Sky Sports-ი ირწმუნება, რომ "ბარსელონამ" შეთანხმებას მიაღწია "არსენალთან" და ტომას ვერმაელენს ისინი 15 მილიონ ფუნტად შეიძენენ. კონტრაქტის პირობები შეთანხმებულია და ტომასს მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა დარჩა. "მანჩესტერ იუნაიტედმა" ვერმაელენის მიმართ ინტერესი მას მერე დაკარგა, რაც პარასკევს ლონდონელებმა "წითლებს" შეთავაზებულ პირობებზე უარი უთხრეს. ბელგიელი მცველი "არსენალში" 2009 წლიდან დამაშობდა. გასული სეზონის მეორე ნახევარში სათამაშო დროის არ ქონამ მას გუნდიდან წასვლა გადააწყვეტინა და როგორც ბრიტანული გამოცემები იუწყებოდნენ, ტომასს "იუნაიტედში" სურდა გადასვლა, მაგრამ საბოლოოდ ვენგერმა არ მისცა ამის საშუალება.