თბილისი:
მანჩესტერი:
12-08-2014, 01:40
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2056,
კომენტარები: 4
გარი: "იუნაიტედი" ჩემი გული და სულია"
გარი ნევილის ინტერვიუ.
გარი:
"იუნაიტედის" ლეგენდამ, გარი ნევილმა Republik Of Mancunia-ს ინტერვიუ მისცა. მან ისაუბრა მისსა და კლუბის მომავალზე, საკუთარ დამოკიდებულებაზე "იუნაიტედის" მიმართ და ასევე იმაზეც, მოახერხებს თუ არა "მანჩესტერი" დაბრუნებას.

-წინა სეზონი შემზარავი იყო, მაგრამ არსებობდა ერთი ფაქტი, რომელმაც ყველას გაგვიხარა გული. გიგზი, ბატი, სქოულზი და თქვენი ძმა სამწრთვნელო შტაბში. როგორ იგრძენით თავი, როცა ისინი ისევ ერთად დაინახეთ, ისევ "იუნაიტედში" და ახლა უკვე სხვა სტატუსით?

-ყველამ იცის რა საშინელება იყო სერ ალექს ფერგიუსონის დაკარგვა, მისი წასვლიადნ ათ თვეში კი ამ შტაბის ხილვა სასიამოვნო მომენტი გახლდათ. მე ვერ ვიტყვი, რომ ამან პოზიტივი შემოიტანა, მაგრამ მშვენიერი იყო მათი ყურება "ნორვიჩთან" მატჩის დროს. ფიქრი იმაზე საიდან დაიწყეს და სად მივიდნენ, რამხელა სიყვარული აქვთ ამ კლუბისადმი, რას ნიშნავს "იუნაიტედი" მათთვის, გასაკუთრებულია და არასდროს დავივიწყებთ მას.

-ეს ფანებისთვისაც დიდებული მომენტი იყო.

-დიახ. ამან ყველა გაამხნევა და შავბნელი სეზონის ბოლოს სინათლე გამოაჩინა.

-უეჭველად. მაგრამ, ვფიქრობ, თქვენ არ ისურვებდით მათთან ერთად დგომას. გაქვთ რაიმე გეგმები მომავალში, რომელიც "იუნაიტედს" უკავშირდება?

-მე სამი წლის წინ, როცა კლუბი დავტოვე, ვთქვი, რომ ეს ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება იყო ჩემთვის და ჩემი ახლობებისთვის. კლუბი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში ოჯახის შემდეგ. კლუბმა ბევრი გააკეთა ჩემთვის და მე მართლა მიყვარს ჩემი წითელი არმია. მაგრამ არც ის მინდა, რომ მთელი ცხოვრება "იუნაიტედში" გავატარო.

კლუბი იმისთვის დავტოვე, რომ ახალი ცხოვრება მენახა. შეიძლება ითქვას, რომ მთელი განვლილი გზა "იუნაიტედში" გავატარე. კლუბს 11 წის ასაკში შევუერთდი და 36 წლისამ დავტოვე. ჩემი ცხოვრების 25 წლის მანძილზე, "მანჩესტერ იუნაიტედით" იწყებოდა დღე და ეს მართლაც დიდებულია. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ კლუბში გავატარე ეს წლები. მაგრამ შემდეგი 25 წელი მინდა, რომ სხვა ფეხბურთი ვიხილო და ვუყურო მათ სხვადასხვა ქვეყნებში, ავითვისო ახალი უნარები. ამ მომენტში ისევ სწავლის გზაზე ვდგავარ. მიხარია, რომ ჩემი კარიერა აი ასე განვითარდა.

არასდროს ვიტყვი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" დარბუნება არ მსურს, იმიტომ რომ ის ჩემი გული და სულია, თუმცა მეორე მხრივ, მინდა დავრწმუნდე, რომ თუ დავბრუნდები, მე უკვე ყველაფერი ნასწავლი მექნება, როცა ჩემი საქმის პროფესიონალი ვიქნები. მე ახლაც ვეუფლები ჩემს პროფესიას და მინდა დავრწმუნდე, რომ ყველაფერი მაქვს რაც საჭიროა. მე არ მინდა, რომ უბრალოდ როგორც ყოფილი ფეხბურთელი დავბრუნდე "ოლდ ტრაფორდზე".

-თქვენთვის, როგორც ფეხბურთის ანალიტიკოსისთვის რთულია ობიექტურობის შენარჩუნება, როცა ასეთი ძალით გიყვართ "იუნაიტედი"?

-ეს პროფესიონალიზმია და მეტი არაფერი. ოთხი წლი ზედიზედ მე კომპლიმენტს კომპლიმენტზე ვირებდი. კლუბიც საოცარი იყო, მოიგეს ტიტულები, სწორედ ამიტომაც ვიყავი იმ პოზიციაზე, სადაც ძალიან იშვიათად მიწევდა კრიტიკა ჩემი კლუბის მიმართ, რაც ძალიან რთულია და რისი გაკეთებაც ნამდვილად არ მსურს. დიდ ტკივილს ვგრძნობ, როგორც თქვენ. მაგრამ ეს სეზონი განსაკუთრებულად რთული იყო, რადგანაც მე პროფესიონალი უნდა ვიყო, მე იქ ვმუშაობ როგორც ანალიტიკოსი, არ მაქვს უფლება, რომ ვიაზროვნო როგორც ფანმა. მე ყველანაირად ვცდილობ, რომ ვიყო სამართლიანი.

ამ სეზონში თავად ფანებიც ძალიან აკრიტიკებდნენ კლუბს, სწორედ ამიტომაც მე არაფერს განსაკუთრებულს არ ვეუბნები გულშემატკივრებს. ეს მართლაც რთული სეზონი გახლდათ.

-ვფიქრობ, თემა რითიც დასრულებას ვაპირებ კარგ განწყობაზე დაგვაყენებს. მინდა გიგზის ბოლო სიტყვებს შევეხო. ისაუბრეთ იმაზე, რომ ნათელი დღეები ისევ დაბრუნდება.

-მე ვიცი რა ძალა აქვს ჩემს კლუბს. ეს ძალა დაულეველია. ხალხი ამბობს, რომ ჩვენ დავიტანჯებით ფეხბურთელების შეძენისთვის, მაგრამ ამ ხალხმა უნდა გაიგოს, რომ "მანჩესტერ იუნიატედი" არსად არ წასულა და არც აპირებს წასვლას. ის ყოველთვის დარჩება თავის ადგილას, როგორც ერთ-ერთი უძლიერესი და უდიდესი კლუბი მსოფლიოში. არსებობს კლუბების მაგალითი, რომლებსაც არ მოუგიათ ლიგა 25 წელია, მაგრამ მაინც ახერხებენ არსებობას. "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" ორი უდიდესი კლუბია ქვეყანაში. ეს არის ორი კლუბი, რომელთა ყურება გინდა. "ლივერპულს" სწორედ ეს სჭირს, 25 წელია ტიტულის გარეშეა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი საფეხბურთო კლუბია, რომელსაც უამრავი ხალხი უდგას გვერდში, რომელიც უამრავ ადამიანს უყვარს. მე არ ვჩქარობ. მე ყოველ წელს ველი ტიტულის მოგებას, მაგრამ როცა ვერ ვიგებთ, ამასაც ღირსეულად ვიღებ. ამას აკეთებს "იუნაიტედიც" და აგრძელებს სვლას.



RepublikOfMancunia
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
12 აგვისტო 2014 01:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
არ მევასება ეს ფეხბურთელი
0
№2
ავტორი: chudikone
12 აგვისტო 2014 03:47
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
Malboro463,
რატო არ უნდა გევასებოდეს, ერთი მიზეზი მითხარი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: GeorgeBest
12 აგვისტო 2014 09:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგრად მიყვარს ეს კაცი love
0
№4
ავტორი: Malboro463
12 აგვისტო 2014 13:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
chudikone,
1. არც ისეთი დიდი ფეხბურთელი იყო
2. სხვას აკრიტიკებს გონია სხვაზე მეთI იცის არადა აზრზე არა არაფრის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top