თბილისი:
მანჩესტერი:
8-08-2014, 22:57
ავტორი: ლადო,
ნანახია: 1484,
კომენტარები: 6
ირვინი:"ჯერ-ჯერობით დაცვის ხაზში ყველაზე გამოცდილი ევანსია."
დენის ირვინი იუნაიტედის მომავალზე
ირვინი:
"ამ ზაფხულს "იუნაიტედის" დაცვამ დაკარგა სამი ლიდერი - პატრის ევრა, ნემანია ვიდიჩი და რიო ფერდინანდი. კლუბში მოვიდა ლუი ვან გაალი, რომელიც ახალ 3-5-2 ტაქტიკას ნერგავს. სიმართლე გითხრათ, ამ სქემით არასდროს მითამაშია. ყველამ კარგად დაინახა, რომ სწორედ ამ სქემით მიაღწია ჰოლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებას, ასევე ის ფაქტიც აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" არც ერთი თამაში არ წააგო წინასასეზონო ტურნეზე, რაც ზუსტად ამ ახალი ტაქტიკის დამსახურებაა. ვიცი, რომ ფეხბურთელები ბევრს ვარჯიშობენ, ეს ასეც უნდა იყოს, კლუბი ხომ ახალი ერის დაწერას იწყებს. ჯერ-ჯერობით დაცვის ხაზში ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი ჯონი ევანსი გვყავს." - აცხადებს დენის ირვინი manutd.com-თან.

"ახალი მუშაობის პირობებს უნდა შეეგუონ ლუკ შოუ და ანტონიო ვალენსიაც. ანტონიოს უფრო არ გაუჭირდება ამ სქემასთან შეგუება რადგან ის მიჩვეულია საკუთარი საჯარიმოდან მოწინააღმდეგის საჯარიმომდე ბურთის მიტანას, მაგრამ მას ყურადღების გამახვილება ახლა დაცვაზეც მოუწევს. მათ უბრალოდ დრო სჭირდებათ და ყველაფერი დალაგდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეშლი იანგი კარგად მოერგო ამ სქემას და ტურნეზეც შესანიშნავად ითამაშა."

"ძალიან სასიამოვნო იყო მაიკლ კინის და ტაილერ ბლეკეტის თამაშისთვის თვალის დევნება. საბოლოოდ კი, "იუნაიტედის" დაცვას მაინც ესაჭიროება გაძლიერება, ამისთვის კი ტრანსფერებია საჭირო. დარწმუნებული ვარ, რომ "წითელ ეშმაკუნები" ყველაფერს კარგად გააკეთებენ."

წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
8 აგვისტო 2014 23:01
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
გვინდაა რააა ორი მცველი მაინც, რომ ეპლში გავქაჩოთ წელს და მერე კიდე დავიმატოთ ვინმე ჩემპიონთა ლიგისთვის..
0
№2
ავტორი: Manchester United 14
8 აგვისტო 2014 23:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
მარტალიც თქვა სამივე ახალგაზდები და გამოუცდელები არიან ჰუმელსზე იწვალონ რა და 45 შესთავაზონ გადმოვა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№3
ავტორი: A.HERRERA
9 აგვისტო 2014 00:00
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
Aramgonia wels humelsi davitriot
0
№4
ავტორი: GeorgeBest
9 აგვისტო 2014 08:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ხოდა ეგაა უბედურება ზუსტად. კინი მაგრად არ დამევასა და საერთოდ არ მეიმედება დიდად მაგ ბიჭის

ჰუმელსისნაირი გვჭირდებოდა ვინმე მაგრამ სადაა. გამოცდილი და მაღალი კლასის მცველის გარეშე შორს ვერ წავალთ
0
№5
ავტორი: Manchester_M
9 აგვისტო 2014 09:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მინიუმ 1 მცველი გვჭირდება 2ს თუ მოიყვანენ მთლად კარგი იქნება :)
0
№6
ავტორი: NickCantona
9 აგვისტო 2014 23:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
5-3-2 ით სურს ხო ვანგაალს თამაში ?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top