თბილისი:
მანჩესტერი:
9-08-2014, 15:28
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1578,
კომენტარები: 8
მატას ინტერვიუ
ხუან ამტამ ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა.
მატას ინტერვიუ
ბევრი ამბობს, რომ ახალ კლუბთან შესაგუებლად დროის გარკვეული პერიოდია საჭირო. თავს "იუნაიტედის" მოთამაშედ უკვე გრძნობთ?

დიახ. თანაგუნდელები ძალიან დამეხმარნენ ამაში. მათი წყალობით პირველი ნახევარი წელიწადი მშვენივრად გავიდა.

მსოფლიო ჩემპიონატიდან ესპანეთის ნაკრების ადრეულმა გამოვარდნამ ვარჯიშის დაწყების დროული საშუალება მოგცათ.

დიახ, ეს ასეა. ალბათ ეს პირველი ზაფხულია, რომლის მიძღვნაც მთლიანად მომდევნო სეზონისთვის მომზადებისთვის შემიძლია. ძლიან სასიამოვნო იყო ბიჭებთან ერთად აშშ-ს სტუმრობა და ლუი ვან გაალთან პირველივე დღიდან გაცნობა.

კმაყოფილი ხართ იმ მდგომარეობით, რა ფორმაშიც იმყოფებით?

დიახ. წინა სეზონის მსვლელობისას მე საკუთარი დონის მიღწევასა და გუნდისთვის რაც შეიძლება მეტი სარგებლის მოტანას ვცდილობდი.

საკმაოდ აქტიურად ხართ ჩართული სოციალურ ქსელში. რამდენად მნიშვნელოვანია ეს თქვენთვის?

მე სოციალურ ქსელებს მივიჩნევ გულშემატკივრებთან ურთიერთობის შესანიშნავ საშუალებად. თქვენ შანსი გეძლევათ სამაგიერო გაიღოთ იმისთვის, რა სიყვარულსა და მხარდაჭერასაც მათგან გრძნობთ. მე მომწონს გულშემატკივრებთან საუბარი და იმის გაგება, თუ რას ფიქრობენ ამა თუ იმ საკითხზე. ნათელია, რომ მთელი ძალების კონცენტრირება სამუშაოზე უნდა მოხდეს, მაგრამ თავისუფალ დროს ამითიც შეიძლება დაკავება.

ყოველ კვირას ჩანაწერს ტოვებთ საკუთარ ბლოგზე...

დიახ, ამას ბოლო სამი სეზონის განმავლობაში ვაკეთებ და ნამდვილად მომწონს. ჩვეულებრივ ამას მხოლოდ 30 წუთი მიაქვს. რთულია რამის დაწერა მაშინ, როცა ბოლო შეხვედრაში დამარცხდი და დაღლილობას გრძნობ, მაგრამ გულშემატკივარი შენგან ამ ჩანაწერებს ელოდება და აინტერესებთ შენი შეხედულებები. ბოლოს და ბოლოს საშუალება გაქვს ზუსტად გამოეხმაურო სხვადასხვა საკითხებს და გაუგებრობა თავიდან აიცილო. პრესა შენს აზრებს თავდაყირა აყენებს და პირადი ბლოგის არსებობა საუკეთესო საშუალებაა ზუსტი ინფორმაციის გადასაცემად.


redevils.ru
სიახლეები, ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: A.HERRERA
9 აგვისტო 2014 15:54
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
Juan <3
0
№2
ავტორი: VaRdo
9 აგვისტო 2014 16:04
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
წელს დაიპყარით ინგლისი თორე გავბრაზდებით wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: GeorgeBest
9 აგვისტო 2014 16:09
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მატას ბლოგი ძაან მომწონს დამიხარია აქაც რომ იდება ხოლმე. ბოო დროს დაგვიანდა და იმედია იქნება მომავალშიც

ჯერ ყველაფერი წინ აქვს ამ კაცს. კარგ ფორმაშიცაა და ბევრს დაამტკიცებს წელს გუნდთან ერთად
0
№4
ავტორი: davita
9 აგვისტო 2014 17:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
ხუან ამტამ შეასწორეთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№5
ავტორი: Lev
9 აგვისტო 2014 18:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ხუან ადნაკლასნიკებში ხააარრ? acute2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№6
ავტორი: chudikone
9 აგვისტო 2014 21:03
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ძაან მაგარი ფეხბურთელი და ადამიანია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: Best 7
10 აგვისტო 2014 00:13
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Magari kacia chveni xuani!
0
№8
ავტორი: RedTeen
10 აგვისტო 2014 11:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
მაგარი ხარ ხუან.. <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top