თბილისი:
მანჩესტერი:
28-05-2019, 09:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1713,
კომენტარები: 10
"იუნაიტედი" ბოატენგის ხელმისაწვდომობას შეამოწმებს
ჯერომ ბოატენგი ერთ-ერთი სასურველი სამიზნეა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" თავისი ყურადღება მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველის, ჯერომ ბოატენგისკენ მიაპყრო.

სეზონის მიწურულს ბოატენგი კლუბის ხელმძღვანელობისა და მთავარი მწვრთნელის გეგმებს მიღმა მოექცა, ვინაიდან ნიკო კოვაჩი თავის არჩევანს მატს ჰუმელსსა და ნიკლას ზიულეზე შეაჩერა.

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰენესმა კი 30 წლის მცველს პირდაპირ ურჩია, რომ კლუბი დატოვოს.

"მას, როგორც მეგობარს, ვურჩევდი, კლუბი დატოვოს. მას ახალი გამოცდა სჭირდება, ბოლო დროს კი აქ მისი ადგილი არ არის" , - განაცხადა ჰენესმა.

ეს მდგომარეობა ყურადღების მიღმა არ დარჩენია "იუნაიტედს", რომელსაც ცენტრალური მცველის შეძენა პრიორიტეტულ მიზნად აქვს დასახული.

ბოატენგის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ მას პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს "მანჩესტერ სიტიში" თამაშიდან გამომდინარე, თანაც "იუნაიტედი" მისი გასულ ზაფხულსაც ინტერესდებოდა.

მიუხედავად ამისა, საეჭვოა, რომ "წითლებმა" ბოატენგზე შეთავაზება გააკეთოს, ვინაიდან კლუბის მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებს და ჯერომის კანდიდატურას მხოლოდ სათადარიგო ვარიანტად გამოიყენებს.

წყარო: metro
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
28 მაი 2019 10:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: The red devi11
ამ ასაკის ფეხბურთელებზე რაც დაიწერება ჭორია

ესეთი გამოცდილი მცველი ნამდვილად გამოადგებოდა დაცვას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: giorgiginturi
28 მაი 2019 10:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
იქნებ ნასტასიჩიც შეამოწმონ აბა? )))
0
№3
ავტორი: kobinio
28 მაი 2019 11:01
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ამას ისევ სტამი ჯობია შე დალოცვილო :))
2
№4
ავტორი: datasta25
28 მაი 2019 11:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
დაუსრულებელი ჭორებია
0
№5
ავტორი: Lalana
28 მაი 2019 12:56
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
კარგა ხანია ეს ისეთ დონეს ვეღარ აჩვენებს როგორც საჭიროა.ბუნდესლიგაში კიდევ ხო,მაგრამ რასაც ჩემპიონთა ლიგაზე ვუყურებ ნორმალურ გუნდებთან ვერსად იყო მოწოდების სიმაღლეზე.ამას თუ იყიდიან ტყუილად გადაყრილი ფული იქნება და მეტი არაფერი
0
№6
ავტორი: ikeoni
28 მაი 2019 13:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Moacilet Ra aqedan
0
№7
28 მაი 2019 17:06
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
ყველაზე მეტად ვინც გამისწორდებოდა მცველებიდან, ეს არის ვარანი. ნუ, გასაგებია, რომ რეალი ცოცხალი თავით არ გაუშვებს, მაგრამ არსებობს სხვა ალტერნატივებიც. აი, დე ლიხტი მოიყვანონ, ძალიან პერსპექტიული ბიჭია და კიდევ მოუმატებს თამაშის ხარისხს, სულ რაღაც 19 წლის არის ჯერ. უმტიტი მოიყვანონ ბარსელონადან, ძალიან მაგარი მცველია ეგეც. კულიბალი მოიყვანონ ნაპოლიდან, ტიპს იმენა გვერდს ვერ აუვლი, სერიოზული ტრანსფერი იქნება. მაგუაირიც კარგი ვარიანტია ლესტერიდან.

აი, რამდენი კარგი მცველის დამატება შეიძლება და ბოატენგი რატომ უნდა იყიდო?... გამოცდილება აქვს ბაზარი არაა, მაგრამ ვეღარ თამაშობს როგორც ადრე თამაშობდა. ტიპი ბაიერნში ვერ იმკვიდრებს სასტარტო ადგილს და ამაზე უნდათ, რომ ააწყონ დაცვის ხაზი? request ზულე მოიყვანონ ბაიერნიდან, ზუსტად ეგ და ჰუმელსი ახეხინებს ბოატენგს ზამენის სკამს. ნუ, გასაგებია მცველისთვის 30 წელი არაფერია, თუმცა ბოატენგი დაბერდა უკვე. მე პირადად არ მინდა ეს ტრანსფერი, ყველაფერი 0-დან არის დასაწყები და ბოატენგის იმედზე დაცვის ხაზის აწყობა ცოტა უცნაურად მეჩვენება.
0
№8
ავტორი: GEORGE22
28 მაი 2019 18:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 126
30 წელს ზემოთ ერთადერთ ცენტრალურ მცველს ვისურვებდი,თუ მოიყვანენ მხოლოდ ალდერვეილერდს,ეგეც იმიტო რო კონტრაქტი ეწურება და იაფად შეიძLება დათრევა,დაალშე კათარზისი არაა ეს გუნდი და მოხუცთა თავშესაფარი,ისე კინი,ტარკოვსკი,რომანიოლი,მაგუიერი,ვესტერგარდი(საუთჰემპტონი)კოუდი(ვულვზი),არიან ბიჭები რომლებსაც კარიერის პიკი წინ აქვთ და შეიძლება გარისკვა,აგერ კოუდი 26 წლისაა და ვულვზის კაპიტანია,თან ინგლისელი ბიჭია.
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
29 მაი 2019 13:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჭორია ასე მგონია
0
№10
ავტორი: PaLoMo
29 მაი 2019 23:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: The red devi11
ციტატა: PaLoMo
ციტატა: The red devi11
ამ ასაკის ფეხბურთელებზე რაც დაიწერება ჭორია

ესეთი გამოცდილი მცველი ნამდვილად გამოადგებოდა დაცვას


ხო არ იქნებოდა ცუდი მაგრამ მაინც ამ ასაკის არა რა. 30 წლისაა და ვეღარც ისეთი მაგარი ვეხარაა. 26-27 წლის ვინმე კიდევ კარგი იქნება არც გამოუცდელი იქნება და თქნ კარიერის პიკში. მე მგონია ამ ბებრებს უბრალოდ არ იყიდიან და მაქსიმალური ასაკი იქნება 26 ეგეც მცველი ალბად. და საერთოდ ვერავინ ვერ დამაჯერებს იმაში რომ არ არსებობენ მსოფლიოში ახალგაზრდა პერსპექტიული, ან საშუალო ასაკის მაღალი დონის იგროკები რომლებსაც უყვართ მანჩესტერ იუნაიტედი, როგორც დიდი კლუბი და სურთ რომ ამ გუნდის ნაწილი გახდნენ კარიერა აქ აიწყონ. არსებობენ უბრალოდ სწორად უნდა შერჩევა. და ძალით მოთრეულები ხელფასის გამო და ასე შემდეგ უბრალოდ აღარ გვინდა რა. ბოატენგი თუ მოვა აქ მოვა ხელფასის გამო და სულაც მკიდია ასეთები

100% ვისაც აქ უნდამოსვლა და თამში ის უდნამოიყვანონ ასეტი აჯეიმსი სუონსიდან ბარორი როიწუნებს მოიყვანენ ბეილს და დაიკიდებს ფეხებზე ყვეალფერს წლიურად აიგებს 25მილიონს დაიტყვიან რატოარ თამაშობსო...ტიპი რეალს უძვება ტრაკში და არუნდა ჩენთან და კიდ ეიწერება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top