თბილისი:
მანჩესტერი:
9-08-2014, 14:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1463,
კომენტარები: 6
"მე აქ ტიტულისთვის მოვედი"
ლუკ შოუ მიზეზს ვერ ხედავს, თუ რატომ ვერ უნდა მოიგოს.
"საუთჰემპტონის" ყოფილი ფეხრბუთელი, ლუკ შოუ აცხადებს, რომ იგი "ოლდ ტრაფორდზე" ტიტულის მოსაგებად გადმოვიდა და მიზეზს ვერ ხედავს იმისას, თუ რატომ ვერ უნდა მოიგოს მისმა გუნდმა პრემიერ-ლიგა.

მისი აზრით "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგაზე არ ყოფნას, პრემიერ-ლიგის მოგებით აანაზღაურებს.

"პოზიტიურად განწყობილები უნდა იყოთ. მე მაგალითად იმიტომ მოვედი აქ, რომ ტიტულები მოვიგო და ყველა ამისთვის იბრძვის, არა მარტო მე. გასახდელში ყველა ამას ესწრაფვის. ჩვენ პრემიერ-ლიგის მოგება გვინდა."

"წელს ჩემპიონთა ლიგაზე არ ვითამაშებთ, რის გამოც მთელი ყურადღება პრემიერ-ლიგაზე იქნება გადატანილი და მას მოუთმენლად ველოდებით."


ლუი ვან გაალმა დამაჯერებლად დაიწყო თავისი სამწვრთნელო ეტაპი "იუნაიტედში" და საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ტრიუმფალური სვლის შემდეგ "ლივერპულის" ფინალში დამარცხებით თასს დაეუფლა.

წარმატებული საერთაშორისო ტურნე მხოლოდ მცირედი მიღწევა იქნება იმასთან შედარებით, რომ მომდევნო კვირაში სტარტს იღებს პრემიერ-ლიგა.

"მაინტერესებდა რას ნიშნავდა ტურნე."

"ბევრჯერ მსმენია რამდენად გიჟური იყო და მოუტმენლად ველოდებოდი მას. დიდებული იყო ტურნეს მოგება."


ვან გაალი თავის დებიუტს "ოლდ ტრაფორდზე" "ვალენსიასთან" შეხვედრაში მოახერხებს.

"ყველა თამაში მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა განვვითარდეთ როგორც გუნდი და ამის მიღწევის საშუალება უშუალოდ თამაშია, სადაც აღმოვაჩენთ თუ რას წარმოადგენენ მოწინააღმდგეები და რა შეგვიძლია გავაწყოთ მათ წინააღმდეგ. ვფიქრობ, ეს დაგვეხმარება."

"უფრო მნიშვნელოვანია პრემიერ-ლიგის პირველი შეხვედრა "სუონსის" წინ წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ გვინდა გუნდურად გავძლიერდეთ და ახალ ტაქტიკას შევეგუოთ, ასე რომ ფრენას დავიწყებთ სეზონის სტარტზე."


ლუი ვან გაალის ახალი ტაქტიკის შემდეგ, 3-5-2 წყობაში შოუს შეტევითი პოტენციალი გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება კლუბისთვის და შოუს სჯერა, რომ იგი თავს გაართმევს.

"რაც ამ პოზიზიცაზე დგომისას გჭირდება - ეს კარგი ჩაწოდებების განხორციელებაა, რადგან შენ საჯარიმოს გარეთ ხარ და ნახევარმცველები და თავდამსხმელები უნდა "გამოკვებო".

"სწორედ ამის განვითარებას ვცდილობთ ვარჯიშებზე."


შოუსადმი "იუნაიტედი" ინტერესი დევიდ მოიესის მთავარ მწვრთნელად ყოფნისას გამოჩნდა, მაგრამ "საუთჰემპტონმა" ნათლად განაცხადა, რომ ისინი მსოლფიო ჩემპიონატიდან ინგლისის ნაკრების დაბრუნებამდე არავითარ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ.

ახლა კი შოუ მოუთმენლად ელოდება "იუნაიედთან" ერთად თამაშში ჩართვას.

"მე ბავშვივით ვოცნებობ "ოლდ ტრაფორდზე" თამაშზე, ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სტადიონია. იმის შეგრზნება, რომ ეს ჩემი საშინაო სათამაშო მოედანია, რაღაც განსაკთრებულია."

"ვეღარ ვითმენ მოედანზე გასვლას, რათა ეს ნამდვილად დავიჯერო."


მას იმედი აქვს, რომ "იუნაიტედი" მალე შეძლებს ევროპულ არენაზე დაბრუნებას.

"ეს არის ის, რაც ძალიან მიყვარს. ევროპელი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ თამაში დიდებულია, რადგან ისინი მსოფლიოს უდიდესი ფეხბურთელები არიან."

"ყოველთვის დიდებულია საუკეთესო მოთამაშეების წინააღმდეგ თამაში, რადგან შენ საკუთარ თამაშს ავითარებ."


manchestereveningnews
სიახლეები, ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
9 აგვისტო 2014 14:55
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ინტერვიუს რომ აძლევს მაგარი მაისური აცვია derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: VaRdo
9 აგვისტო 2014 16:01
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
აი ამის კი ნაღდად მეჯრა. ტიპი დაფრინავს ისეთისწრაფია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: PartyMooNsTeeR
9 აგვისტო 2014 16:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
shemarteba kargi aqvs :)
0
№4
ავტორი: GeorgeBest
9 აგვისტო 2014 16:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კარგად ერგება ჩემი აზრით ახალ ტაქტიკას. პირველ თამაშში რაღაც დიდად არმომეწონა მარა დანარჩენებში კარგი იყო

კარგია ჩაწოდებების დახვეწას რო ცდილობენ, ამ ტაქტიკას ეგ უფრო სჭირდება და აქამდეც საშინელება იყო და მოსაბეზრებელი ამათი ყურება.
0
№5
ავტორი: Manchester_M
9 აგვისტო 2014 17:59
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ციტატა: RojoDiablo
ინტერვიუს რომ აძლევს მაგარი მაისური აცვია

დალინკე სად ვნახოთ ეგ ვიდეო ?
0
№6
ავტორი: Best 7
10 აგვისტო 2014 00:15
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Chveni momavalia eg bichi!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top