევე არის ნანი, მაგრამ გუნდს მასთან ნდობა არ გააჩნია, დაშავებულია პოლ სქოულზიც, რომელიც ორი ყვითელი ბარათის გამო გამოტოვებს თამაშს.ამიტომ ანდერსონი ამ შეხვედრაში ძალიან აუცილებელია და მას აქვს შანსი იმაზე მეტი გამოავლინოს რაც უკვე გამოავლინა". - იტყობინება ინგლისური პრესა. წყარო: http://redevils.ru