თბილისი:
მანჩესტერი:
9-08-2014, 13:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1556,
კომენტარები: 4
"ძლიერად უნდა დავიწყოთ"
ბრაიან რობსონს კარგი სტარტის იმედი აქვს.
"ფურცელზე ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს, რაც სეზონის კარგად დაწყების საშუალებას მოგვცემს. თუ კი ბიჭები იმავე თამაშს აჩვენებენ, რასაც წინასასეზონო ტურნეზე, მაშინ შანსი გვექნება დამაჯერებლად გავცდეთ ჩემპიონატის პირველ მოწინააღმდეგეებს და პრინციპულ მეტოქეებს დამაჯერებლად დავხვდეთ. თუ ასე იქნება, უფლება გვექნება წარმატებულ სეზონს ველოდეთ."

"ლუი ვან გაალი - გამარჯვებულადაა დაბადებული, რაც მის ინტერვიუებშიც კი ჩანს. სერ ალექსსაც მსგავსი აურა ჰქონდა, რაც მის ქვეშევრდომებს გადაედებოდათ ხოლმე. გასულმა წინასასეზონო ტურნემ აჩვენა, რომ გუნდი ამხანაგურ შეხვედრებშიც კი გამარჯვებას ლამობს. ლუი საკმაოდ პირდაპირია და მოთამაშეებმაც იციან, რა სურს მწვრთნელს მათგან. ეს სამუშაოსადმი სწორი მიდგომაა, რაც გაურკვევლობის თავიდან არიდების საშუალებას იძლევა."

"თუ ნამდვილად კარგი მოთამაშე ხარ, ახალ ტაქტიკასთან შეგუება დიდ დროს არ წაგართმევს. თავისი სამუშაოს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ლუი ვან გაალმა დაამტკიცა, რომ იგი დიდ კლუბებთან ერთად გამარჯვებების მოპოვებას მიეჩვია. იმავეს ველოდებით "იუნაიტედში" მუშაობისგანაც. ფეხბურთის ის სტილი, რასაც იგი ნერგავს, ზედგამოჭრილია ჩვენი კლუბისთვის. დარწმუნებული ვარ, "იუნაიტედის" წლევანდელი სეზონის თამაშებით გულშემატკივარი სიამოვნებას მიიღებს."

redevils.ru
სიახლეები, ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Red Hooligan
9 აგვისტო 2014 13:40
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
კალენდრის გათვალისწინებით კარგი სტარტი უნდა აიღოს ვან გაალმა, ბოქსინგ დეიში არის რთული მატჩები და იქ გაუჭირდებათ ყველაზე მეტად.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№2
ავტორი: VaRdo
9 აგვისტო 2014 15:57
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
Red Hooligan,

იუნაიტედს ბოქსინგდეიზე არაოსდეს უჭირს. თვით დევიდ მოიესმაც კი წარმატებით ჩაატარა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: GeorgeBest
9 აგვისტო 2014 16:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კარგი სტარტი შესაძლოა გვქონდეს, ცოტა ხნით გავქაჩოთ ამ სასტავით მაგრამ შედეგი არამგონია იყოს. გვჭირდება ახალი ხალხი ისე არამგონია რამე გამოვიდეს

ეს ახალი ტაქტიკა ყველაზე კარგად მოქმედებს, სიახლეა გუნდში და პრემიერ ლიგაშიც, მაგრად წაგვწევს წინ
0
№4
ავტორი: Manchester_M
9 აგვისტო 2014 17:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
VaRdo,
მეც მაგის დაწერა მინდოდა ბოქსინგდეიზე თვით მოიესსაც არ გაჭირვებია :D მაინც გვინდა მცველების დამატება სხვა რომ არაფერი დაიღლებიან ყველა თამაშის ნათამაშები :X
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top