"მანჩესტერ იუნაიტედის" შტაბის ყოფილი წევრი ფილ ნევილი აცხადებს, რომ დევიდ მოიესი განწირული იყო წაგებისთვის.
სერ ალექს ფერგიუსონის "მემკვიდრემ" "იუნაიტედის" სათავეში ათი თვე გაძლო. ფილ ნევილი კი თვლის, რომ მოიესმა დავალება ვერ შეასრულა.
"ბევრი უძილო ღამე გამოვიარე ჩვენი წარუმატებლობის გამო. ჩემი გონების ნაწილი თვლის, რომ სერ ალექსის შეცვლა შეუძლებელია." – აცხადებს ნევილი BBC–თან.
ფილი თვლის, რომ "წითელი ეშმაკუნების" ახალ მწვრთნელს გაუადვილდება მუშაობა, სერ ალექსთან საუბრების ნაკლებობის გამო.
"ჩაიბარო გუნდი იმ ადამიანისგან, რომელმაც ეს სერ ალექს ფერგიუსონისგან ჩაიბარა – ადვილი დავალებაა.
აქ ბევრი ისეთი მოთამაშე იყო, რომლებიც მალე დაასრულებდნენ კარიერას, მაგრამ მათ ჩემპიონატი მოიგეს და მერე ადგილზე მყოფს 11 ქულით აჯობეს. ამიტომ ძნელი იქნებოდა ამ მოთამაშეების ეგრევე გუნდიდან გაშვება." – დასძინა ნევილმა.
ნევილი, რომლის ანგარიშზეც 386 მატჩია, "იუნაიტედის" მაისურით, დარწმუნებულია, რომ დევიდ მოიესი მალე გამოკეთდება მიღებული დარტყმის შემდეგ
"ჩემი აზრით, ეს იყო კატასტროფა. ყველაზე მეტად ალბათ მე მსურდა წარმატება მიგვეღწია. დევიდთან რვა წელი ვიმუშავე. ძალიან მიყვარს "მანჩესტერ იუნაიტედი". ვთვლიდი, რომ ძალიან კარგი დუეტი ვიყავით.
დევიდ მოიესი – შესანიშნავი სპეციალისტია. ის სხვა კლუბისთვის იქნება აღხლა შესანიშნავი, მაგრამ გასულ წელს მას ეს არ გამოუვიდა." – დაასრულა ნევილმა.