თბილისი:
მანჩესტერი:
11-08-2014, 12:48
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1815,
კომენტარები: 4
გარი: "ჩვენ თავს ვიკლავთ"
გარი ნევილი უკმაყოფილოა ინგლისური ფეხბურთის განვითარებით
გარი:
გარი ნევილი თვლის, რომ ლეგიონერების უმეტესობა კლავს ინგლისურ ფეხბურთს.

"ასეთი მდგომარეობა, რომ ყოფილიყო 92 წლის კლასს არანაირი შანსი არ ექნებოდა, ჩაბმულიყო დიდ ფეხბურთში. 25 წლის წინ, "ლივერპული" შედგებოდა ირლანდიელებისა და შოტლანდიელებისგან. "იუნაიტედი" კი შოტლანდიელების, ირლანდიელების და უელსელებისგან. ახლა ინგლისური კლუბების შემადგენლობაში ბრიტანელები პრაქტიკულად არ დარჩნენ. არსებობს რამდენიმე ინგლისელი ფეხბურთელი, მაგრამ მათ მალე ამოეწურებათ თავისი პოტენციალი. ჩვენ, ყველა ხალისით ვაკვირდებით რა მოსდის შოტლანდიურ და ირლანდიულ ფეხბურთს, მაგრამ იმას არ ვფიქრობთ, რომ ინგლისიც მათ კვალშია."

"მე არ ვეძებ გასამართლებელ საბუთებს ინგლისის სუსტი წარდგენის გამო მსოფლიო ჩემპიონატზე. გუნდი ვალდებული იყო, გაცილებით უკეთ წარმდგარიყო. მაგრამ დიდ კლუბებში ინლისელებისთვის ძირითად შემადგენლობაში თამაში თითქმის არსად შეიძლება, რაც აისახა კიდეც შედეგზე ბრაზილიაში. ეს ინგლისური ფეხბურთის დიდი პრობლემაა."

"ესპანური და გერმანული კლუბები 65 პროცენტით შიდა ფეხბურთელებისგან შედგებიან, ჩვენთან კი ეს მაჩვენებელი 35 პროცენტამდეა ჩამოწეული. აქ ბალანსია საჭირო. 50-50ზე, ეს სწორედ ის არის, რაც ჩვენ გვჭირდება. მაგრამ მოცემულ მომენტში ჩვენ უბრალოდ თავს ვინადგურებთ. ამაზე ორი აზრი არ არსებობს."

"ძალიან მომეწონა, როცა წინასასეზონო ტურნეში ლუი ვან გაალმა გამოიყენა ამდენი ახალგაზრდა. მე პირადად ძალიან მსურს შემადგენლობაში ვნახო ტაილერ ბლეკეტი,"
-დაასრულა გარი ნევილმა.

RedEvils.ru
სიახლეები
4 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
11 აგვისტო 2014 13:10
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
100% ხარ გარი. სირცხვილია რა, გადახედონ გუნდებს, ორი ინგლისური გრანდის დაპირისპირებისას 4–5 ინგლისელი რომ არის მოედანზე სირცხვილია და მეტი არაფერი. გაივსო აფრიკელბით და ლეგიონერებით პრემიერ ლიგა. ფეხბურთში ამხელა პოტენციალის მქონე ქვეყანა რო ესე იკიდებს სანაკრებო ფეხბურთს მაგრად მიკვირს. უნდა შემოიღონ რაღაც წესები და გუნდები უნდა დაბალანსდნენ, თორე ესე არაფერი ეშველება ინგლისურ ფეხბურთს
0
№2
ავტორი: Berba 9
11 აგვისტო 2014 13:11
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
მართალია გარი, მაგრამ ვის ესმის, ყველა დღევანდელზე ფიქრობს, თუნდაც იუნაიტედი და თუნდაც სხვა ნებისმიერი. მეც მომეწონა ინგლისელები რომ ათამაშა ლუიმ, მაგრამ არამგონია ამათ ისევ მოუწიოთ სეზონის განმავლობაში ხშირად თამაში და იგივე ვითარებაა სხვა კლუბებშიც.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№3
ავტორი: temo-scholes
11 აგვისტო 2014 19:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Bazari araa gari... Martali xar, magram bevri ram inglisis fexburtis federaciis bralicaaa...
0
№4
ავტორი: chudikone
11 აგვისტო 2014 21:02
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ყველაფერი სწორი ილაპარაკა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top