"მე ვტკბებოდი დენის თამაშით წინასასეზონო ტურნეზე. რა თქმა უნდა, ვწუხვარ, რომ დაზიანება მიიღო და ბოლო გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო. მაგრამ რასაც ვუყურე, საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ სიამოვნება მიმეღო. უბრალოდ მისი გოლი ნახეთ "გალაქსისთან" - აცხადებს ენდი manutd.com-თან.
"ახლა განსხვავებულად ვთამაშობთ, განსხვავებული სქემით. შეტევის დროს თითქმის ყველა ფეხბურთელი ეხება ბურთს. სათამაშო ტაქტიკა უფრო შემტევია, ვიდრე ეს წინა წელს იყო. ძალიან ბევრ მომენტს ვქმნით."
"ეშლი იანგის პირველი გოლი "რეალის" კარში ფანტასტიური გახლდათ. იმ შეტევაში პრაქტიკულად ყველა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება ტურნირის საუკეთესო მოთამაშეს, მეც უეინ რუნის დავასახელებდი."