"ლუი ვან გაალს წინ ძალიან ბევრი სამუშაო აქვს. ამ მცირე დროში რაც ის "იუნაიტედის" მწვრთნელია, ძალიან კარგად შეისწავლა კლუბი, ფეხბურთელები და გუნდში კარგი ატმოსფეროც შემოიტანა. ის ძალიან დიდი ხანია დიდ ფეხბურთშია და ამიტომაც მას ვერაფერი ვერ შეაშინებს "- განაცხადა რაიან გიგზმა manutd.com-თან ინტერვიუში.
"ის აკვირდება თითოეულ დეტალს, იმასაც კი თუ რას მიირთმევენ ფეხბურთელები საუზმეზე. ვარჯიშის განსხვავებული მეთოდი აქვს, რაც ფეხბურთელებისთვის ძალიან კარგი აღმოჩნდა. "-დაასრულა გიგზმა.