თბილისი:
მანჩესტერი:
11-08-2014, 13:39
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1563,
კომენტარები: 10
გულშემატკივარმა შესაძლოა იანვრამდე ტრანსფერი ვეღარ იხილოს
ვან გაალს დრო სჭირდება
გულშემატკივარმა შესაძლოა იანვრამდე ტრანსფერი ვეღარ იხილოს
ლუი ვან გაალი შაბათს "პრემიერ ლიგაში" სტარტს აიღებს ახალი ფეხბურთელების დამატების გარეშე. "წითლებმა" ამ ზაფხულს დაახლოებით 60 მილიონი ფუნტი დახარჯეს ანდერ ერერასა და ლუკ შოუში, მაგრამ ორივე ტრანსფერი ვან გაალის გარეშე შედგა.

ვან გაალი ფიქრობს, რომ ერთი ფეხბურთელის დამატება აუცილებელია. ერთი თვის წინ "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ პრესკონფერენციაში განაცხადა, რომ ეჩქარებოდა ვარჯიშების დაწყება, რათა კარგად დაკვირვებოდა თავის გუნდს. მაგრამ მიუხედავად ხუთმატჩიანი წაუგებელი სერიისა და მოგებული თასისა, ვან გაალი კიდევ ფიქრობს, რომ კლუბში უამრავი საქმე დარჩა გასაკეთებელი.

"მე კარგად უნდა ვნახო რა შეუძლიათ ამ ფეხბურთელებს სანამ რაიმე დასკვნას გამოვიტანდე. ორი კვირა ძალიან ცოტა დროა. ახლა მე მეტი ვიცი ვიდრე ეს კლუბში მოსვლამდე ვიცოდი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ტურნე საკმარისი არ იყო. მე ჯერ კიდევ არ მინდა რაიმე კომენტარის გაკეთება, იმიტომ რომ კლუბმა ჯერ კიდევ ვერ შეძლო ჩემი ფილოსოფიის ბოლომდე განხორციელება."

რადგანაც სატრანსფერო დრო ნელნელა იწურება და ფანჯარაც მალე დაიხურება, სავარაუდოდ ვან გაალი კლუბის გაძლიერებას ზამთრის ტრანსფერებზე შეეცდება. შუა ზამთრისთვის, "წითლების" ბოსი იმედოვნებს, რომ ეყოლება უფრო განვითარებული შემადგენლობა და უფრო ღირსეულად იბრძოლოს ტიტულისა და ოთხეულისთვის შარშანდელი თავზარდამცემი სეზონის შემდეგ.

გასული დროის შემდეგ, აშკარაა, რომ გამოცდილი ვინგერი და მცველი დიდ საჭიროებას წარმოადგენს. ვის აირჩევს ვან გაალი? "წითლების" ინტერესის სფეროში მოხვედრილი ერთ-ერთიგამოცდილი მცველი ვერმაელენი უკვე გამოირიცხა, რადგან ის "ბარსელონამ" შეიძინა 15 მილიონ ფუნტად.

სავარაუდოდ "წითლებს" "დორტმუნდის" მცველის, მატ ჰუმელსის ყიდვის შანსებიც ნელ-ნელა ეპარებათ, სწორად ამიტომაც ვან გაალი ისევ ჰოლანდიელი მარცხენა მცველის შეძენისთვის იბრძვის.

"აიაქსის" მცველს, ბლინდს შეუძლია ითამაშოს როგორც ფლანგზე ასევე ცენტრში და ეს მან ბრაზილიაში დაგვანახა.

"საოცარია, როცა შენთან ისეთ კლუბებს აკავშირებენ როგორიცაა "ბარსელონა" და "იუნიატედი",-აცხადებს 24 წლის მცველი.

"რთული იქნება ორი ამ დონის კლუბისთვის უარის თქმა, მაგრამ ჯერჯერობით სერიოზული ინტერესი არ გამოთქმულა. ფეხბურთში ვერასდროს დადებ პირობას, თუ იტყვი, მაშინ უნდა შეასრულო და ბოლომდე მას უნდა იცავდე. უამრავი ფეხბურთელი არსებობს, რომელიც დარჩენის პირობას იძლევა, ხოლო შემდეგ მიდის."

"მე კი ამ პირობის დადებას არ ვაპირებ. ჩემს არჩევანს ვიტოვებ. მე ძალიან ბედნიერი ვარ აქ, "აიაქსში", მაგრამ არასდროს იცი რა შეიძლება მოხდეს."

"რას ვიზამ თუ ვან გაალი "მანჩესტერში" გადმოსვლას მთხოვს? მე აუცილებლად განვიხილავ ამ წინადადებას. მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა და მე არასდროს დამიმალავს, რომ კარგ შემოთავაზებას დავთანხმდები."


ვან გაალსაც არასდროს დაუმალავს, რომ უყვარს ჰოლანდიელების გარემოცვაში ყოფნა და შესაძლოა "ოლდ ტრაფორდზეც" ვიხილოთ რამდენიმე ჰოლანდიელი.

"თუ ისინი იმ სიმაღლეზე არიან, რომელსაც მე ვითხოვ, აუცილებლად შევიძენ ჰოლანდიელებს. მე მჯერა, რომ ჰოლანდიელები უფრო კარგად არიან მომზადებულნი, განათლებაც მეტი აქვთ და გარდა ამისა იაფებიც არიან."

"მაგრამ ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ იმ სიმაღლეზე, რომელსაც "პრემიერ ლიგა" ითხოვს. ეს სიმაღლე კი ყველა ფეხბურთელს არ გააჩნია,"
-აცხადებს "იუნაიტედის" თავკაცი.

ვან გაალს კარგი და გამოცდილი ვინგერი სჭირდება თავისი ტაქტიკისათვის. სწორედ ამიტომაც, ეშლი იანგი, ნანი და ვალენსია დიდი ყურადღების ქვეშ არიან.

"წითლების" ინტერესში ექცეოდა დი მარიაც, მაგრამ ის უკვე "პსჟ-ს" ფეხბურთელია.

"ამ მომენტისთვის ჩვენ გვყავს ხუთი 9 ნომერი და ოთხი 10 ნომერი. ჩვენ არ გვყავს ვინგერები, რაც შეტევაში სიმწვავეს მაკლებს. ან შეიძლება ვთქვა, რომ არ გვყავს დი მარიასა და რონალდუს დონის ვინეგრები. სწორედ ამიტომაც, სხვა თამაში უნდა ვითამაშო და თქვენ ეს უკვე ნახეთ. მე ფეხბურთელს მხოლოდ მაშინ ვიყიდი, როცა ამის აუცილებლობა გაჩნდება,"-ციტირებს ვან გაალის სიტყვები.

ManUtdNews
სიახლეები
10 კომენტარი
№1
ავტორი: გაბადაძე
11 აგვისტო 2014 13:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
კაროჩე არ ვიცი რა ზამთრამდე თუ ვინმე არ შეიძინა რა მოხდება ნიხუიასებე, თან კაგავას Uსვებს ნანის უშვებს ანდერსონი კაი გასაშვებია მარა მაინც, ჩიჩარიტოს უშვებს ფელაინს უშვებს და რაუნდა ვერ ვხვდები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№2
ავტორი: Berba 9
11 აგვისტო 2014 13:54
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ხოო, თუ არ დაიმატებს არავის ამ ტრანსფერზე, მაშინ არამგონია გაუშვას ფეხბურთელები :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№3
ავტორი: Juan Mata
11 აგვისტო 2014 14:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 153
ერთ ტრანსფერს მაინც ველოდები ამ სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე , დანარჩენი ზამთარში იყოს
0
№4
ავტორი: RedTeen
11 აგვისტო 2014 14:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ბლინდი, დი მარია ან ვიდალი მაინც გადმოვა..
0
№5
ავტორი: Manchester_M
11 აგვისტო 2014 14:21
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ჭორია ეს არ დაიჯეროთ :)
0
№6
ავტორი: Manchester United 14
11 აგვისტო 2014 14:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№7
ავტორი: GeorgeBest
11 აგვისტო 2014 15:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბლინდი, ცენტრალური მცველი და ჩამშლელი დაიდოს თორე ისევ იქ ვართ სადაც ვიყავით
0
№8
ავტორი: temo-scholes
11 აგვისტო 2014 19:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Zafxulis satransfero fanjris daxurvamde ro blindi gamova magrad mjera da dalshe nagdad ar vici ra moxdeba... Ta arada zamtramde magrad gamocdis lui chvens bichebs da uketesad miigebs gadawyvetilebas...
0
№9
ავტორი: PaLoMo
11 აგვისტო 2014 19:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
De vreize rato tqva vangalma uari neta?kargi roja iyo da tan endobofmda vangalii?neta humelsi dagaatreviaaa.tore metofeebs surs ukve magis yidva....sxvatashoris arsenali sakifod gadzlierda da erihaa humelsic tu daimates mere naxe shen
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№10
ავტორი: LizarD
11 აგვისტო 2014 21:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
გაბადაძე,
ჭორებზე ამხელა აქცენტს რატო აკეთებ?

დაახლოებით 4 ფეხბურთელის გაშვება შეიხლება, აი ცენტრალური მცველი კი აუცილებლად მოსაყვანია, ბლინდი მაინც.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top