თბილისი:
მანჩესტერი:
18-08-2017, 16:28
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2716,
კომენტარები: 10
ჟოზე მოურინიო მატჩის წინ
ჟოზე მოურინიო "სუონსისთან" მატჩის წინ.
ჟოზე მოურინიო მატჩის წინ
"სუონსისთან" მატჩის წინ ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებს გაესაუბრა.

რას იტყვით "სუონსის" და პოლ კლემენტის შესახებ ?

"ველოდები რთულ მატჩს. ეს იქნება მათი პირველი მატჩი ახალ სეზონში, რომელსაც ისინი სახლში ჩაატარებენ, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ იმისთვის, რომ ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ქულები მოიპოვონ. რაც შეეხება პოლ კლემენტს მან არაჩვეულებრივი სამუშაო გასწია. გასულ სეზონში გუნდი რთულ ვითარებაში იყო, მაგრამ მან მოახერხა და "სუონსი" პრემიერ ლიგაში დატოვა. ახალი სეზონი ვფიქრობ მათ კარგად დაიწყეს, "საუთჰემპტონთან" გასვლით მატჩში ქულის მოპოვება კარგი შედეგია."

ემხრობით იდეას, რომ სატრანსფერო ფანჯარა სეზონის დაწყებამდე დაიხუროს ?

"პრემიერ ლიგის წარმომადგენლებს გავესაუბრე და მათ ჩემი მოსაზრების შესახებ ვუამბე, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც უმრავლესობა მიიღებს. მალე ედ ვუდვორდსაც შევხვდები, ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებს გავუზიარებთ და ვფიქრობ საბოლოო გადაწყვეტილებასაც მალე მივიღებთ."

თქვენ რა აზრის ხართ ამ იდეაზე ?

"ჩვენ უნდა დავთანხმდეთ და მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რაც საბოლოოდ იქნება მიღებული. როგორც მენეჯერი მე მირჩევნია, რომ სატრანსფერო ფანჯარა რაც შეიძლება მალე დაიხუროს. შეთანხმებები მალე გაფორმდება და აღარავინ დაელოდება სატრანსფერო ფანჯრის ბოლო კვირას. აღარ გვექნება სიტუაცია, როდესაც ფეხბურთელი ახალ სეზონში ერთ მატჩს სხვა გუნდში ჩაატარებს, ხოლო დანარჩენ მატჩებს კი უკვე ახალ გუნდში."

"სხვა საკითხია ხომ არ გვემუქრება ფეხბურთელების დაკარგვა მაშინ, როდესაც ჩვენთან სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება, ხოლო სხვა ჩემპიონატებში კი ის კვლავ ღია იქნება ? ჩემი კითხვაა რამდენია ისეთი გუნდი მსოფლიოში, რომელიც შეძლებს და შეიძენს პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელებს ? ჩემი აზრით ძალიან ცოტა და რისკიც მინიმალურია. არც ერთი გუნდი არ გაყიდის მთავარ ფეხბურთელს, თუ მას არ ეყოლება მისი შემცვლელი. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორც საფეხბურთო მენეჯერი ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვა სეზონის დაწყებამდე უკეთესია."

ხართ ისევ მარკეტზე ? აპირებთ ფეხბურთელის შეძენას ?

"ვფიქრობ მარკეტზე არ ვართ, სხვა საკითხია თუ მოხდა ისეთი რამ, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს დავბრუნდეთ და შევეცადოთ ფეხბურთელის შეძენა. მე ვუთხარი მისტერ ვუდვორდს, რომ ჩვენ 4 ფეხბურთელი გვინდოდა, მაგრამ მას ასევე ვუთხარი, რომ ჩემგან არანაირი წნეხი არ იყო. მე ვიცი სატრანსფერო ბაზრის სირთულე, ჩვენ წინ გვაქვს როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა, ამიტომ ვუთხარი მე მას, რომ ჩემგან არანაირი წნეხი არ იქნებოდა და მე მზად ვიქნები მემუშავა იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც ახლა არიან ჩემ განკარგულებაში. თუ ვერ შევიძენთ მეოთხე ფეხბურთელს, მე მაინც კმაყოფილი და ბედნიერი ვარ ჩემი შემადგენლობით და მზად ვარ ახალი სეზონისთვის."

გასულ მატჩში 4:0 მოიგეთ, ამ შედეგმა რა თქმა უნდა იმოქმედა გუნდის თავდაჯერებულობაზე. არის თავდაჯერებულობა თქვენს ფეხბურთელებში ახლა ყველაზე მაღალი თქვენი აქ ყოფნის პერიოდში ?

"საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს უკვე იმისთვის, რომ 4:0 მოგების შემდეგ არ ვიფიქრო, რომ ჩემი გუნდი უკვე საუკეთესოა, საოცნებოა და მთავარი ფავორიტია. ჩვენ არ ვართ ფავორიტები, ჩვენ უბრალოდ ვართ გუნდი, რომელსაც გასულ სეზონთან შედარებით უფრო მეტი თავდაჯერებულობა და უფრო მეტი მუშაობის გამოცდილება აქვს."

"როდესაც გასულ მატჩს ვიხსენებ მე ბევრი კარგი რამ მახსენდება, მაგ 4:0 მოგების განმეორება პრემიერ ლიგაში არ არის მარტივი, მთავარია ის თამაშის ხარიხსი გავიმეოროთ, რომელიც წინა მატჩში ვაჩვენეთ. კარგი სათამაშო დისციპლინა, გოლის არ გაშვება, დინამიკა, შეტევა, გოლების გატანა, 1:0-ის შემდეგ კვლავ შეტევა, აი სწორედ ეს მინდა დავინახო ხვალინდელ მატჩში."

"ეს მხოლოდ დასაწყისია. გასულ სეზონში 3 მატჩში 9 ქულა გვქონდა, მაგრამ სეზონი მე-6 პოზიციაზე დავასრულეთ. მე არ მივცემ ფეხბურთელებს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ერთი მატჩი ფავორიტებს გვხდის. ჩვენ წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი."

ლუკ შოუ და ეშლი იანგი ბრუნდებიან

მოურინიომ ასევე დაადასტურა, რომ ლუკ შოუ და ეშლი იანგი ორშაბათს რეზერვისტებთან ერთად "სუონსისთან" გასამართ მატჩში მიიღებენ მონაწილეობას.
პრესკონფერენცია
10 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
18 აგვისტო 2017 16:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Ratqma unda Erti mogeba arafers ar nishnavs magram faqtia wels seriozuli gundi gveyoleba❤️
0
№2
ავტორი: giorgiginturi
18 აგვისტო 2017 16:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
მართალი ხარ ჟოზიკ wink რაც მთავარია თავში არ აუარდეთ ბიჭებს...
0
№3
ავტორი: yohan
18 აგვისტო 2017 16:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
დიდის ამბით ველოდები ხვალინდელ შეხვედრას და თუ იცით სილქ უნივერსალი უჩვენეებს?
0
№4
ავტორი: sandroo
18 აგვისტო 2017 17:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
ციტატა: yohan
დიდის ამბით ველოდები ხვალინდელ შეხვედრას და თუ იცით სილქ უნივერსალი უჩვენეებს?

ki dzma universalzea exa vnaxe.
xval 4-0 kide da rashfordis goli minda. marsiali marjvena flangeli mainc iyos ertad daayenebda magas da macuss mou
1
№5
ავტორი: Manstark_United
18 აგვისტო 2017 18:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ციტატა: sandroo
ციტატა: yohan
დიდის ამბით ველოდები ხვალინდელ შეხვედრას და თუ იცით სილქ უნივერსალი უჩვენეებს?

ki dzma universalzea exa vnaxe.
xval 4-0 kide da rashfordis goli minda. marsiali marjvena flangeli mainc iyos ertad daayenebda magas da macuss mou

davijero marto me maxsovs rashford marjvniv ro idga xolme? 2-3 tamashi itamasha marjvniv da sakmaod kargadac. rato ar sheidzleba samivem ertad daiwyos ver vxvdebi
0
№6
ავტორი: dachi_mu
18 აგვისტო 2017 19:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
xalxi mainc ambobs ro joze ayenebda 1-0 mere dacvashi :)
0
№7
ავტორი: sandroo
18 აგვისტო 2017 19:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
ციტატა: Manstark_United

davijero marto me maxsovs rashford marjvniv
ro idga xolme? 2-3 tamashi itamasha marjvniv
da sakmaod kargadac. rato ar sheidzleba
samivem ertad daiwyos ver vxvdebi

ravi memaxsovs ro tavidan centrforvardi iyo vangaalis dros da mere marsiali da marcusa ertad ro tamashobdnen rashfordi iyo centrshi da marsiali marcxniv an piriqit. marjvniv martla ar maxsendeba
0
№8
ავტორი: gache1991
18 აგვისტო 2017 21:26
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ეხლავ ერთი კრუპნი მოგება და შემდეგ ტურებში ფსიწოლოგიურათ წაგებულები გამოვლენ ჩვენ წინაამდეგ.მერვე ტურში ვხვდებით ლუზერპულს და მანამდე ყველა ქულა უნდა გვქონდეს აღებული :))
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
18 აგვისტო 2017 23:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სუონსისთანაც უნდა შევინარჩუნოთ ეს ხარისხი
0
№10
ავტორი: Phil Jones
19 აგვისტო 2017 01:40
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
სატრანსფერო აბებს აინც ვეწინააღმდეგები, ამან კი თქვა რამოდენიმე გუნდია და რისკის ალბათობა ნაკლებიო და მეც ზუსტად ეგ რაოდენიმე რეალაი და ბარსელონა მაფიქრებს თორე სევილიAში არავინ წAვა გუნდმა თუ არ გაუშვა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top