"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ნაპოლისთან" კალიდო კულიბალის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკება ვერ შეძლო.
"იუნაიტედი" სათანადო ცენტრალურ მცველს უკვე მეორე ზაფხულია, რაც ეძებს. კალიდო კულიბალის შეძენას კი ძალიან დიდი ხანია ცდილობს, თუმცა ყოველ ჯერზე - წარუმატებლად.
თუმცა ოლე გუნარ სოლსკიაერი იმედოვნებს, რომ შეძლებს და წარმატებას მიაღწევს იმ ნაწილში, რა ნაწილშიც მოურინიომ ვერ შეძლო და კულიბალს "ოლდ ტრაფორდზე" გადაიბირებს.
იტალიური პრესის თანახმად, "იუნაიტედმა" იტალიელებს 110 მილიონი ევრო შესთავაზეს ცენტრალური მცველის სანაცვლოდ, რაზეც "ნაპოლიმ" უარი განაცხადა.
ამავე წყაროს განცხადებით, "ნაპოლი" კულიბალის გაშვებაზე მხოლოდ 2020 წელს დაფიქრდება და ისიც 150 მილიონი ევროს სანაცვლოდ.