თბილისი:
მანჩესტერი:
10-08-2014, 11:37
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2335,
კომენტარები: 9
ბლინდი:"ძნელი იქნებოდა მათთვის უარის თქმა"
დეილი ბლინდისთვის ჯერ არავის მიუმართავს
ბლინდი:
ჰოლანდიის "აიაქსის" ფეხბურთელმა დეილი ბლინდმა განაცხადა, რომ მისთვის არც "მანჩესტერ იუნაიტედს" და არც "ბარსელონას" მიუმართავს ოფიციალური წინადადებით, გვამცნობენ ბრიტანული გაზეთები.

"რა თქმა უნდა, ინტერესი ისეთი კლუბებისგან, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბარსელონაა", აღმაფრთოვანებს, - აცხადებს ბლინდი - ძნელი იქნებოდა მათთვის უარის თქმა. მაგრამ ისინი სერიოზულად არ ინტერესდებიან ჩემით."

ბლინდმა ასევე დაამატა, რომ ის თავს კომფორტულად გრძნობს "აიაქსში".

"ფეხბურთში დაპირებების მიცემა არ არსებობს, - განაგრძობს ჰოლანდიელი ფეხბურთელი - მოთამაშეები ბევრჯერ დაპირებიან კლუბებს, რომ არსად წასვლას არ აპირებდნენ, მაგრამ წავიდნენ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგრამ მე "აიაქსში" თამაშითაც მოხარული ვარ."

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" 21 მილიონი ევროს გადახდას აპირებს ბლინდში. შეგახსენებთ, რომ დეილის მამა დანი ბლინდი "აიაქსის" კაპიტანი გახლდათ. ის კლუბში 1986 წლიდან 1999 წლამდე ასპარეზობდა და მის შემადგენლობაში ყველა ევროპული საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. ამ დროისთვის კი ის ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელის გუს ჰიდინკის დამხმარედ მუშაობს.

რაც შეეხება ისევ დეილი ბლინდს, ის "აიაქსის" აკადემიის აღზრდილია. მთავარი გუნდის შემადგენლობაში 2008 წლიდან თამაშობს. გუნდის მაისურით ჩატარებული აქვს 142 მატჩი და სამი გოლი გაიტანა. ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში კი მის ანგარიშზე 19 შეხვედრაა.
ჭორები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
10 აგვისტო 2014 11:41
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
იმედია დავითრევთ ამასაც, თორემ ერთი მარცხენა მცველით თან 18 წლის ბიჭით ძნელია მთელი სეზონი ითამაშო...
0
№2
ავტორი: Manchester_M
10 აგვისტო 2014 11:45
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
"ფეხბურთში დაპირებების მიცემა არ არსებობს, - განაგრძობს ჰოლანდიელი ფეხბურთელი - მოთამაშეები ბევრჯერ დაპირებიან კლუბებს, რომ არსად წასვლას არ აპირებდნენ, მაგრამ წავიდნენ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგრამ მე "აიაქსში" თამაშითაც მოხარული ვარ."


რა ძმაა სწორი თქვა :D
0
№3
ავტორი: RedTeen
10 აგვისტო 2014 11:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ოფიციალურად რომ მიმართონ უეჭველი გადმოვა.. რა ელოდებიან... :(((
0
№4
ავტორი: Juan Mata
10 აგვისტო 2014 11:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 153
მიდი რა გაალ მოაყომარე ეს საქმე! ამან მაინც იჩალიჩოს ჰოლანდიელებზე მაინც თორე ვუდვორდის იმედზე ... areyoukiddingme
0
№5
ავტორი: MAGNIFICENT 7
10 აგვისტო 2014 11:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
შოუს იმედზე ვერ ვიქნებით მთელი სეზონი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№6
ავტორი: Best 7
10 აგვისტო 2014 11:58
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Tu centrshic kargad itamashebs viyidott
0
№7
ავტორი: ლადო
10 აგვისტო 2014 12:07
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
lukadzandzava,
პოზიციით მარცხენა მცველია, მაგრამ ცენტრშიც კარგად თამაშობსო და საყრდენანდაც კარგიაოო ამბობენ
0
№8
ავტორი: GeorgeBest
10 აგვისტო 2014 13:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როგორ მინდა ეს გუნდში და იმედია მართლა მოიყვანენ, ძაან მაგარი კაცია
0
№9
ავტორი: Manchester United 14
10 აგვისტო 2014 23:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
მე მგონი ჩვენი ხარ უკვე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top