პაულ სქოულზი ყვითელი ბარათების გამო "ვესტ ჰემთან" მატჩს გამოტოვებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულ ფეხბურთელს პოლ სქოულზს მომავალი მატჩის გამოტოვება მოუწევს "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ.ამის მიზეზი ყვითელი ბარათები გახდა.
გუშინდელ მატჩში "ქპრს" წინააღმდეგ არბიტრმა ლი რობერტომ სქოულზი ყვითელი ბარათით გააფრთხილა უხეშობისათვის.მანამდე პოლს მიმდინარე სეზონში ყვითელი ბარათი "სტოკის","ნიუკასლის","ლივერპულის" და "ევერტონის" წინააღმდეგ ჰქონდა მიღებული.შესაბამისად "წითელი ეშმაკების" ნახევარმცველს პოლ სქოულზს მომავალი მატჩის გამოტოვება მოუწევს.
ეს ყვითელი ბარათი პოლის კარიერაში 92-ე იყო.ამაზე მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ კევინ დევისს და ლი ბაუერს აქვს პრემიერ ლიგაში.შემდეგი მატჩი შეიძლება გამოტოვოს ანტონიო ვალენსიამ,რომელსაც ბარძაყის დაზიანება აქვს.
გუნდში სიტუაცია ბარათების მიხედვით ასეთია : 5 - პოლ სქოულზი , 3 - რობინ ვან პერსი , 2 - ნანი , 2 - რუნი,1 - ანდერსონი,1 - ბიუტნერი,1 - კერიკი,1 - ქლევერლი,1 - ფერდინანდი, 1 - გიგზი,1 - კაგავა, 1 - მაიკლ კერიკი,1 - რაფაელი, 1 - ვალენსია, 1 - უელბეკი, 1 - ვუტონი,1 - იანგი.
წყარო :
Redevils.Ru