თბილისი:
მანჩესტერი:
9-08-2014, 13:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2171,
კომენტარები: 8
ჩემი პირველი 7 თვე
ხუან მატა "მანჩესტერული" კაერიერის პირველ ხანებს იხსენებს.
ჩემი პირველი 7 თვე
"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელმა ნახევარმცველმა, ხუან მატამ "მანჩესტერული" კარიერის პირველი 7 თვის შესახებ მოგვითხრო.

დღე, როცა "იუნაიტედში" ვერტმფრენით მოვედი

ეს რაღაც არარეალური იყო. ვერთმფრენმა ოქსდფორში ამიყვანა და "კარინგტონში" ჩამიყვანა. მწვრთნელი და მოთამაშეები მელოდებოდნენ და თბილი დახვედრა მომიწყვეს. ვამაყობ ამით.

ჩემი პირველი 7 თვე


ჩემი დებიუტი

ეს "კარდიფთან" მატჩში შედგა. ამ დღისგანაც მხოლოდ საუკეთესო მოგონებები გამომყვა. მანამდე სულ რაღაც ორი-სამი ვარჯიში ჩავატარე თანაგუნდელებთან ერთად, მაგრამ თავს მშვენივრად ვგრძნობდი. ჩვენ მოვიგეთ, "ოლდ ტრაფორდზე" "იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში დებიუტი კი ყოველთვის დარჩება ჩემს მეხსიერებაში.

ჩემი პირველი 7 თვე


გოლის აღნიშვნა დავიდ დე ხეასთან ერთად

ეს "ნიუკასლთან" მატჩში მოხდა.ეს იყო დიდი თამაში, რომელშიც "იუნაიტედის" რიგებში პირველი დუბლი შევასრულე. ეს გოლი დავიდთან ერთად აღვნიშნე, რადგან მითხრა, რომ დღეს აუცილებლად გავიტანდი.

ჩემი პირველი 7 თვე


ჩემი პირველი გოლი "იუნაიტედის" რიგებში

ის "ასტონ ვილას" კარში "ოლდ ტრაფორდზე" გავიტანე და დაუჯერებლი გრძნობებით ავივსე. კლუბტან ერთად ჩატარებული პირველი შეხვედრიდანვე ველოდებოდი ამ ემოციებს. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რასაც ფოტოებზე თავადაც ნახავთ. ალბათ ეს ჩემი პროფესიონალური კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დღე იყო.

ჩემი პირველი 7 თვე


კლუბის ისტორიასთან გაცნობა

სანამ მოედანზე "ბაიერნთან" გავიდოდით, მიუნხენის კატასტროფის მემორიალს ვეწვიეთ. ძალიან რთული მომენტი იყო. მაგრამ ძალიან გამიხარდა იმ ხალხის ნახვა, ვინც ჩვენთან ერთად იმყოფებოდა იქ და პატივი მიაგებს მათ, ვინც კატასტროფაში დაიღუპა.

ჩემი პირველი 7 თვე


აშშ-ში მგზავრობა

ამერიკაში გულშემატკივარი ყველგან დაგვყვებოდა. ასეთ მომენტებში ხვდები, თუ რამდენად დიდებული კლუბია. ჩვენ მთელ მსოფლიოში გვყავს უამრავი გულშემატკივარი. გვსიამოვნებდა დროის ამერიკელი გულშემატივრებისთვის ავტოგრაფების ჩამორიგებაში გახარჯვა.

ჩემი პირველი 7 თვე


redevils.ru
სიახლეები, სტატიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
9 აგვისტო 2014 13:27
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რადგან მითხრა, რომ დღეს აუცილებლად გავიტანდი.


დავიდ დე კაკულია
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
9 აგვისტო 2014 13:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 59
RojoDiablo,
::D:::D:D
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ dadu777
№3
ავტორი: A.HERRERA
9 აგვისტო 2014 14:41
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
Dzaan shemayvara Ravi <3

Tavi upro sworad :D
1
№4
ავტორი: VaRdo
9 აგვისტო 2014 15:55
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ეს კიდე უფრო გაიხსნება. ძაან კლასნია და დღემდე ვერ ვგებულობ ეს ჩელსიმ როგორ გაუშვა
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: GeorgeBest
9 აგვისტო 2014 16:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეს რაღაც არარეალური იყო

როგორ უხაროდა გუნდში მოსვლა. თუ ეგრე ვევასებოდით აქამდე სად იყო ეს დალოცვილი wink
1
№6
ავტორი: Manchester_M
9 აგვისტო 2014 18:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ძან შემაყვარეს ამ 3 მა ესპანელმა თავი ძან კაი ადამიანები არაინ რაც მთავარია პირველ რიგში შემდეგ კი უმაღლესი კლასის მოთამაშეები
1
№7
ავტორი: chudikone
9 აგვისტო 2014 21:12
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ხუანიტოო ♥♥
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: NickCantona
9 აგვისტო 2014 23:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
ძალიან მიყვარხართ შენც და დეხეაც <3 Mანჩესტერ Iუნაიტედ <3
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top