თბილისი:
მანჩესტერი:
12-08-2014, 10:35
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2450,
კომენტარები: 8
5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა დაიმატოს "იუნაიტედმა" დეილი ბლინდი
"იუნაიტედს" ბლინდი სჭირდება.
5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა დაიმატოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" განაგრძობს მაღალი დონის მცველზე "ნადირობას" და ახლა, როდესაც ტომას ვერმაელენმა და დე ვრიმ სხვა მიმართულებით განაგრძეს კარიერა, მთელი აქცენტი ახალგაზრდა ჰოლანდელ დეილი ბლინდზე კეთდება. ქვემოთ გთავაზობთ 5 მიზეზს იმისა, თუ რატომ უნდა შეიძინოს ეს ფეხბურთელი "იუნაიტედმა".

1. მისი უნივერსალობა
5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა დაიმატოს "იუნაიტედმა" დეილი ბლინდი

"იუნაიტედს" სამ პოზიციაზე აქვს გასაძლიერებელი ადგილები. ესენია: ცენტრალური ნახევარდაცვა, დაცვის ცენტრი და დაცვის მარცხენა ფლანგი. ბლინდს კი შეუძლია სამივე პოზიციაზე იდეალურად ითამაშოს. მის კარიერაში დეილი ძირითადად დაცვის ცენტრში გვევლინებოდა, თუმცა წინა სეზონში იგი ხშირად იყო დაცვითი სტილის ნახევარმცველი. ხოლო მუნდიალზე ბლინდი მარცხენა "უინგ-ბექ" -ად და ხანდახან დაცვის ცენტრშიც გვევლინებოდა. "იუნაიტედში" ამ პოზიციებზე იგი საკვანძო ფეხბურთელი იქნებოდა, მაგრამ ის ფაქტი რომ მას სამივეზე ძალუძს თამაში, ეს დამატებითი ბონუსივითაა.

2. ხელმისაწვდომობა
5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა დაიმატოს "იუნაიტედმა" დეილი ბლინდი

იმ ფონზე, როდესაც დღეს ექსტრემალური თანხის ტრანსფერები კეთდება, "იუნაიტედს" სრულიადაც არ დაუჯდება ძვირი ბლინდის შეძენა. ბლინდის გაშვება "აიაქს" არ სურს, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელმა, ფრანკ დე ბოერმა განაცხადა, რომ ყველას გაყიდვა შეიძლება სათანადო ფასად. ბლინდის ტრანსფერის ფასი დაახლოებით 18 მილიონი ფუნტია, რომელიც შესაძლოა ქურდობადაც ჩავთვალოთ თუ მის შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ.

3. ფორმის პიკი
5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა დაიმატოს "იუნაიტედმა" დეილი ბლინდი

გასულ წელს ბლინდი დასახელებულ იქნა საუკეთესო ჰოლანდიელ ფეხბურთელად. იგი მშვენივრად ასპარეზობდა საკლუბო დონეზე და ეს წარმატებაც მშვენივრად განაგრძო მსოფლიო ჩემპიონატზე. მუნდიალის დასრულების შემდეგ იგი BBC-ის მუნდიალის ნაკრებშიც მოხვდა და Goal.com ის შეფასების მიხედვით იგი საუკეთესო 50 ფეხბურთელთა შორის 36-ე ადგილს იკავებს.

4. ვან გაალთან სიახლოვე
5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა დაიმატოს "იუნაიტედმა" დეილი ბლინდი

ბლინდს უკვე შესანიშნავი ურთიერთობა აქვს "იუნაიტედის" ახალდანიშნულ ბოსსთან და როგორც წესი, იგი მშვენივრად ერგება მის დანერგილ სისტემას როგორც ჰოლანდიის ნაკრებში, ასევე "წითელ ეშმაკებში". სწორედ ლუის დამსახურებაა ბლინდის დებიუტი "ფორთოხლისფერებში", მას შემდეგ დელაი შეუცვლელი ფიგურა გახდა. ბლინდმა კარგად იცის თუ რაოდენ საჭიროა იგი ვან გაალისთვის და ალბათ სიხარულისგან იხტუნებს, თუ მასთან მუშაობის შანსი კვლავ მიეცემა.

5. ტიტულების მოგების გამოცდილება
5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა დაიმატოს "იუნაიტედმა" დეილი ბლინდი

მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიის დივიზიონი საგრძნობლად ჩამოუვარდება პრემიერ ლიგას, შიდა ჩემპიონატის მოგება ყველსათვის სასიხარულოა და ბლინდმა ეს სიამოვნება უკვე ოთხჯერ გამოსცადა. პირველ ჯერზე ის ჯერ კიდევ ადგილის მოსაპოვებლად იბრძოდა გუნდში, მაგრამ დანარჩენი სამის მოპოვებაში მას ერთ-ერთი უდიდესი წვლილი მიუძღვის. ვან გაალის მიზანია "იუნაიტედი" თავის ადგილს დაუბრუნოს და მას სწორედ ისეთი ფეხბურთელები სჭირდება, ვინც იცის თუ რას ნიშნავს იყო ჩემპიონი.

წყარო: FTBPro
სტატიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
12 აგვისტო 2014 09:51
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
და რესურსის არ ქონა. ჩვენ უბრალოდ გვჭირდება ფეხბურთელი და ესეც მიზეზია

და რესურსის არ ქონა. ჩვენ უბრალოდ გვჭირდება ფეხბურთელი და ესეც მიზეზია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: temo-scholes
12 აგვისტო 2014 10:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
RojoDiablo,
getanxmebi gio... Luk shous konkurenti chirdeba rom marcxena flangi aqtiuri da mudam ganvitarebadi iyos...
0
№3
ავტორი: Manchester_M
12 აგვისტო 2014 10:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რა თქმა უნდა კარგი იქნება თუ შევიძნენთ მარტო იმის ფონზე რომ ნახევარი გუნდი გაუშვეს
0
№4
ავტორი: Best 7
12 აგვისტო 2014 10:53
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Gvchirdeba eg da unda shevidzinot
0
№5
ავტორი: Juan Mata
12 აგვისტო 2014 11:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 153
აუცილებლად უნდა ვიყიდოთ ბლინდი. ვან გაალი მას კარგად იცნობს და უკეთ იცის მისი შესაძლებლობები , თან მსოფლიოზე მშვენივრად ითამაშა. გვჭირდება რა
0
№6
ავტორი: GeorgeBest
12 აგვისტო 2014 12:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ შეიძლება ამ შანსის გამოუყენებლობა. უნივერსალია, ახალგაზრდაა და ძალიან კარგი ფეხბურთელია ამას დამატებული ისიც რო ვერავის ვყიდულობტ
0
№7
ავტორი: RedGirl
12 აგვისტო 2014 13:43
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
აუ ეს რომ ვან გაალმა არ დაითრიოს გავგიჟდები. თან თვითონაც უნდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№8
ავტორი: PaLoMo
12 აგვისტო 2014 15:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
De vrei rato ar gadmoiyvana mikvirs
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top