ფილ ჯონსი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებს კარგად ესმით წარმატების მნიშვნელობა და ისინი შარშანდელი სეზონის იმედგაცრუებას უკან მოიტოვებენ.
"წითლებს" ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ წარმატებული საწყისი ეტაპი გამოუვიდათ. საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ტურნირზე "იუნაიტედმა" 5-დან 5 გამარჯვება მოიპოვა და ფინალურ ეტაპზე "ლივერპულს" 3-1 სძლია.
ახალი სეზონი "სუონსი სიტისთან" "ოლდ ტრაფორდზე" შაბათის შეხვედრით გაიხსნება და ფილ ჯონსის თქმით, ფეხბურთელბი აცნობიერებენ, რომ დროა დაბრუნდნენ.
"როგორც ყველას მოეხსენება, გასული სეზონი თითოეული ჩვენგანისთვის რთული გამოდგა. ის ახლოსაც არ იყო იმასთან, სადაც ყოფნა და რისი მიღწევაც გვსურდა. დიახ, მწვრთნელის ცვლილება მოხდა, მაგრამ ეს არა რის საპატიო მიზეზი იმისა, რაც მოედანზე ხდებოდა."
"მსოფლიო თასიც იმედგამაცრუებელი იყო რამდენიმე ჩვენგანისთვის, მაგრამ გასულმა წელმა მხოლოდ კარგი მიზეზი მოგვცა იმისა, რომ ამჯერად კარგი სეზონი უნდა ჩავატაროთ. ჩვენ წინსვლისთვის ვარ მომზადებულნი და გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის. ჩვენ ახალი მწვრთნელი გვყავს და წინსვლას ვესწრაფვით."
"რა თქმა უნდა ყველას სურს ტიტულის მოგება. ეს (სიმაღლეზე ყოფნა) არის ის, სადაც უნდა ვიყოთ, მაგრამ არ გვაქვს იმის უფლება, რომ ვთქვათ - ჩვენ ყოველ წელს ტიტული უნდა მოვიგოთ. ჩვენ ამის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვეძლება, თუ თითოეულ შეხვედრას ისე მივიღებთ, როგორც "სუონსისთან" პირველ მატჩს."