თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2021, 14:27
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1837,
კომენტარები: 36
ოლე თამაში შემდეგ
გოლის გაშვებამდე მეგონა გვეძინა ისე ვთამაშობდით.
ოლე თამაში შემდეგ
არათანაბარი თამაში

ძალიან ნელა დავიწყეთ, მაგრამ გაშვებული გოლის შემდეგ კარგად ვითამაშეთ. ეს იყო ის, რაც გვჭირდებოდა, გვჭირდებოდა გაღვიძება. გოლი გავუშვით, მაგრამ მალევე ვუპასუხეთ. ამის შემდეგ, ჩვენ კვლავ არ გვითამაშია საუკეთესოდ, ვიმოქმედეთ ძალიან მარტივად და შევეცადეთ დაგვეწყო გამჭოლი პასებით. შემდეგ პოლმა გაიტანა და მეორე ტაიმში ამ თამაშის დასრულების შესაძლებლობა გვქონდა. როდესაც სხვაობა მხოლოდ ერთი ბურთია, გული მოუსვენრად გაქვთ.

შესანიშნავი სამი ქულა

ჩვეულებრივ, სეზონის ბოლოს ქულების დათვლისას, გახსოვს, რომ ეს თამაში რთული იყო, ეს თამაში მძიმე იყო. როდესაც თქვენ მიიღებთ სამივე ქულას , ეს ზრდის და მატებს ნდობას. დასასრულსკენ, მეტოქეს შეეძლო ქულა წაეღო, რადგან მათ შანსების შექმნა დაიწყეს. დევიდმა შესანიშნავი სეივი გააკეთა ფეხით, მაგრამ მანამდეც შეგვეძლო ამ თამაშის ინტრიგების მოკვლა.

პოგბას თამაშის შესახებ

ის ნამდვილად იზრდება, ის კარგ ფორმაშია. მას შეუძლია აშკარად ითამაშოს ნახევარმცვის ცენტრში ან შეუძლია ითამაშოს ფართოდ. მთავარია, რომ მიაღწიოს პიკს. მან ადრე მიიღო ყვითელი, მაგრამ დაცვაში თამაში განაგრძო. მეორე ნახევარში ცოტათი შეშფოთებული ვიყავი, როდესაც მან ფეხი მოწინააღმდეგის თავთანა ახლოს მიიტანა, მაგრამ არაფერი მომხდარა. მან მართლაც კარგად ითამაშა!

მეტოქის გოლის შესახებ

ჩვენ არ უნდა გვეცადა ხელოვნური თამაშგარის შექმნა. არამედ უნდა მივყვეთ მათ ფეხბურთელს და არ მივცეთ დარტყმის საშუალება. მეტოქე ეცდილობდა სიღრმედან შემოსვლას და ეს ჩვენც ვიცოდით.

გუნდის პასუხი

ბიჭებს ესმოდათ, რომ საჭიროა ტემპის გაზრდა. პასები უფრო უკეთესი, ნათელი გახდა, რომ ბურთს უფრო დავიჭერდით, სხვადასხვა ფლანგს ვიყენებდით და კიდევ რამდენიმე გოლი დავიმსახურეთ.

შესანიშნავი კავანი

ეს არის ცენტრალური ფორვარდის მიზანი. თქვენ უნდა იყოთ იქ, რომ გაიტანოთ. სწორედ ამას აკეთებს ედინსონი. მისი მოძრაობის ყურებაც კი ესთეტიკური სიამოვნებაა. რა თქმა უნდა, მეორე ტაიმში არეოლამ ფანტასტიკური სეივი გააკეთა ედინსონის თავური დარტყმის შემდეგ! ძალიან კარგია, რომ თავდასხმის სხვადასხვა ვარიანტი გვაქვს.

პირველ ადგილზე დაბრუნება

ამაზე ყოველთვის იქნება საუბარი, მაშინაც კი, თუ პირველ ადგილს დაკარგავთ, როდესაც ჯერ კიდევ ნახევარი სეზონია წინ, მაგრამ ჩვენ გუნდში ამაზე საერთოდ არ ვფიქრობთ. ჩვენ ყველანი უბრალოდ მხიარულები და ჯანმრთელები უნდა ვიყოთ და შემდეგ ვნახოთ სად ვიქნებით. გუნდი უკეთესად ვითარდება, მოთამაშეები უკეთესები არიან - ძლიერები, უფრო გამძლეები როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ამ სეზონში ბევრჯერ მოვიგეთ, გოლის გაშვების მიუხედავად, მე კმაყოფილი ვარ წინსვლით და ვამაყობ იმით, თუ როგორ იქცევიან ჩვენი ბიჭები ვარჯიშებზე და მატჩებისთვის მზადებაში.

https://www.manutd.com/en
ინტერვიუები
36 კომენტარი
№1
ავტორი: ALEXFERGUSON
21 იანვარი 2021 14:33
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
მოკლედ დავაკვირდი ამ გადაბმული მოგებების შემდეგ და მომხმარებლებიც კარგად მახოვს. ერთი კომენტარიც კი არ გაუკეთებიათ აი ერთი. ველოდებით ოლეს მარცხს, რომ დავიწყოთ ეს არ არის ჩვენი დონის მწვრთნელი და ა.შ. მართლა უნიკალური ხალხი ვართ ქართველები. ასევე სტატისკურად წაგების შმედეგ უფრო მეტი ადამიანი წერს კომენტარს, ვიდრე მოგების შემდეგ. საიტზე შემომსვლელთა რაოდენობა წაგების შმედეგ ბევრად აღემატება მოგების შემდეგ შემოსულთა რაოდენობას :)
4
№2
ავტორი: Phil Jones
21 იანვარი 2021 14:50
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ვააა პოგბას რეები შეძლებია
0
№3
ავტორი: makaveli
21 იანვარი 2021 15:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
რამდენი წელი იყო პერიოდი რო თამაშებს სუ იმედით ვუყურებდით მაგრამ არაფერი გამოგვდიოდა ამდენი წელი და ჩვენ რა თქმა უნდა ვაგრძელებდით გუნდის გულშემატკივრობას ყველა მომენტში და ეხლა რა კარგია ხალისით და დარწმუნებით რო უყურებ რო მოიგებ, გასვლაზე ხო საერთოდ ისე მშვიდად ვარ გოლსაც რო უშვებენ და ფორას აძლევენ ვითომც არაფერიო... სტაბილურობა შეინარჩუნეთ ბიჭებო და წელს არ ვიცი მაგრამ მომავალ წელს კაი რამოდენიმე ტრანსფერი ზაფხულში და ეპლი უნდა დავდოთ გაისად !

ციტატა: ALEXFERGUSON
მოკლედ დავაკვირდი ამ გადაბმული მოგებების შემდეგ და მომხმარებლებიც კარგად მახოვს. ერთი კომენტარიც კი არ გაუკეთებიათ აი ერთი. ველოდებით ოლეს მარცხს, რომ დავიწყოთ ეს არ არის ჩვენი დონის მწვრთნელი და ა.შ. მართლა უნიკალური ხალხი ვართ ქართველები. ასევე სტატისკურად წაგების შმედეგ უფრო მეტი ადამიანი წერს კომენტარს, ვიდრე მოგების შემდეგ. საიტზე შემომსვლელთა რაოდენობა წაგების შმედეგ ბევრად აღემატება მოგების შემდეგ შემოსულთა რაოდენობას :)

აუუუუ აიიი ზუსტად ძმაო ზუსტაად მეც ვაკვირდები მაგას კაი ხანია :)))

თამ შეხედეთ ზიდანის რეალი მესამე ლიგის გუნდმა გააგდო, ეგ რო ოლეს შემთხვეოდაა აუუუუფ წარმოდგენაც კი მიჭირს რა კრიტიკა შეხვდებოდა, ფლიკის ბაიერნს ვიღაც აუცაიდერები 3-4 გოლს უტანენ, ბარსა ჭაობშია, იუვეც რა დღეშია, პსჟ ერთს ძლივს იტანს ჭ კლასებთან, ლივემ სტაბილურობა დაკარგა (ეგრე გააგრძელონ) სიტი ეხლა კრიფავს ფორმას, ლიგის ფავორიტი მაინც სიტი მგონია ბავარიასთან ერთად :)) და ამათ ფონზე რო ვამბობთ მანჩე ძლივს და მძიმედ იგებს თამაშებსო ვაფშე არ უნდა გიკვირდეთ, 3 დღეში ერთხელ რო თამაშობ ბოლომდე 90 წუთი თავს არ ზოგავ არარი მერე ადვილი ყველა გუნდს 4-5 გოლი გაუტანო .. მთავარია 3 ქულა და ამ მჭიდრო გრაფიკში ერთი ბურთით მოგებაზეც თანახმა ვარ ❤️ ევროპა ლიგა ძაან ცუდად გვეკვეხება რაა სეზონის დასკვნით ნაწილში.. მეოთხეზე მაინც გავსულიყავით ჯგუფში..
0
№4
ავტორი: PaLoMo
21 იანვარი 2021 15:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: The red devi11
ციტატა: ALEXFERGUSON
მოკლედ დავაკვირდი ამ გადაბმული მოგებების შემდეგ და მომხმარებლებიც კარგად მახოვს. ერთი კომენტარიც კი არ გაუკეთებიათ აი ერთი. ველოდებით ოლეს მარცხს, რომ დავიწყოთ ეს არ არის ჩვენი დონის მწვრთნელი და ა.შ. მართლა უნიკალური ხალხი ვართ ქართველები. ასევე სტატისკურად წაგების შმედეგ უფრო მეტი ადამიანი წერს კომენტარს, ვიდრე მოგების შემდეგ. საიტზე შემომსვლელთა რაოდენობა წაგების შმედეგ ბევრად აღემატება მოგების შემდეგ შემოსულთა რაოდენობას :)


ამის გამო ჩამქოლეს აქ ზუსტად მაგის თქმა რომ მინდოდა ოღონდ უფრო პირდაპირ. სწორას მოაზროვნე ადმინიც კმარა რომ აქ მაინც შემოვდიოდე. გეთანხმები ძმაო 100% და 1000%. წაგებაც იქნება სულ ვერავინ იგებს და ერთი ორი თუ გადაება მერე ნახე

მაგის გამომკი არა შენი უაზრო კომენტარების და ხალხის შეურაცყოფაზე გადასვლის გამო მეტის ღირსი იყავი უბრალოდ არაგყევი თორე კაი დასატუქსი იყავი.კითხვა არიცი ელემენტარული და სხვა რაუნდა გელაპრაკოს კაცმა.

ციტატა: ALEXFERGUSON
მოკლედ დავაკვირდი ამ გადაბმული მოგებების შემდეგ და მომხმარებლებიც კარგად მახოვს. ერთი კომენტარიც კი არ გაუკეთებიათ აი ერთი. ველოდებით ოლეს მარცხს, რომ დავიწყოთ ეს არ არის ჩვენი დონის მწვრთნელი და ა.შ. მართლა უნიკალური ხალხი ვართ ქართველები. ასევე სტატისკურად წაგების შმედეგ უფრო მეტი ადამიანი წერს კომენტარს, ვიდრე მოგების შემდეგ. საიტზე შემომსვლელთა რაოდენობა წაგების შმედეგ ბევრად აღემატება მოგების შემდეგ შემოსულთა რაოდენობას :)

მე ვიყავი ის ვისაც ოლე არ მიაჩნდა ჩვენი დონის მწვრთნელად ძმა,მაგრამ ამავე დროს იმასაც ვიძახდი,რომ ისე ქნას თუ უნდა პრემიერლიგა მოაგებიოს გუნდსთქო ახლა რასაც თამაოსვებს გუნდი ამას ვითხოვ და უფრო მეტ დომინორებას გუნდიდან ჩემთვის არაქვს მნიშვნელობა მწვღტნელი ვინიქნება მთვარია გუნდმა ითამშოს ხარისხიანი და ლამაზი ფეხბურთი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: dzia_David
21 იანვარი 2021 15:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ფრედი უნდა აღვნიშნო ამ თამაშშიც დაგეშილი დარბის ყველგან და ყველა ბურთზე და საჭიროა, გუნდშო ერთი ასეთი კაცი უნდა გეგულებოდეს. ლუკ შოუზე საერთოდ ხმას აღარ ვიღებ, დიდი ხანია მაგის თამაშებით ასეთი გახარებული აღარ ვყოფილვარ.

რის თქმაც მინდოდა, ძალიან ბევრი პოზიტივი ანათებს კლუბის მენეჯმენტში. დალაგებული სატრანსფერო მიმართულება, აღარ მაქვს მოლოდინი უაზრო ალოგიკური ტრანსფერების. გუნდში კონკურენციის ზრდა. გასახდელში სიტუცია დაწყნარებული და დალაგებულია რაც დიდი ხანია აღარ გვახსოვს. ფეხბურთელების განწყობა, დამოკიდებულებები რასაც მინდორზეც უკვე კარგად ვხედავთ. გაჩნდა საჩემპიონო ამბიციები, რაც აყალიბებს გუნდს მერე უკვე სტაბილურად სამეულის გუნდად. ძალიან სწორად ხდება ნელ ნელა ფეხბურთელების ჩანაცვლება, ქაუტურობის და არეულობის გარეშე. მოკლედ მაგრად ვბალეშიკობ ამ სამწვრთნელო შტაბს.
ამ გუნდს აქვს თავისი მენტალობა ხასიათი ისტორია რის გამოც უკვე ძალიან დიდი ხანია ვბალეშიკობ მანჩესტერს და არა სხვა რომელიმეს. აქ იგრძნობა რომ ამ ყველაფრის ფასი ძალიან კარგად იციან და მხოლოდ ფულის ანნპირადი კარიერის საკეთებლად არავინაა. რა უნდა იყოს მანჩესტერის ბალეშიკისთვის იმაზე დიდი ბედნიერება რომ ამ კოლექტივმა წარმატებას მიაღწიოს. თავისთავად საკუთარი თავი თუ ამოწურეს გუნდში არავინ უნდა გამოეტიროს, მარა ჯერ ჯერობით ასე არაა, წინსვლა აშკარაა.

Glory glory united!!!! ❤️ ❤️ <3
0
№6
ავტორი: Old Red Devil
21 იანვარი 2021 16:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
წარმატებებით გაბრუებული ხალხი ვარათ ეხლა.მაგრამ ოლეგი მაინც ოლეგია :D ყველა სკეპტიკურად იმიტომ უყურებს რომ გამოუცდელია.არაფრისთვის არ მიუღწევია.და ის რომ გუნდი ნიშნავს მწვრთნელად თავისნყოფილ ფეხბურთელს პრაქტიკაში უმეტესწილად წამგებიანია.არ მინდა კენი დალგლიშის,ინძაგის,გატუზოს,კოვაჩის,ლემპარი,ლუის ენრიკეს და თუ გინდ ზიდანის სიტუაცია გამეორდეს როცა შენი საყვარელი ფეხბურთელი ის მწვრთნელი ვერ გამოდგა ვინც უნდა ყოფილიყო.დღეს ფეხბურთი ბიზნესია და მათ ლოლიავს არავის დაუწყებს შედეგი თუ არ იქნა მოისვრიან.ხოდა არ მინდა რო ოლეგსაც ეგ მოუვიდეს და
მანჩესტერი ლივერპულს დაემსგავსოს ან უარესი,მილანს.
0
№7
ავტორი: ikeoni
21 იანვარი 2021 16:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ციტატა: ALEXFERGUSON
მოკლედ დავაკვირდი ამ გადაბმული მოგებების შემდეგ და მომხმარებლებიც კარგად მახოვს. ერთი კომენტარიც კი არ გაუკეთებიათ აი ერთი. ველოდებით ოლეს მარცხს, რომ დავიწყოთ ეს არ არის ჩვენი დონის მწვრთნელი და ა.შ. მართლა უნიკალური ხალხი ვართ ქართველები. ასევე სტატისკურად წაგების შმედეგ უფრო მეტი ადამიანი წერს კომენტარს, ვიდრე მოგების შემდეგ. საიტზე შემომსვლელთა რაოდენობა წაგების შმედეგ ბევრად აღემატება მოგების შემდეგ შემოსულთა რაოდენობას :)

ჩასაფრებული პოზიციიდან ყურება უყვარს სამწუხაროდ ჩვენ ხალხს ფეხის დაცდენის მოლოდინში რო არიან .. სამწუხაროდ მარტო ფეხბურთს არ ეხება ყველა სფეროში ესეა
0
№8
ავტორი: Green street
21 იანვარი 2021 16:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
ოლდ ტრაფორდი მანჩესტერის ფარგლებ გარეთ მდებარეობს? როგორც სიტიაა ქალაქ მანჩესტერის გუნდი იუნაიტედიც ქალაქის ფარგლებშიაა, თუ სხვა რაიონში
0
№9
ავტორი: shotkin
21 იანვარი 2021 16:12
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: ALEXFERGUSON
მოკლედ დავაკვირდი ამ გადაბმული მოგებების შემდეგ და მომხმარებლებიც კარგად მახოვს. ერთი კომენტარიც კი არ გაუკეთებიათ აი ერთი. ველოდებით ოლეს მარცხს, რომ დავიწყოთ ეს არ არის ჩვენი დონის მწვრთნელი და ა.შ. მართლა უნიკალური ხალხი ვართ ქართველები. ასევე სტატისკურად წაგების შმედეგ უფრო მეტი ადამიანი წერს კომენტარს, ვიდრე მოგების შემდეგ. საიტზე შემომსვლელთა რაოდენობა წაგების შმედეგ ბევრად აღემატება მოგების შემდეგ შემოსულთა რაოდენობას :)


არის კატეგრია ვინც დიდად არ აქტიურობს ალბათ მარა აი ის ტიპები ვინც იმენა წაგების დროს შემოგრიალდებოდნენ ხოლმე ))) ხმალამოღებულები ალბათ არც იყვნენ მანჩესტერის გულშემატკივრები და ვიღაც 9 წლის ჯემალი და 12 წლის ანზორი კატეგორიაა, ეგეთებს ბანსაც დავადებდი სიამოვნებით, მარა აი ის სასტავი ვინ წინასწარ წყვეტდა და ამბობდა რო სკოტი ჭ კლასის დონეაო , ოლე აზზე არაა არაფრისო , კიდე 1 იყო მახსოვს ესე დაწერა ოლემ წელს ეპლი რო დადოს მაინც არ იქნება ჩემ თვალში ეგ მაგ კაცის დამსახურებაო და აი რას არ მოისმენდი, და ცოდა დაისვენა თვალმაც რა თორე მაგრად მეარებოდა ხოლმე აქ შემოსვლა))))) პროსტა აი ძაან მეცინება ეხლა იმათზე ვინც ვენებს იხსნიდა რო მწვრნელი სუსტიაო, აი ბრმა ხო არ ვარ ბუბლიკ, გუნდში რამდენი რამე გამოსწორდა რამხელა როგრესია ყველანაირად, ერთი რაც ოლეს აკლია არის ტიტული და ტიტულები და ნელ ნელა ავტორიტეტი და ვსო მერე მარტივად გააღმერთებენ. მაშინაც კი როცა კარგად არ წაუვა საქმე ცუდს ვეღარ იტყვიან მარა ეხლა ადვილია კრიტიკა სანამ რამე მოუგია კიდე დრო აქვთ ეგეთ ფანებს და იგრიალეთ))))))))))
0
№10
ავტორი: Manumanu123
21 იანვარი 2021 17:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 145
პოგბა ათამაშდა მგონი და ძალიან კარგია მთავარია ესე გააგრძელოს მიუხ3დავად რომ ოლეს დიდი გულშემატკივარი არ ვარ მწვრთნელის ამპულაში ნამდვილად დასანახია ის რომ გუნდი მართლაც თამაშობს და წინ და წინ მიდის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top