თბილისი:
მანჩესტერი:
18-04-2019, 18:21
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1968,
კომენტარები: 9
დავიდ დე ხეამ თანაგუნდელებს მოუბოდიშა
ესპანელი "იუნაიტედის" დამარცხებაში დამნაშავედ საკუთარ თავს მიიჩნევს.
დავიდ დე ხეამ თანაგუნდელებს მოუბოდიშა
დავიდ დე ხეამ თავის თანაგუნდელებს მატჩის შემდეგ ბოდიში მოუხადა. "ნოუ კამპზე" მეორე გოლი სწორედ მის შეცდომას მოჰყვა. საბოლოო ჯამში, კი ოლე გუნარის შეგირდება მატჩი 3-0 ანგარიშით წააგეს. ორი მატჩის ჯამში კი 4-0 დასრულდა და ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე სწორედ "იუნაიტედი" გავიდა.

როგორც "Sun" იტყობინება, ესპანელის აზრით, რომ არა მისი შეცდომა "იუნაიტედი" შემდეგ ეტაპზე გასვლას შეძლებდა.

"ატლეტიკოს" ყოფილმა მეკარემ მესის პირველ და კოუტინიოს გოლებს ვერაფერი მოუხერხა, მაგრამ არგენტინელის მეორე გოლი ნამდვილად მის კისერზეა.

ესპანელის დაღონებული სახე მატჩის შემდეგ, ალბათ ყველამ შეამჩნია. შესაძლოა, გუნდში მისი დადანაშაულება არავის უფიქრია, მაგრამ თავად დე ხეა დამნაშავედ მხოლოდ საკუთარ თავს მიიჩნევს.

ამ ყველაფრის პარალელურად სპეკულაციები დე ხეასა და "რეალ მადრიდზე" ისევ გრძელდება. ესპანელმა შესაძლოა, რომ "ოლდ ტრაფორდი" შემდეგ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. დავიდ დე ხეას კონტრაქტს ვადა 2020 წლის ზაფხულში ეწურება.


წყარო: DailyMail
სხვა
9 კომენტარი
№1
ავტორი: dybbuk
18 აპრილი 2019 18:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
დეხეას ბრალი გავარდნა ნაკლებადაა, ყველას მოსდის შეცდომები და მისი დადანაშაულება ჩემი აზრით უნამუსობა იქნება. მარტომ ათრია გუნდი ამდენი წელი და მის მიმართ ენა ცუდზე როგორ უნდა მოგიბრუნდეს არ მესმის.
ავტორ, კი მინდა რომ შემდეგ ეტაპზე ჩვენ ვყოფილიყავით ისევე როგორც შენ მაგრამ სამწუხაროდ ბარსა გავიდა:))
1
№2
ავტორი: Mike
18 აპრილი 2019 18:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ეს კაცი უნდა იყოს კაპიტანი !
0
№3
ავტორი: jokero89
18 აპრილი 2019 18:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
წასასვლელია ბოლო 2პრემიერლიგის თამაშში 3ბურთი ამის ბრალია ვულვზთან მოგებული თამაში წააგო 2ივე გოლი ყლაპა

პიკფორდი მოიყვანონ და ეს გაუშვან ესაა რეალური დასასრული ამ ამბის.ხელფასი უნდა არაადამიანური და ფეხით ვერ ურტყავს წესივრად ამის დარტყმული ან ჰაუტშია და ან მოწინააღმდეგეს აძლევს
0
№4
ავტორი: datasta25
18 აპრილი 2019 19:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ამ კაცს ძალიან ვაფასებ, ამდენი ხანი უტდში დარჩა, უბრალოდ ერთი მაგრამ არის აქ, ჯერერთი ძალიან ბევრი გვახვეწნინა და გვაწუწუნა ბოლო კონტრაქტის დადებაზე და მერე მეორე, ბოლო დროა საერთოდ რა ჭირს ვერ გამიგია, 20 მეტრშიც თუუდგას კაცი ბურთს ვერ მისცემ იცი რო დაკარგავს, ფეხით თამაში არააქვს და ამ ბოლო დროს ხელითაც ვეღარ აკეთებს პასებს, აშკარად ვეღარ არის იმ დონეზე და ყველა ამჩნევს მგონი, ტრასფერმარკეტზეც დაეცა ფასი ოდნავ
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
18 აპრილი 2019 19:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვერ არის ფორმაში მარა ვის ვის და დე ხეას ყველაზე ნაკლები სასაყვედურო აქვს ამ გუნდში
1
№6
ავტორი: ikeoni
18 აპრილი 2019 20:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
არაუშავს ხდება ხოლმე
0
№7
ავტორი: MUTD13
18 აპრილი 2019 22:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
ამის წასვლა რო უნდა ის მუ ს დაშლის მომხრეა :D ყველას ააქვს ჩავარდნა,დაცვა საერTოდ აგარაა რა შეე.. მეკარეს.ეს რო არა ვიქნებოდით 9 ზე ან 10 ზე
0
№8
ავტორი: dybbuk
18 აპრილი 2019 22:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: The red devi11
რას ქვია ამან გვათრია და ამის ბრალი არაა. ასეთ შეცდომას ასეთ მატჩში რომ უშვებს არაუშავრაო? მაგრად ტეხავს დეხეაა კარიუსი ხომ არა? ისე კარიუსი ქართველებს მოდელის მიქინძვას გვპირდება :D ხოდა თემას რომ დავუბრუნდეთ მასე ძმაო რეში და მარსიალი ჰადერსფილდეფთან საფრინავენ და ვულვზის დონეზე უკვე იჯვავენ ბოლომდე. ასე რომ ასეთ თამაშებში ძლიერი ხალხი მინდა როგორც მენტალურად ისე საფეხბურთო კუთხით. და რომ არა ეგ გოლი კიდევ გავიბრძოლებდით დრო დიდი იყო

ისეთ რამეს წერ შეკამათებადაც არ ღირს, უბრალოდ ძაან ტეხავს მანჩესტერის გულშემატკივრისგან ესეთი რაღაცეების მოსმენა. ყველას თავისი აზრი აქვს ბაზარი არაა და მე პირადად შენ აბსოლუტურად არ გეთანხმები მოკლედ რომ ვთქვა
0
№9
19 აპრილი 2019 14:00
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
არაუშავს... ბოლო მატჩებში ვერ დატოვა კარგი შთაბეჭდილება, ფორმიდან არის ამოვარდნილი, მაგრამ მოიხოდება და დაბრუნდება ძველი დე ხეა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top