პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი აღიარებს რომ მას და სერ ალექს ფერგიუსონს შორის ლაპარაკი შედგა
მოგეხსენებათ, რომ კრისტიანო რონალდო სეზონის დასაწყისში უკმაყოფილი იყო თავისი ასპარეზობით ესპანეთში. მეტიც, მან რამოდენიმე გოლი არ აღნიშნა და განაცხადა რომ, ის არ გრძნობს თავს ბედნიერად. ახლა კი, აშკარად შეიცვალა სიტუაცა და პორტუგალიელი ისევ ახერხებს თავისი ფანების გაოცებას. იგი ბედნიერი ჩანს "რეალ მადრიდში". მან განაცხადა რომ, როდესაც მისი გუნდი ქალაქ მანჩესტერში ჩავიდა, იგი შეხვდა სერ ალექს ფერგიუსონს, თუმცა ტრანსფერთან დაკავშირებით არაფერი თქმულა. "
მე მქონდა საუბარი სერ ალექსთან. ის მოვიდა ჩვენს სასტუმროში, რათა ჟოზე მაურინიოს შეხვედრილიყო. რა თქმა უნდა მას მეც გავესაუბრე, ჩვენ ისევ გვაქვს ურთიეთობა და სასიამოვნო იყო მასთან შეხვედრა." – განაცხადა რონალდომ. როდესაც მან შეიტყო იმის შესახებ რომ, შოტლანდიელმა სპეციალისტმა სურვილი გამოთქვა მის ინგლისში დაბრუნებაზე (თუმცა საუბარი ასტრონომიულ თანხებზეა და ალბათ ეს აფეხებს მოლაპარაკბებს) რონალდომ თქვა რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არავითარი საუბარი არ ყოფილა. "
ჩვენ უბრალოდ გავიხსენეთ ერთად გატარებული წლები და ვისაუბრეთ ჩემს ამჟამინდელ ყოფნაზე "რეალში". ჩვენ ორივე მოხარულები ვიყავით რომ ისევ ვნახეთ ერთმანეთი." – დაამატა კრისტიანომ. მან აგრეთვე ისაუბრა დღევანდელ "იუნაიტედზე" და თქვა რომ მის ყოფილ გუნდს ძალუძს პრემიერ ლიგის ტიტულის დაბრუნება. მან ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში ერთ–ერთ საუკესო თავდასხმაზე.
რამოდენიმე წელი გავიდა მას შემდეგ რაც რონალდომ "იუნაიტედი" დატოვა. მიზეზი ყველასათვის ცნობილია. ზოგს ენატრება იგი. ზოგმაც გადასვლის გამო მიივიწყა. აი, პირადად ჩემთვის კი უღირს და მოღალატე ადამიანად დარჩება მთელი ცხოვრების მანძილზე. შეიძლება გამაკრიტიკოთ, მაგრამ ეს ჩემი პირადი შეხედულებაა.
დიდი სიყვარულით დაჩი ქიზიყურაშვილისგან
წყარო:
SkySports