თბილისი:
მანჩესტერი:
6-08-2014, 15:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1152,
კომენტარები: 4
ჯეიმსი დებიუტს იხსენებს
რის ჯეიმსის სადებიუტო მოგონებები.
ჯეიმსი დებიუტს იხსენებს
"თამაშამდე ერთი დღით ადრე გავიგე, რომ მოედანზე მეორე ტაიმში შევიდოდი. რა თქმა უნდა ვღელავდი, მაგრამ კიდევ უფრო მეტად მინდოდა თამაშში რაც შეიძლება მალე ჩართვა. გუნდთან ერთად ვარჯიშისას ვგრძნობდი, რომ საკმარისად კარგ ფორმაში ვიმყოფებოდი, მაგრამ სულაც არ მეგონა, რომ გუნდში ეს-ესაა დებიუტი მექნებოდა. მაგრამ როგორც კი ამის სესახებ მაცნობეს, მაშინვე სახლში დავრეკე!

ბოსმა მითხრა, რომ ამ გამოცდილებით უბრალოდ სიამოვნება მიმეღო. მან იცოდა, რომ ეს მატჩი ჩემთვის სადებიუტო გამოდგებოდა, ამიტომაც მირჩია მემოქმედა ისე, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდი. დარენ ფლეთჩერმაც იგივე მითხრა. მან მითხრა, რომ მოვეშვა და ნერვებს არ ავყვე.

როცა სტადიონს მივუახლოვდი და დავინახე რამდენი ხალხი მოსული ჩვენს მხარდასაჭერად, უფრო მეტად ავნერვიულდი. დაახლოებით ერთი საატი მოწინააღმდეგის განხილვაში გავატარეთ, მისი და სუსტი და ძლიერი მხარის გამოვლენაში. ვნერვიულობდი, მაგრამ როცა სუსტ გახურებაში მივიღე მონაწილეობა, თავდაჯერება დამიბრუნდა. უბრალოდ შევწყვიტე იმის ხილვა, რაც ტრიბუნებზე ხდებოდა.

შეტევებში ხშირად ვერთვებოდი, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ ორ გოლს გავიტანდი. მე უბრალოდ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი. იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ ვერ ვიჯერებდი ამას. თანაგუნდელები მილოცავდნენ და ვფიქრობ არანაკლებ გაოცებულნი იყვნენ, რადგან ვარჯიშებზე არ მიჩვენებია, რომ გოლეადორად ვიყავი დაბადებული.

როგორც კი საშუალება მომეცა, მაშინვე დედასა და მამას დავურეკე. ვერაფრით იჯერებდნენ რა წარმატებული დებიუტი გამოდგა. ისინი ამაყობდნენ ჩემით."

redevils.ru
სიახლეები
4 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
6 აგვისტო 2014 15:34
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
წარმოიდგინეთ ასეთი ახალგაზრდისთვის ჯერ რას ნიშნავს "იუნაიტედში" თამაში, მერე სტადიონზე მისი მაისურის მორგება, ამდენი მაყურებლის წინაშე გასვლა, ორი გოლი - ლამაზი სიზმარიც კი ასეთი ლამაზი არ აიქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
6 აგვისტო 2014 15:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მართლა მაგარი დებიუტი ქონდა და რავიცი იმედია ესე გააგრძელებს წინსვლას...
0
№3
ავტორი: Manchester_M
6 აგვისტო 2014 16:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ცოტა ხანში შოუს კარგი კონკურენტი ეყოლება ჯეიმსის სახით :)
0
№4
ავტორი: GeorgeBest
6 აგვისტო 2014 16:15
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რა მაგარი დებიუტი ჰქონდა ისე, პირველივე თამაშში დუბლი გაიფორმა. მეტი რაღ უნდოდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top