"ამ სქემაზე გადაწყობა არც ისე ადვილია, ამიტომ ამაზე ბევრს ვმუშაობთ და შედეგიც არის. მე ვტკბები იმით, რომ ცენტრალური მცველის პოზიციაზე ვთამაშობ. ეს საშუალებას მაძლევს უფრო ხშირად მივმართო მწვავე პრესინგს, ჩავერთო შეტევებში და ვიმოქმედო აგრესიულად. ყოველ მატჩში უფრო თავდაჯერებული ვხდები." - აცხადებს სმოლინგი manutd.com-თან.
"როდესაც გუნდი შეტევაზეა გადასული, დაცვაში სამი მცველი რჩება, ხოლო თავის დაცვის დროს ხუთი ფეხბურთელი. ვარჯიშებზე დიდი ყურადღება ეთმობა ფეხბურთელების კომუნიკაციას მინდორზე, რაც შემდეგ თამაშებზე ძალიან გვეხმარება."