თბილისი:
მანჩესტერი:
22-07-2020, 20:16
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1732,
კომენტარები: 27
ბერბატოვმა დეხეას შეცდომებზე ისაუბრა
როცა ფიქრობ, რომ ხელშეუხებელი ხარ, მაშინ უშვებ შეცდომებს.
ბერბატოვმა დეხეას შეცდომებზე ისაუბრა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფორვარდი დიმიტარ ბერბათოვი თვლის, რომ დევიდ დე ხეას კონკურენცია სჭირდება, რათა არ დაკარგოს მეკარის საუკეთესო თვისებები.

"დევიდ დე ხეას უკეთესად უნდა ეთამაშა მეორე გოლის ეპიზოდში, მან ეს იცის. ჩემი აზრით, იგი კვლავ ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა მსოფლიოში, მიუხედავად შეცდომებისა, რომელიც მან ამ სეზონში დაუშვა. ყველა მეკარე, თუნაც წარსულში შესანიშნავი მეკარეები უშვებდნენ შეცდომებს."

"დარწმუნებული ვარ, რომ ის აცნობიერებს, რომ ის არ არის ძალიან კარგი და შეუძლია ბევრად უკეთესი. არ ვიცი რა სურს ხალხს, თუმცა, ალბათ, ზოგჯერ მას შეუძლია გამოვიდეს და თქვას: "დიახ, მე შეცდომა დავუშვი", მაგრამ აშკარაა, რომ ეს მოხდა. დარწმუნებული ვარ, რომ თამაშის შემდეგ სახლში მისვლისას ის ნანობს."

"თუ კლუბი გადაწყვეტს ჰენდერსონის "შეფილდ იუნაიტედიდან" დაბრუნებას, ვფიქრობ, რომ ეს იქნება დე ხეას სასარგებლოდ - ფეხბურთელებს სჭირდებათ ასეთი შეჯიბრი, ჰენდერსონი კი ჩემი აზრით კარგ ფორმაშია. ის 23 წლისაა, მეკარისთვის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, მას წინ თითქმის მთელი საფეხბურთო კარიერა აქვს. თქვენ ხედავთ, რომ მას თამაშის დიდი სურვილი აქვს. მე მჯერა, რომ მას შეუძლია დე ხეა გამოაცოცხლოს. "

"ზოგჯერ, როდესაც საკუთარ პოზიციებში დარწმუნებული ხარ, ამ მომენტში ხდება შეცდომების დაშვება. იგივე ხდება ყველა მოთამაშესთან, როდესაც ფიქრობს, რომ ხელშეუხებელია. უფრო მეტ შეცდომას უშვებთ მაშინაც, როცა ნომერ პირველობაში ხართ დარწმუნებული . როდესაც მეორე ხართ, თქვენ იცით, რომ თქვენ მეორე ნომერი ხართ, მაგალითად სერხიო რომეროს შემთხვევაში. ის შესანიშნავი მეკარეა და კარგად მახსოვს ის დღეებიდან, როცა მასთან ერთად ვთამაშობდი "მონაკოში". მე ვიცი, რისი გაკეთება შეუძლია და როდესაც "იუნაიტედში" თამაშის შანსი მიიღო, მან შესანიშნავი სამუშაო გაწია."


http://www.manutd.ru/
ინტერვიუები
27 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
22 ივლისი 2020 20:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
როგორც ყოველთვის აქაც სიმართლეს ამბობს ეს კაცი
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
22 ივლისი 2020 20:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბერბა მართლა სულ სიმართეს ამბობს უმეტეს შემთხვევაში.
0
№3
ავტორი: ALEXFERGUSON
22 ივლისი 2020 20:38
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ამ ბრუნოს სანამ არ გაასვენებენ მოედნიდან,მანადე არ დაასვენებს? ბისაკა დაიღალა ისვენებს და ბრუნო არა ხო? ახლა ეს ოლე ახურებს უკვე რა. ფლანგებზე დავიღუპეთ ფოსუ-მენსა და ვილიამსი. :)
0
№4
ავტორი: The Special One
22 ივლისი 2020 20:46
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ციტატა: ALEXFERGUSON
ამ ბრუნოს სანამ არ გაასვენებენ მოედნიდან,მანადე არ დაასვენებს? ბისაკა დაიღალა ისვენებს და ბრუნო არა ხო? ახლა ეს ოლე ახურებს უკვე რა. ფლანგებზე დავიღუპეთ ფოსუ-მენსა და ვილიამსი. :)

ბისაკას დაღლილობის გამო კი არ ასვენებს,2-3 თამაშია ვაფშე ამოვარდნილია ყველაფრიდან,ბურთს ვერ იჩერებს ელემენტარულად და პასს ვერ აკეთებს.ან ვილიამსა რა მიქარა ეეგეთი დამოკიდებულება რომ გაქ,დასვენების დრო კიდე აღარაა 2 თამაში დარჩა და ლიგისთვის ვბრძოლობთ და 1 ბურთის გამოც შეიძლება რომ ვერ გავიდეთ და ლინგარდების და პერეირების დრო არაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№5
22 ივლისი 2020 20:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 312
ბერბატოვი არ ვიცი მე!!! დღეს სამი ან ოთხი ბურთი უნდა ავკიდოთ ხურჯინით ვესტ ჰემს...
0
№6
ავტორი: sandroo
22 ივლისი 2020 21:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
რა პენალტი, სახეს გააძრობდა ხელი რო არ აეფარებინა
0
№7
ავტორი: Chesterman
22 ივლისი 2020 21:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
მემგონი პოგბა ყიდის თამაშებს ეს კეთილძაღლი წინაზეც როცა მესამეზე გადავდიოდით მაშინაც ეგ შეცდა და გაგვიტანეს :დ მეორე ტაიმის იმედი მაქ თორე ფანჯრიდან გადავხტებოდი
0
№8
ავტორი: onlyred
22 ივლისი 2020 21:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
პენალტი ხოაგვკიდეს მარა დღეს დაღლილობის აღარაა ეს ფორმა.
0
№9
ავტორი: ALEXFERGUSON
22 ივლისი 2020 21:44
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ისევ გადამწყვეტ მომენტში და ისევ ბოლო თამაშებში მოიშალა გუნდი. დავრჩით მემგონი ისევ ლიგის გარეშე.
0
№10
ავტორი: bziki
22 ივლისი 2020 21:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Nichi as da 2 1 mogebas erti pasi aq imedia ar waageben
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top