თბილისი:
მანჩესტერი:
12-08-2014, 20:35
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2466,
კომენტარები: 13
"იმედს ვიტოვებ სტარტი ისეთივე ბრწყინვალე იქნება, როგორც მოიესის დროს"
ინტერვიუ გურამ გოგინაშვილთან.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მხარდამჭერი საიტი აგრძელებს ყოველკვირეულ ინტერვიუს საიტის მომხმარებელბთან. 12 აგვისტოს რესპოდენტი საიტის VIP ჯგუსფის წევრი, გურამ გოგინაშვილი (Chicharito103) გახლავთ.

გურამი 2013 წლის 16 მაისიდან გახლავთ საიტის მომხმარებელი და მას საკმაოდ მოკრძალებული აქტივობა ახასიათებს. redarmy.ge გთავაზობთ მასთან და მის აზრებთან უკეთ გაცნობის საშუალებას.

გამარჯობა გურამ, გაგვეცანით თუ შეიძლება

გამარჯობა. მე ვარ გურამ გოგინაშვილი 20 წლის, ვცხოვრობ ქალაქ თბილისში. მყავს დედა მამა და ძაღლი (იცინის). თავისუფალ დროს მიყვარს მუსიკის მოსმენა და მეგობრებთან ერთად დროს ტარება. რაც შეეხება საყვარელ საქმიანობას - "ფეხბურთის თამაში".

როგორ გახდით "იუნაიტედის" გულშემატკივარი?

პირველად "მანჩესტერის" მატჩს 2002 წლის თებერვალში ვუყურე. "ევერტონთან" გვქონდა გასვლითი მატჩი . პირველი ტაიმი ჩვენს სასარგებლოდ 3-0 დასრულდა , თუმცა მეორე ნახევარში სულ სხვა ევერტონი ვიხილეთ და თამაშიც შემოატრიალეს 80 წუთი და 3-3... სწორედ ამ მომენტში გამოჩნდა ჩემი ფეხბურთის კუმირი, ადამიანი რომელმაც მაიძულა მყვარებოდა "მანჩესტერ იუნაიტედი". მსაჯის მიერ დამატებული წუთი მიმდინარეობდა , რონალდუს ჩაწოდება და ვან ნისტელროის გოლი . ეს იყო ჩემი პირველი მატჩი საფეხბურთო სამყაროში და სწორედ ეს გოლი და ეს ფორვარდი გახდა მიზეზი იმისა რომ, დღეს მეც "ეშმაკი" ვარ.

ანუ გინდათ გვითხრათ, რომ თქვენი ნიკი შემთხვევითია და ჩიჩარიტო არ არის თქვენი საყვარელი ფეხბურთელი?

არა . ნუ ამას ცალკე ისტორია აქვს . ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ნისტელროია ხოლო მოქმედი მაიკლ კერიკი.

დღეს "მანჩესტერ იუნაიტედი" საშინაო სტადიონზე, "ოლდ ტრაფორდზე" ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთ უდიდეს კლუბს, "ვალენსიას" უმასპინძლებს.

რას ელოდებით დღევანდელი შეხვედრისგან?

რა თქმა უნდა გამარჯვებას, გამარჯვებას და სხვა არაფერს . ვან გაალმა უკვე დაგვიმტკიცა რომ, ის საუკეთესოა და მხოლოდ გამარჯვებისთვის გამოჰყავს გუნდი მოედანზე , ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ ეს იქნება პირველი საშინაო მატჩი.

ზემოაღნიშნული შეხვედრა პრემიერ-ლიგის ჩემპიონატის დაწყებამდე 4 დღით ჩატარდება.

რამდენად სარისკოა ამხანაგური მატჩის ასეთ დროს დანიშვნა?

ჩემი აზრით არ არის არანაირი რისკი . პირიქით , უფრო კარგია, რადგან ფეხბურთელები პირველ ტურში უკვე მომზადებულები და ფორმაში მყოფები იქნებიან. "ვალენსია" ძლიერი მეტოქეა, იმედია მატჩი ლამაზ ელფერს შეიძენს და არ იქნება უხეშობა და ტრამვები.

"ოლდ ტრაფორდის" პუბლიკის წინაშე პირველად წარსდგებიან "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულები, ანდერ ერერა და ლუკ შოუ.

გჯერად მათი წარმატების?

დიახ. ამ ორი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელის სახელი უკვე მთლიანად საფეხბბურთი სამყარომ იცის, ჯერ კიდევ "საუთჰემპტონში" და "ბილბაოში" თამაშის პერიოდიდან. მე პირადად დიდ წარმატებულ ნაბიჯად ვთვლი ამ ორი ნიჭიერი ფეხბურთელის ტრანსფერს. როგორც იქნა სქოულზის შემდეგ გვეღირსა ნახევარმცველი , რომელიც 30 მეტრიდან კარში დარტყმა შეუძლია და მოედნის კარგი ხედვაც აქვს.

ხოლო ლუკი ძალიან ძლიერ მცველად ჩამოყალიბდება. ის უკვე ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე, თუმცა მას ბევრი რამ აქვს სასწავლი.


როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პრემიერ-ლიგა 16 აგვისტოს იწყება. "იუნაიტედი" თავის პირველ შეხვედრას "სუონსის" წინააღმდეგ გამართავს.

რამდენად ანგარიშგასაწევი ძალაა უელსური კლუბი?

ძალიან მესიმპატიურება ეს კლუბი. მათი შემტევი სტილიდან გამომდინარე . მართალია კლუბმა თავისი ლიდერი, მიჩუ გაუშვა თუმცა საგრძნობლად გაძლიერდა ბაფეტინგი გომისისა და სიგურდსონის სახით .

იმედს ვიტოვებ სტარტი ისეთივე ბრწყინვალე იქნება, როგორც მოიესის დროს.


"მანჩესტერ იუნაიტედის" ამერიკული ტურნე საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მოპოვებით დასრულდა. ფინალამდე "იუნაიტედმა" სძლია იტალიურ და ესპანურ გრანდებს, "რომას", "ინტერსა" და "რეალს". ფინალში კი უშუალო კონკურენტი და მოსისხლე მტერი "ლივერპული" ანგარიშით 3-1 დაამარცხა. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ "იუნაიტედი" 1-0 მარცხდებოდა, რასაც ვან გაალის ბიჭებმა მეორე ტაიმში გატანილი 3 გოლით უპასუხეს.

როგორ ფიქრობთ, ლუიმ გუნდს ძველი ხასიათი დაუბრუნა?

რა თქმა უნდა. ლუიმ კლუბს დაუბრუნა ის ძალა, რა ძალაც სერ ალექსის დროს გვქონდა. ადვილი არ არის კვირა-ნახევრიან დროის მონაკვეთში ზემოხსენებულ კლუბებთან ითამაშო და ყველა თამაში მაღალ დონეზე ჩაატარო. თან ამას ემატება ისიც რომ ვან გაალი ჯერ არც კი იცნობს კარგად ჩვენს მოთამააშეებს და სწორედ ამას აკეთებდა.

მცირე ხნით ფეხბურთს თავი მივანებოთ და გურამს ახლოს გავეცნოთ.

თქვენი ინტერესებისა და მიზნების შესახებ მოგვიყევით.

ინტერესთა სფეროს რაც შეეხება , ძალიან მაინტერესებს მსაჯობა. ეს საქმანობა პატარაობიდანვე მიზიდავდა. ჩემი ხასიათით თუ ვიმსჯელებთ ძალიან მკაცრი და სამართლიანი არბიტრი ვიქნებოდი.

მიზნები ბევრი მაქვს, მაგრამ უმთავრესად მაინც ოჯახი და საყვარელი ხალხზე ზრუნვა მიმაჩნია. ახლო მომავალში ვგეგმავ ცოლის მოყვანას და კიდევ ერთი ტრადიციული ოჯახი შეემატება საქართველოს. მიზანი ყველას გვაქვს მაგრამ, ყოველთვის როდი სრულდება... მინდა ყველას ვუსურვო თავისი მიზნების ასრულება.


უცხოური ლიტერატურა თუ ქართული?

ეს ჩემგან ცოტა შორსაა, მაგრამ მაინც ქართული.


RedArmy.ge-ს ყოველკვირეული ინტერვიუს კორესპონდენტის როლი ერთხელ გურამმაც მოირგო.

რომელ როლს ამჯობინებთ - რესპონდენტის, თუ კორესპონდენტის?

რა თქმა უნდა რესპოდენტი . მარტივად რომ ვთქვათ შენზე კარგი კორესპონდენტი არ ჰყავს ჩვენს საიტს და არამარტო საიტს, არცერთ ქართულ ვებ გვერდზე არ მინახავს მსგავი პროექტი, რასაც შენ ჩვენი საიტისა და ხალხისთვის აკეთებ. მაშინდელი ინტერვიუ იყო სამოყვარულო დონეზე ჩემი მხრიდან, თან საინტერესოდ ჩავთვალე ამეღო ინტერვიუ მისგან ვისაც ყოველი ჩვენგანის აზრის გაგება სურს და ეს ყველაფერი კარგადაც გამოგდის .

"მანჩესტერ იუნაიტედი", ისევე როგორც მთელი მისი ისტორია, სავსეა წარმატებებითა და წარუმატებლობებით.

რას უკავშირდება თქვენი არასასიამოვნო "მანჩესტერული" მოგონება?

რა თქმა უნდა ქალაქელებთან მარცხი (1-6) მთელი კვირა შოკში ვიყავი, ყოველ დღე მახსენდებოდა ის მომენტი როდესაც ევანსმა წითელი ბარათი მიიღო. ამ მომენტში ანგარიში 0-1 იყო და არავინ არ იცის რა მოხდებოდა თუმცა, ყველაფერი ცუდად დამთავრდა . ეს რეალური კოშმარი იყო.

ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა კლუბში ახალი სათამაშო ტაქტიკა, 3-5-2 დანერგა.

როგორ შეაფასებდით ვან გაალის გადაწყვეტილებას?


ძალიან მომწონს. ეს უბრალოდ ტაქტიკა არარის, ამ ტაქტიკით მოთამაშე კლუბი ვალდებულია ფლობდეს ბურთს და შეუტიოს მოწინააღმდეგეს. როცა ანგარიში მიჰყავს დაცვასაც კარგად ავსებს თითოეული მოთამაშე, თან მე ჰოლანდიის ნაკრების ფანი გახლავართ, პირველად სწორედ ჰოლანდია ვნახე ამ ტაქტიკით მოთამაშე და ძალიან წარმატებულადაც.

ძალზედ აქტუალურია სატრანსფერო საკითხი. "იუნაიტედის" სამიზნეებს შორის "გაწითლების" ყველაზე მთავარი კანდიდატი არტურო ვიდალი და ხუან კუადრადოა.

აუცილებელია ამჟამინდელი შემადგენლობისთვის ჩილელის ან კოლუმბიელის დამატება?

აუცილებელია თანაც ორივე მათგანის. დავიწყოთ იქიდან რომ გარემარბები, როგორებიც : ნანი, იანგი, ვალენსია და იანუზაი არიან - მათ იმედზე არ უნდა იყოს კლუბი. საჭიროა ახალი ძალა, ნანი საერთოდ ვერ ხვდება 18 კაციან განაცხადში, იანგზე რა გითხრათ, თავადვე არ იცის რას აკეთებს, ვალენსიას ერთფეროვანი გაქცევა და ჩაწოდებები მოძველდა, იანუზაი ჯერ 19 წლისაა და არ აქვს გამოცდილება.

კუადრადო ძალიან კარგი ვარიანტი იქნებოდა , ხოლო ვიდალი ჩვენ ნახევარდაცვას სრულად შეავსებდა, ერერა და ვიდალის იმედზე ყოფნა ღირს , ვიდრე ქლევერლის და ფლეტჩერის მომაბეზრებელი უკან გაკეთებული გადაცემების ყურება.


გარდა მომსვლელებისა, კლუბის დატოვების კანდიდატთა რიცხვიც საკმაოდ დიდია. მათ შორის ყველაზე მყვირალა ბელგიელი ნახევარმცველის, მარუან ფელაინის "ნაპოლიში" გადასვლის საკითხი გახლავთ.

უნდა დატოვოს კლუბი მარუანმა?

ჩემი აზრით არა. შარშან მხოლოდ უეინ რუნისა და დავიდ დე ხეას კარგი თამაშით გავედით მე7 ადგილზე. სხვა დანარჩენმა სეზონი ჩააგდო მათ შორის ფელაინიმაც. თან გავითვალისწინოთ ისიც რომ, ადაპტაცია სჭირდებოდა ახალ კლუბში, ჩემი აზრით მარუანს შანსი უნდა მიეცეს.

ინტერვიუს ბოლოს საუბარს ტრადიციულად საიტზე საუბრით დავასრულებთ.

რა მოგცათ redarmy.ge-მ

ადრე , როგორც ყველა მეც, redarmy.ge ით ვსარგებლობდი, მაშინ პატარა ვიყავი და ამ საიტზე დადებული თითეოული პოსტით ვტრაბახობდი მეგობრებში "აი ჩვენ ეს ვიყიდეთ !!" შემდეგ საიტზე ხარვეზები შეიქმნა, ხშირად ითიშებოდა და ამ ყოველივეს ფონზე შეიქმნა "რედარმი". დილით, როცა ვდგები და კომპიუტერს ვრთავ არ მავიწყდება "რედარმიზე" შემოსვლა. აქ, მეც სხვების მსგავსად პირველი ვიღებ ინფორმაციას "მანჩესტერის" შესახებ. ამ საიტზე იდება ოფიციალური საიტებიდან ნათარგმნი სიახლეები, ანუ აქ დევს ის რაც მთელმა საფეხბურთო სამყარომ იცის და არა ის რაც რომელიღაც ადმინმა მოისურვა.

გჯერათ საიტის პერსპექტივის?

რა თქმა უნდა , საიტი არც ისე დიდი ხნისაა და უკვე დიდ წარმატებას მიაღწია, ეს ყველაფერი კი საიტის ადმინისტატორისა და მისი მომხმარებლების დამსახურებაა.

"რედარმი" არის ერთი დიდი ოჯახი , რომელიც ნელ-ნელა უფრო განვითარდება დაივეწება და დიდ სახელს დაიმკვირდებს ქართულ და არამარტო ქართულ ვებ სივრცეში.

უსურვეთ რამე საიტს.

პირველ რიგში მინდა საიტს წარმატება ვუსურვო, ერთგული მომხმარებლთან ერთად ჩვენ რეიტინგის მატებაც. იმედი მაქვს ძალიან მოკლე დროში საიტი დიდ სახელს მოიხვეჭს.

გურამ გოგინაშვილის ფოტო შეგიძლიათ იხილოთ აქ

P.S. შემდეგი შეიძლება იყოთ თქვენ.
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
12 აგვისტო 2014 09:50
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
შენზე კარგი კორესპონდენტი არ ჰყავს ჩვენს საიტს და არამარტო საიტს, არცერთ ქართულ ვებ გვერდზე არ მინახავს მსგავი პროექტი, რასაც შენ ჩვენი საიტისა და ხალხისთვის აკეთებ


გადაჭარბებულია, მაგრამ მაინც გმადლობ...ეს მეც იმაზე მეტ სიამოვნებას მანიჭებს, ვიდრე წარმოდგენა შეიძლება. ხალხთან ახლო ურთიერთობის საშუალება არ მაქვს და ამ სახით მათთან ასე თუ ისე ვახლოვდები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Rosso Diavolo
12 აგვისტო 2014 09:52
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
როგორც ყველა ინტერვიუ ესეც საინტერესო იყო <3
0
№3
ავტორი: chudikone
12 აგვისტო 2014 10:04
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ძაან კარგი გამოვიდა love ორივე კარგი (კო)რესპოდენტები ხართ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: Goginashvili777
12 აგვისტო 2014 10:08
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
chudikone,
good2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№5
ავტორი: Manchester_M
12 აგვისტო 2014 10:14
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
როგორც ყოველთვის საინტერესო იყო :)

შენზე კარგი კორესპონდენტი არ ჰყავს ჩვენს საიტს და არამარტო საიტს, არცერთ ქართულ ვებ გვერდზე არ მინახავს მსგავი პროექტი, რასაც შენ ჩვენი საიტისა და ხალხისთვის აკეთებ


+1

RojoDiablo,
2 კაცი რომ გეუბნება ამას უნდა დაიჯერო wink

რა მაინტერესებდა 16 ში სადმე არ იკრიბებით ?
0
№6
ავტორი: Best 7
12 აგვისტო 2014 11:04
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Rogorc yoveltvis kargia
0
№7
ავტორი: RojoDiablo
12 აგვისტო 2014 12:28
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Romchik,
მაგისთვის აუცილებელია იაქტიურო და არ დაგტოვებთ უყურადღებოდ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: GeorgeBest
12 აგვისტო 2014 13:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
Romchik,
ძველი გვარდიელია ასე ვთქვათ. კაია რო გამოჩნდი

ინტერვიუ როგორც ყოველთვის კარგია. გისურვებ პირველ რიგში შენი მიზნის ასრულებას და წარმატებებს
0
№9
ავტორი: Goginashvili777
12 აგვისტო 2014 13:29
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
გიორგი,
გაიხარე გიო good2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№10
ავტორი: RedTeen
12 აგვისტო 2014 13:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
Chicharito103,
კარგი იყო.. ))

RojoDiablo,
რატომ გიკვირს სიმართლე გითხრა.. wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top