თბილისი:
მანჩესტერი:
27-03-2019, 20:13
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2831,
კომენტარები: 10
"ეს ბიჭი სუპერვარსკვლავი გახდება"
ვივ ანდერსონის მოგონებები "დაუჯერებელ ბიჭუნაზე".
ეს ბიჭი სუპერვარსკვლავი გახდება.

მხოლოდ ეს ვთქვით მე და ბრაიანმა პირველი ტაიმის შემდეგ პრესტონში.

ჩვენ უბრალოდ მატჩის საყურებლად წავედით, მაგრამ ამ სკოლიდან მოსულმა ბიჭმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ფანტასტიკური იყო, უნაკლო. მხოლოდ 45 წუთი დაგვჭირდა იმის გასარკვევად, რომ ის ნამდვილად იშვიათი ტალანტის მფლობელი გახლდათ. იმ მომენტში შევთანხმდით, რომ ის უბრალოდ მსოფლიოს დაიპყრობდა და ყველას გააცოებდა. ის ზედმეტად კარგი იყო. ალბათ, მხოლოდ 14 ან 15 წლის იქნებოდა და 18-19 წლის ბიჭებს ყველანაირად ჯაბნიდა. ბრყწინვალედ მოძრაობდა, მხრებში გამართული, თავაწეული, თავს ქვემოთ არ ხრიდა. ის უბრალოდ საოცარი იყო!

ასე რომ მე არასდროს არ დამავიწყდება ის მომენტი, როცა რაიან გიგზი პირველად დავინახე.

მეორე მომენტიც ისეთივე დასამახსოვრებელი იყო, როგორიც პირველი.

1988 წელს სერ ალექსმა გადაწყვიტა, რომ პირველ გუნდთან ერთად სხვა ფეხბურთელებსაც ევარჯიშათ, თუმცა ძირითადად მაინც ძირითადი შემადგენლობისთვის ტაქტიკური შეტყობინებების გაგზავნით იყო დაკავებული. მეორე გუნდი კი ახალგაზრდა ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, რომლებიც უბრალოდ იმ მომენტში შენობაში აღმოჩნდნენ და ჩვენ წინააღმდეგ მოუწიათ თამაში. რაიანი ერთ-ერთი მათგანი იყო.

მე ალექსის პირველი შენაძენი ვიყავი "იუნაიტედში". ის ძირითადად ახალგაზრდებით ცდილობდა ხოლმე გუნდების დაკომპლექტებას. ბევრი დრო არ იყო გასული ჩემი "იუნაიტედში" გადმოსვლიდან, მაგრამ როგორც სხვა ფეხბურთელები, მეც კარგად ვგრძნობდი, რომ მისი ვარჯიშები ყოველთვის ძალიან, ძალიან ნათელი და კაშკაშა იყო. გრძელი არა, უბრალოდ ნათელი. არ ვიცი იმ მომენტში მწრთვნელს რაიანის გამოცდა უნდოდა თუ არა, მაგრამ რაიანს კარგი შანსი ჰქონდა თავის შესაძლებლობების დასამტკიცებლად.

მე მარჯვენა მცველი ვიყავი, ასე რომ როცა მწრთვნელმა მითხრა, რომ ეს ბავშვი მარცხენა ფლანგზე ითამაშებდა, სერიოზულად ვნერვიულობდი, რომ რამეს დავუშავებდი. ალბათ, იმ მომენტში 85 კილოგრამს ვიწონიდი, ეს ბიჭუნა კი 50 კილოგრამი ძვლივს იქნებოდა.

მე უკვე ვიცნობდი მას და ვიცოდი, რომ საოცარი უნარების მატარებელი ბავშვი იყო. უბრალოდ, ძალიან მეშინოდა, რომ რამეს დავუზიანებდი, ვატკენდი, ასე რომ რამდენიმე წუთი გავჩერდი და ვაკვირდებოდი.

სანამ მე ჩემს ფიქრებში ვიყავი, უცებ ბურთმა ჩემს ფეხებს შორის გაირბინა, რაიანი წინ იდგა და სანამ თავი მოვატრიალე სადღაც გაქრა და უკვე აღარ იყო.

ამ ბავშვმა ბურთი ფეხებს შორის გამიძვრინა.

მე ინგლისის მარჯვენა მცველი ვიყავი!

ეს ზუსტად ერთ გაელვებაში მოხდა, უცებ გაქრა. მაგრამ ვიცოდი, რაც გააკეთა.

გამწარებული მოვტრიალდი და შევძახე: "ამას მეორედ ვეღარ გააკეთებ, პატარა ბიჭუნა!"

მე, რა თქმა უნდა, მისი წყენინება ან შეურაცხყოფა არც მიფიქრია და გიგზმაც ეს კარგი გაგებით მიიღო. ეს ამბავი მან ამის შემდეგ ხშირად გაიხსენა და ბევრიც ვიცინეთ. თუმცა რაიანმა აღნიშნა, რომ მეორედაც მოახერხა ჩემთვის იგივეს გაკეთება, რაც მე არ მახსოვს...

მაგრამ მეორედ ამის გაკეთება არც სჭირდებოდა. მან უკვე გაიბრწყინა ჩვენს შორის, საკმარისზე მეტიც კი გააკეთა.

ვარჯიშის არც დარჩენილი ნაწილი გამოდგა მარტივი.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ რეალურად ძალიან სწრაფი ვიყავი. უკვე 32 წლის ვხდებოდი და, რა თქმა უნდა, 22 წლის ასაკის სისწრაფე აღარ მქონდა, მაგრამ მაინც საკმაოზე კარგი ვიყავი; ეს დაიმახსოვრეთ.

წლების განმავლობაში, მე ელვასავით სწრაფი ფეხბურთელების წინააღმდეგ ვთამაშობდი - პიტერ ბარნსი, ჯონ ბარნსი, უილი მორგანი - ისინი სისხლს მიშრობდნენ, მაგრამ გიგზმა რაც გამიკეთა ეს დაუვიწყარი და დაუჯერებელი იყო. ეს ხომ პატარა ბავშვი იყო, მაგრამ ყველაფერი, რასაც აკეთებდა ძალიან მოქნილი, სწრაფი და უბრალოდ უნაკლო იყო. არცერთ მცველს არ მოსწონდა მის წინააღმდეგ თამაში, არავის სიამოვნებდა ის, რისი გაკეთებაც რაიანს შეეძლო - ორივე ფლანგიდან შეტევა, სისწრაფე, ენერგიულობა...

როცა მცველი ხარ, ცდილობ, რომ შენი მოწინააღმდეგის ქმედებები შეისწავლო და სხვადასხვა გადაწყვეტილებები მოძებნო, სხვანაირად მოემზადო, მაგრამ ის რასაც გიგზი აკეთებდა თითქმის გაუმკლავებელი იყო. ყოველთვის სხვადასხვა ხერხს იგონებდა, რათა გაგცდენოდა და თავის საქმეს იდეალურად ასრულებდა. უბრალოდ წამის მეასედში ჩაგიქროლებდა და შეიძლება ვერც მიმხვდარიყავი როგორ მოახერხა ეს.

ეს ყველაფერი ბუნებრივად ჰქონდა. ხელოვნური მასში არაფერი არ იყო, მხოლოდ ხალხის გასაოცებლად არაფერს აკეთებდა. რაც ყველაზე მეტად მომწონდა მასში, საოცრად თავმდაბალი იყო და თან ზუსტად იცოდა თავის შესაძლებლობები. როცა ბურთი ჩემს ფეხებს შორის ასე კლასიკურად გააძვრინა, არც აღფრთოვანება გამოუხატავს, არც ირონია, უბრალოდ მშვიდად განაგრძო მატჩი. მან, პატარა ბავშვმა, "იუნაიტედის" ძირითადი შემადგენლობის მარჯვენა მცველს აჯობა და მას ამაზე რეაქცია არ ჰქონია! ყველაფერი, რასაც აკეთებდა ბუნებრივი იყო. არაფერი ხელოვნური... უბრალოდ ხედავდა შესაძლებლობებს და ყველაფერს მაქსიმალურად იყენებდა. ესაა და ეს.

ამ ვარჯიშის შემდეგ, რა თქმა უნდა, ბრიუსი და ბრაიანი მოვიდნენ და ამ შემთხვევის განხილვა დაიწყეს. გავბრაზდი და შევუბღვირე კიდეც მათ, მაგრამ ვერაფერს ვიზამდი, ისინი მართლები იყვნენ. ბავშვმა საოცრად იმოძრავა, ყველაფერი იდეალურად გააკეთა და ყველამ, ვინც იმ დღეს გიგზი იხილა, იცოდნენ, რომ ის უბრალოდ საოცარი ფეხბურთელი იქნებოდა.

თან ამ ყველა საოცარ უნართან ერთად, მას სერ ალექსი ჰყავდა. ყველამ იცით, რა ფეხბურთელები აღზარდა ფერგიუსონმა: გიგზი, სქოულზი, ბატი, ბექჰემი, ნევილები... საოცარი თაობა იყო, საოცარი შემადგენლობა, შესანიშნავი გუნდი! როდესაც კლუბი დავტოვე, მწრთვნელი ყოველთვის მეპატიჟებოდა ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე. მეც არცერთ მატჩს არ ვტოვებდი და ვუყურებდი, თუ როგორ საოცრად ვითარდებოდნენ და იზრდებოდნენ ეს ბიჭები. ისინი თავად ბრწყინვალენი იყვნენ, მაგრამ მათ განსაკუთრებულობას სერ ალექსი მატებდა.

სერ ალექსი ყველასთვის იდეალური მწრთვნელი იყო. ის თავისუფლად სვამდა სკამზე ფეხბურთელებს, არ ეშინოდა ახალი სახეების შემადგენლობაში დაყენების, არ ეშინოდა სახელების. მოთამაშეებს ინტერვიუების მიცემის უფლება არ ჰქონდათ, არც სწრაფი მანქანების ყოლის უფლებას აძლევდა. შესაძლოა ერთი კარგი ფეხბურთელი მწრთვნელის სიდიადეზე არ მეტყველებდეს, მაგრამ ოთხი, ხუთი, ექვსი, მთელი შემადგენლობა... არ ვიცი რა უნდა ვთქვა. არავინ იცის, თუ რამდენად რთული იყო ეს სერ ალექსისთვის, მაგრამ ის ბრწყინვალე იყო და მისთვის სირთულეები არ არსებობდა. ამ ბიჭებს ძალიან გაუმართლათ, რომ სერ ალექსთან მოხვდნენ. განსავითარებლად და მსოფლიო დონის ფეხბურთელად ჩამოსაყალიბებლად უკეთეს ადგილს ვერც ინატრებდი.

რაიანს სწორი მწრთვნელი ჰყავდა, სწორ დროს და სწორ კლუბში. არ ვიცი რა მოხდებოდა თუ ის სხვა კლუბში აღმოჩნდებოდა, მაგრამ იმ მომენტში ყველაფერი ბრწყინვალედ წავიდა. ის და "მანჩესტერ იუნაიტედი" ერთად იდეალური წყვილი იყო. მან სხვების ოცნებაზე მეტს მიაღწია. საოცრად ბევრი შეძლო, ფეხბურთელები ამაზე არც ოცნებობენ.

ახალგაზრდობაში ყველა ლიგის მოგებაზე ოცნებობს.

მან ეს 13-ჯერ შეძლო.

ცამეტი.

და ამასთან ერთად ორი ევროპის თასი, ორი და რამდენიმე მცირე ტიტულიც, რომლებსაც აღარც კი ჩამოვთვლი.

ამის შემდეგ მე მის წინააღმდეგ მომიწია თამაში, როცა "შეფილდში" ვიყავი და გამოიცანით: ეს ისევ არ იყო მარტივი! მწრთვნელები მეუბნებოდნენ, რომ თავიდანვე მომეშორებინა, ადრეულ წუთებზევე ჩამერტყა და მეგრძნობინებინა, რომ იქ ვიყავი და ასეთი შუადღე ელოდა.

მაგრამ მთავარი ისაა, რომ გიგზს ესეც კი სიამოვნებდა. ის ფიზიკურად არასდროს გეხებოდა. სხვა ვინგერებს უბრალოდ რამდენიმეჯერ ჩაარტყამდი და ისინი აღარც ჩანდნენ, მაგრამ გიგზთან ესე ვერ ითამაშებდი. ის აქაც უნიკალური აღმოჩნდა და ამისგანაც კი სიამოვნებას იღებდა. ის უდავოდ რთული ბიჭი იყო.

ჩვენ შემდგომ ძალიან ბევრჯერ შევხვდით ერთმანეთს და ყოველთვის ვახსენებდი იმ პირველ შეხვედრას, სადაც ბურთი ფეხებს შორის გამიტარა. ამაზე ბევრს ვიცინოდით და საუბარს ვაგრძელებდით, მაგრამ მე პირადად ის დღე და ის მომენტი არასდროს დამავიწყდება.

როდესაც 15 წლის ბავშვს შეხვდები, შეუძლებელია დაზუსტებით იმის განსაზღვრა გახდება თუ არა ის დიდებული ფეხბურთელი. შეიძლება ბევრი რამ დახვდეს გზად. თუმცა არსებობს ძალიან ცოტა ადამიანი, რომლებიც იბადებიან იმისთვის, რომ სუპერვარსკვლავები იყვნენ და გიგზიც სწორედ მათ რიცხვშია.

თუ ერთხელ მაინც ნახავდით მის თამაშს, თუნდაც მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი იყო, მიხვდებოდით, რომ ის აუცილებლად გააკეთებდა ყველაფერს და შეუძლებელს შეძლებდა.

მას უნდა გაეკთებინა, უნდა გაეკეთებინა, აუცილებლად უნდა გაეკეთებინა.

ერთადერთი, რასაც მისი შეჩერება შეეძლო მხოლოდ ტრავმა იყო, რასაც ვერაფერს უზამ. მაგრამ, საბედნიეროდ, ის ჯანმრთელი იყო და თქვენ ყველამ სუპერვარსკვლავის დაბადებისა და გაზრდის ხანა იხილეთ.

ამდენი დრო გავიდა და დღემდე არავინ მინახავს გიგზზე უკეთესი. ის უბრალოდ ბრწყინვალე და დაუჯერებელი იყო და არც კი გამკვირვებია, რომ ყოველთვის საოცარ მატჩებს ატარებდა.

მე და ბრაიანი მართლები ვიყავით: ბიჭი სუპერვარსკვლავი იყო.


ავტორი: ვივ ანდერსონი

წყარო: ManUtd.com
სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
27 მარტი 2019 23:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
მან ეს 13-ჯერ შეძლო. love am
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
28 მარტი 2019 00:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დღევანდელ ფეხბურთში თითქმის არაა ასეთი გამოკვეთილი და ასეთი მაღალი დონის ვინგერი, უდიდესი ფეხბურთელი იყო რაიანი.
0
№3
ავტორი: ikeoni
28 მარტი 2019 00:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Saocari iyo raiani imena sheudarebeli
0
№4
ავტორი: zuranistelroy
28 მარტი 2019 01:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
პოლ სქოულზი უფრო დიდი ფეხბურთელი იყო და პიროვნულადაც და ყველაფრით ჯობია ამას იმ ინციდენტის მერე ავითვალწუნე..... პირველ რიგში კაცი უნდა იყოოო....
0
№5
ავტორი: bero123
28 მარტი 2019 08:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
ციტატა: zuranistelroy
პოლ სქოულზი უფრო დიდი ფეხბურთელი იყო და პიროვნულადაც და ყველაფრით ჯობია ამას იმ ინციდენტის მერე ავითვალწუნე..... პირველ რიგში კაცი უნდა იყოოო....

როგორც ფეხბურთელი მეც მირჩევნია. რა ინციდენტის მერე აითვალწუნე?
0
№6
ავტორი: Tyeshela
28 მარტი 2019 13:45
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 104
რაზე მეცინება იცით, მსოფლიო ფეხბურთის ყველა ლეგენდა პატივს ცემს რაიან გიგზს და ზოგადად მთელი საფეხბურთო სამყარო აღიარებს გიგსს. აი ეს ქართველები არ შემიძლია მოკლედ, თავისი პირადი საქმე რა სხვისი საქმეა. ჯერ გიგსმა მო**** ის გოგო და მაგისმა ყვერმა ძმამ მერე მოიყვანა ცოლად. არცერთი ნაციისთვის განხილვის თემა არაა გიგსის პირადი ცცოვრება და მაინცდამაინც ქართველები რატო უსვამთ ხაზს ყოველთვის.
0
№7
ავტორი: onlyred
28 მარტი 2019 15:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
მგონი ყველაზე დისციპლინირებული და მოწესრიგებული ბიჭი ფერგის ბიჭებში.
თამაში არ მახსოვს და პერიოდი ამაზე რომ კრიტიკა ყოფილიყო.
რეალმა რომ გააგდო ემიუ ლიგიდან ფერგის ბოლო წელს, სანამ ნანის გააგდებდნენ პერსონალურად მეურვეობდა ეს რონის და იმ წითელ ბარათამდე 37 წლის კაცმა 28 წლის სუპერვარსკვლავი აიყვანა.
არადა არასდროს ყოფილა ვინმეს ეთქვას ბექემის ზიდანის ან რონალდინიოს დონის ფეხბურთელიაო, არადა თავისთვის დინჯად აკურატულად ისე გაცდებოდა 2-3 კაცს თითქოს ეგ არაფერიო.
მერე გრძელ ბრიტანულ პასს გაუშვებდა, ან ისეთ ადგილას სივრცეს და თანაგუნდელს დაინახავდა და ბურთს შეაყოლებდა.
რიჟა ხო ცენტრიდან საოცარი იყო პასში დარტყმაში, ეს ფლანგიდან იყო ძალიან მაგარი მეპასე.
ჩემთვის მანჩესტერის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია
0
№8
ავტორი: zuranistelroy
28 მარტი 2019 16:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
Tyeshela
[ პასუხი ]
რამდენი ხანია მანჩეს ფანი ხარ? არამგონია ჩემზე დიდი 1999 წლიდან ვარ მანიუს ფანი და ძალიან გთხოვ ნუ მასწავლი რომელ ფეხბურთელზე რა აზრი მქონდეს ეს ჩემი აზრი შენი აზრი შენთვის შეინახე...... მთავარია პირველ რიგში მისაბაძი იყო ყველასთვის არამხოლოდ მოედანზე მოედნის გარეთაც კი ესეთი პოლი იყო იყო არის და იქნება მანჩეს ყველა ფანისთვის თავდაბალი და მოედანზე ცეცხლი და პოლი რომ გიგგზე დიდი ფეხბურთელი იყო ამაზე კამათი ზედმეტია მგონი.... მარტო რონალდინიოს ხავის ბექემის და კიდევ სხვა დიდი ფეხბურთელების კომენტარი მოისმინეთ მის შესახებ
0
№9
ავტორი: PaLoMo
28 მარტი 2019 19:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: bero123
ციტატა: zuranistelroy
პოლ სქოულზი უფრო დიდი ფეხბურთელი იყო და პიროვნულადაც და ყველაფრით ჯობია ამას იმ ინციდენტის მერე ავითვალწუნე..... პირველ რიგში კაცი უნდა იყოოო....

როგორც ფეხბურთელი მეც მირჩევნია. რა ინციდენტის მერე აითვალწუნე?


ძმის ცოლს აპობდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№10
ავტორი: Tyeshela
4 ივნისი 2019 17:54
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 104
ციტატა: zuranistelroy
Tyeshela
[ პასუხი ]
რამდენი ხანია მანჩეს ფანი ხარ? არამგონია ჩემზე დიდი 1999 წლიდან ვარ მანიუს ფანი და ძალიან გთხოვ ნუ მასწავლი რომელ ფეხბურთელზე რა აზრი მქონდეს ეს ჩემი აზრი შენი აზრი შენთვის შეინახე...... მთავარია პირველ რიგში მისაბაძი იყო ყველასთვის არამხოლოდ მოედანზე მოედნის გარეთაც კი ესეთი პოლი იყო იყო არის და იქნება მანჩეს ყველა ფანისთვის თავდაბალი და მოედანზე ცეცხლი და პოლი რომ გიგგზე დიდი ფეხბურთელი იყო ამაზე კამათი ზედმეტია მგონი.... მარტო რონალდინიოს ხავის ბექემის და კიდევ სხვა დიდი ფეხბურთელების კომენტარი მოისმინეთ მის შესახებ

modi mashin me getvi ro magrad ar mainteresebs da shen tviton sheimaxe sheni azri. chemtvis mtavaria manchestersi moedanze ras aketebs tore vis motynavs magrad ***ze maxatia. da pauli ra shuashia saertod ver mivxvdi. da vafshe comentaris seqcia imsitvisaa ro chemi azri gamovxato da shen asi weli ar shegekitxebi chemi azri chemtvis shevinaxo tu sajarod vtvqa
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top