თბილისი:
მანჩესტერი:
16-12-2016, 11:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2378,
კომენტარები: 10
"შემსრულებლები". "კრისტალ პალასთან" მატჩის განხილვა
ლონდონში მოპოვებული სამი ქულის ტაქტიკური ანალიზი.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "სელჰერს პარკზე" გამართულ რთულ შეხვედრაში პოგბა-იბრაჰიმოვიჩის წყვილის წყალობით მოიპოვა გამარჯვება.

შემადგენლობა

"ტოტენჰემთან" მატჩი ჟოზე მოურინიოს გუნდისთვის სამაგალითო იყო. საუბარია არა მარტო თამაშის ხარისხზე, არამედ შემსრულებლებზეც. კერიკი და ერერა საყრდენ ზონაში ანდერის წინ ჩართვით, პოგბა, როგორც მთელი გუნდის ფუძე და მთავარი კრეატიული ფეხბურთელი, სწრაფი ფლანგები მარსიალისა და მხითარიანის სახით და დამრტყმელი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი. იდეალურია, იმის ფონზეც კი, რომ მარსიალი თავის საუკეთესო ფეხბურთს ვერ აჩვენებს, მაგრამ არსებითად ეს შემსრულებელთა ის ტიპია, რომლებიც მოცემულ პოზიციაზე უნდა იყვნენ.

ტრამვმის, დისკვალიფიკაციისა და როტაციის გამო "კრისტალ პალასთან" კომპრომისზე წასვლა გახდა საჭირო: გუნდს არ ჰქონდა სწრაფი ფლანგები და თავის განკარგულებაში ერთნაირი ტიპის შემსრულებლები ჰყავდა.

"შემსრულებლები". "კრისტალ პალასთან" მატჩის განხილვა


რატომ ამართლებს სქემა "ტოტენჰემთან" და თითქმის ფლავდება "კრისტალ პალასთან"? რთულია იმის უარყოფა, რომ "იუნაიტედის" ფეხბურთი იდეალურისგან ძალიან შორის იყო.

პასუხი მარტივია: შემსრულებლები.

ჟოზე მოურინიომ, შეიძლება ითქვას, პოლ პოგბასთვის იდეალური პოზიცია იპოვა. მეტოქის კარის სიახლოვეს თამაშისას პოლი უფრო ნაკლებად ფიქრობს თავდაცვაზე და კონცენტრირებულია იმაზე, რაც ყველაზე კარგად გამოსდის - შექმნა. პრობლემა იმაშია, რომ ეს პოზიცია საუკეთესოა როგორც მატასთვის, ისე რუნისთვის. სწორედ ამიტომ იწევენ ცენტრში ხშირად და ფლანგიდან თამაში იკარგება. ცენტრი იტვირთება, გუნდს კი ორგანიზება და თავისი შეტევის ჭკვიანურად დასრულება უჭირს, რადგანაც მეტოქის დაცვა ცენტრზე ახდენს მთელი ძალების კონცეტრირებას და უფრო ადვილად იცავს თავს.

გუნდმა თავისი საუკეთესო ფეხბურთი მაშინ აჩვენა, როცა რუნი და მატა ლინგარდმა და რეშფორდმა შეცვალეს.

შედარებისთვის, "ტოტენჰემთან" მარსიალისა და მხითარიანის გადაადგილების სითბური რუკები - მარცხნივ, რუნისა და მატას გადაადგილება გუშინდელ მატჩში - მარჯვნივ.

"შემსრულებლები". "კრისტალ პალასთან" მატჩის განხილვა

"შემსრულებლები". "კრისტალ პალასთან" მატჩის განხილვა


აშკარა გადახრა მოედნის ცენტრისკენ მეორე შემთხვევაში

გადამწყვეტი ფეხბურთელი

"იუნაიტედის" ოფიციალურმა "თვითერმა" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე სამი ფეხბურთელი წარადგინა: ფილ ჯონსი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და მაიკლ კერიკი. ცოტა ხანს იფიქრეს და პოგბაც დაამატეს.

"შემსრულებლები". "კრისტალ პალასთან" მატჩის განხილვა


საბოლოოდ, სიურპირად არ ქცეულა, რომ ადამიანმა, რომელმაც გაიტანა გოლი და გააკეთა საგოლე გადაცემა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო დაიმსახურა.

"შემსრულებლები". "კრისტალ პალასთან" მატჩის განხილვა


უკვე აღვნიშნეთ, რომ ჟოზემ პოგბას მოედანზე იდეალური პოზიცია უპოვა და ამას თავისი შედეგები მოაქვს. პოგბამ შეტევაში 32 პასი გააკეთა. უახლოესი მაჩვენებელი აქვს მაიკლ კერიკს - 20. ამ 32 პასში შედის საგოლე გადაცემა და 3 გადამწყვეტი პასი - ასევე საუკეთესო მაჩვენებელია მომენტების შექმნის მხრივ.

"შემსრულებლები". "კრისტალ პალასთან" მატჩის განხილვა


მშრალი ციფრები ამ გადაცემების სილამაზეს ვერ აჩვენებენ, პოგბას საფირმო "გადაგდებები" ხომ ეფექტურიცაა და ეფექტიანიც. თანაც არა პირველად ამ სეზონში.



ასევე უნდა აღინიშნოს მატჩის გადამწყვეტი პასი:



მეტოქე

"კრისტალ პალასი" ამ სეზონში გადარჩენისთვის იბრძვის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სამ მატჩში ალან პარდიუს გუნდმა 10 გოლი გაიტანა, კვლავ დიდ პრობლემებს განიცდიან.

ანტონიო ვალენსიას არყოფნაში ალან პარდიუს, ალბათ, მატეო დარმიანის გამოჩენის იმედი ჰქონდა, როგორც უილფრიდ ზაჰას იდეალური "კლიენტისა", მაგრამ მოურინიომ, ყველასთვის მოულოდნელად, ფლანგზე ერიკ ბაიი გაამწესა, რაც ძვირად დაუჯდა გუნდს - ერიკის მორიგი ტრავმა, მოურინიოს თქმის, უკვე მეორე ფეხზე.

დარმიანია, მაინც გამოვიდა მოედანზე და 14 წუთში "იუნაიტედმა" მატეოს ფლანგიდან გოლი გაუშვა.

შეტევის განმავლობაში, რომელიც საჯარიმოდან ჩაწოდებას მოჰყვა, დარმიანმა ორჯერ მოიგერია ბურთი მეტოქის მიმართულებით და ერთხელ მოტყუვდა.



თუმცა ეს როდი აქარწყლებს პოგბას დანაშაულს იმაში, რომ მაკარტური გაუშვა. ყურადღება მიაქციეთ, რომ პოლი მარკუსს უჩვენებს, უკან მდგომი ფეხბურთელი დაკეტოს (მგონი, ბენტეკე იყო) და როხო კადრში მითითებულ პოზიციაზე გადადის. ამ დროს კი მაკარტური პოგბას ზურგს უკან ჩაირბენს.

"შემსრულებლები". "კრისტალ პალასთან" მატჩის განხილვა


"კრისტალ პალასის" კარგი შეტევა ერთი შეხებით.

მასპინძლებს ამ მატჩის აქტივში შეტანა და ერთი ქულის აღება შეეძლოთ, მაგრამ გამარჯვება ხელიდან გაუშვეს, რასაც, ჩემი აზრით, ბოლო წუთებზე მაკრატურის შეცვლამ შეუწყო ხელი. პარდიუს არ უნდა გაეუმჯობესებინა ის, რაც კარგად მუშაობდა.



მსაჯი

კრეიგ პოუსონმა ორივე მხარის გახარება და გაბრაზება მოახერხა. ის შემთხვევა, როცა იმდენად ბევრი შეცდომაა, რომ ერთმანეთის კომპენსირებას ახდენს და არც ისე ცუდი გამოდის.

მაგალითად, "კრისტალ პალასის" გულშემატკივრებს ნამდვილად შეუძლიათ იმაზე მითითება, რომ მარკოს როხო მოედნიდან არ გააძევეს ორი ფეხით კიდევ ერთხელ ვარდნის გამო.

"შემსრულებლები". "კრისტალ პალასთან" მატჩის განხილვა


"იუნაიტედის" გულშემატკივრები კი უყურადღებოდ არ ტოვებენ მასპინძლების საჯარიმოში ხელით თამაშს, რამაც მარკოსს კარში დარტყმაში შეუშალა ხელი.

"შემსრულებლები". "კრისტალ პალასთან" მატჩის განხილვა


პირველი გოლის მომენტში ზლატანმაც კი არ უარყო, რომ შეიძლებოდა ხელზე მოხვედროდა ბურთი.



აი, ხუან მატას გოლის გაუქმების მიზეზს კი ნამდვილად ვერ ვხვდები



დასკვნა

ბოლო ორი მატჩიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ მოურინიომ თავის სქემაში ფეხბურთელთა იდეალური თავსებადობა იპოვა, მაგრამ როცა საქმე როტაციას ეხება ან დისკვალიფიკაცია და ტრავმები ერევა საქმეში, ხარისხი ეცემა, რადგანაც მოურინიოს სწორი და სრულფასოვანი შემცვლელები უბრალოდ არ ჰყავს ფეხბურთელთა ერთნაირობის გამო (მატა, რუნი) ან სუსტი ამჟამინდელი ფორმის გამო (დეპაი, რეშფორდი, მარსიალი).

სეზონის დასაწყისში მწვრთნელი აცხადებდა, რომ მისთვის ჩვეული არ არის ასეთი რაოდენობის ფეხბურთელებით თამაში, რის შედეგადაც მემფისი და მორგანი მატჩის მიღმა რჩებიან. მოურინიოს სტაბილურობა სჭირდება, არასდროს უთამაშია როტაციით და სიმართლე ვთქვათ, არც "იუნაიტედში" ღირს ამის კეთება. დეპაისა და შნეიდერლინის წასვლის შესახებ გავრცელებული ჭორები სულაც აღარ იქნება ჭორები და, რაც უფრო მთავარია, მათ აუცილებლად როდი უპოვნიან შემცვლელებს. შემადგენლობის ათამაშება მინიმალური როტაციით და ტრავმებისგან თავდაღწევა რომ მოხერხდეს, მაშინ სტაბილურ მონაკვეთზე ოცნება და 5,6,7 და მეტი გამარჯვების მოპოვებაც შეიძლება.

და თუ მომავალში გავიხედავთ, საზაფხულო ფანჯარაზე, მაშინ ჟოზე, ალბათ, მისთვის შესაფერის შემსრულებლებს მოძებნის შემცვლელად, ასე რომ, კიდევ ერთ მასშტაბურ სატრანსფერო ფანჯარას თავს ვერ დავაღწევთ.

მანამდე კი სამი გამარჯვება ზედიზედ, 3 ნოემბრის შემდეგ წაუგებელი სერია და პრემიერ ლიგის სასიხარულო კალენდარი, რომელიც "ვესტ ბრომვიჩს", "სანდერლენდსა" და "მიდლსბროს" დაპირისპირებებს მოიაზრებს ახალ წლამდე.

ბონუსი

იმედგაცრუებულმა ერიკ ბაიიმ თავისი მაისური გულშემატკივარს მისცა, რომლის რეაქციაც ფლეგმატური იყო.



ავტორი: ალექსანდრ კორენევი
სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
16 დეკემბერი 2016 11:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძალიან კარგი გადაცემა აქვთ რუსებს და ჩემი აზრით საუკეთესოდ განიხილავენ მატჩებს
1
№2
ავტორი: GeorgeBest
16 დეკემბერი 2016 11:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მერამდენე მატჩია მსაჯები საზიზღრად გამოიყურებიან, ძალიან ბევრი და უაზრო შეცდომაა ხოლმე როგორც წესი. ამ შემთხვევაში ორივე მხარეს იყო

ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ფლანგზე სწრაფი ფეხბურთელების არ არსებობაა, ვინც ფლანგზე დგას უმეტესად ცენტრისკენ იწევს და იქიდან იწყებს შეტევებს რაც მაგრად ტეხავს
1
№3
ავტორი: nika_nikusha
16 დეკემბერი 2016 11:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
ვალენსია----ბაი----სმოლინგი----ბლინდი

ერერა კერიკი

მხითო მატა პოგბა

იბრა
0
№4
ავტორი: Manstark_United
16 დეკემბერი 2016 12:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
შეიძლება ვან გაალს ქაღალდზე ჰქონდა უკეთესი შედეგები,მაგრამ ამ გუნდის ყურება შეიძლება,ვან გაალის გუნდისგან განსხვავებით. ამ იუნაიტედს გოლი არ ჩაუთვალეს,პენალტი არ დაუდეს და მაინც მოიგო.ვან გაალი დამარცხებას შეეგუებოდა,მსაჯებს დააბრალებდა და ალბათ ძირს ვარდნის რაიმე სოლოშესრულებას შემოგვთავაზებდა.ჟოზე უფრო მეტად ახერხებს ფეხბურთელებში მონდომების გაღვიძებას და რაც მთავარია ტაქტიკურად გათვლილი,სწორი ტრანსფერები გააკეთა.არის რაღაცეები გამოსასწორებელი,მაგრამ ხალხო ჯერ 4 თვეა რაც ჟოზე მუშაობს და მე პირადად ვხედავ რაღაც შედეგს. ცოტა აკლია გუნდს და ევროპის ლიგის უპირობო ფავორიტი იქნება (უკვე არის,მაგრამ კითხვის ნიშნები ჩანს).ცოტა აკლია გუნდს,რომ სიტის და ტოტენჰემს დაეწიოს და ოთხეულისთვის იბრძოლოს.თასზე კარგი გამოსვლა გვაქვს.ამ წუთას არ შეიძლება ჟოზეს კრიტიკა,თამაშის ხარისხს ასწორებს რაც მთავარია და უიღბლობის სერია,რომ დასრულდება შედეგიც დაიდება.
0
№5
ავტორი: Gigo
16 დეკემბერი 2016 12:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
ციტატა: Manstark_United
შეიძლება ვან გაალს ქაღალდზე ჰქონდა უკეთესი შედეგები,მაგრამ ამ გუნდის ყურება შეიძლება,ვან გაალის გუნდისგან განსხვავებით. ამ იუნაიტედს გოლი არ ჩაუთვალეს,პენალტი არ დაუდეს და მაინც მოიგო.ვან გაალი დამარცხებას შეეგუებოდა,მსაჯებს დააბრალებდა და ალბათ ძირს ვარდნის რაიმე სოლოშესრულებას შემოგვთავაზებდა.ჟოზე უფრო მეტად ახერხებს ფეხბურთელებში მონდომების გაღვიძებას და რაც მთავარია ტაქტიკურად გათვლილი,სწორი ტრანსფერები გააკეთა.არის რაღაცეები გამოსასწორებელი,მაგრამ ხალხო ჯერ 4 თვეა რაც ჟოზე მუშაობს და მე პირადად ვხედავ რაღაც შედეგს. ცოტა აკლია გუნდს და ევროპის ლიგის უპირობო ფავორიტი იქნება (უკვე არის,მაგრამ კითხვის ნიშნები ჩანს).ცოტა აკლია გუნდს,რომ სიტის და ტოტენჰემს დაეწიოს და ოთხეულისთვის იბრძოლოს.თასზე კარგი გამოსვლა გვაქვს.ამ წუთას არ შეიძლება ჟოზეს კრიტიკა,თამაშის ხარისხს ასწორებს რაც მთავარია და უიღბლობის სერია,რომ დასრულდება შედეგიც დაიდება.

savsebit getanxmebi zma jozes cota dro unda da gundi ikvreba nel nela wels saocar migwevebs dagvidebs rac amdeni welia argvinaxavs da monatrebuli vart gundi fexburts tamashobs brma unda iyo xo rom ver shexedo
0
№6
ავტორი: shotkin
16 დეკემბერი 2016 13:59
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: გიორგი
მერამდენე მატჩია მსაჯები საზიზღრად გამოიყურებიან, ძალიან ბევრი და უაზრო შეცდომაა ხოლმე როგორც წესი. ამ შემთხვევაში ორივე მხარეს იყო

ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ფლანგზე სწრაფი ფეხბურთელების არ არსებობაა, ვინც ფლანგზე დგას უმეტესად ცენტრისკენ იწევს და იქიდან იწყებს შეტევებს რაც მაგრად ტეხავს

ხო მსაჯები ცალკე თემაა მარა მანცესტერმა ეს თამაში კრისტალპალასს კაირა მსაჯებსაც მოუგო!! ზოგადად მეგონა მარტო ჩვენთან ცოდავდნენ მარა ეს ბოლო ტურებია სხვა გუნდებთანაც ძაან ცოდავენ საერთოდ დაეშვა მსაჯობის დონე და მისახედია ეგსაკითხი ან ვინმე რო უყურებდა კომპეტენტური პირი მაგ თამაშ ხო უნდა მიიღოს რამე ზომები რო მსაჯობა უკეთესი გახდეს და გამოსწორდე??? ისე მსაჯობენ ესენი თავისუფლად შეუძლიათ ამათ ჯამში სეზონის ჩემპიონის ბედი გადაწყვიტონ აგერ მერამდენე თამაშია (აქ უკვე აღარ გამოუვიდათ) ქულებს გვაკარგვინებენ ბრავოს ეპიზოდი არდამავიწყდება და არც დავიდ ლუიზის და კიდე ბევრი სხვა. რაცსეეხება ფლანგებს მხითარიანი მგონი მაგპრობლემას მარჯვნივ მოაგვარებს მარა მარსიალი მაფიქრებს ძაან შარშან ყველას გვეგონა რო წელს როგორც მინიმუმ იგივე მარსიალს ვნახავდით ან მოუმატებდა მარა პირიქით ძაან მოუკლო და უკვე დეკემბერია ეს ცუდია რეალურად მაგას ვერც რეშფორდი შეცვლის 100% ით ვერც ვერავინ დეპაიზე ხო ლაპარაკი ზედმეტია არც რუნის ამრცხენაფლანგელობაა დიდი შვება და ჯობია ზამთარში პაიე მართლა იყიდონ 20 მილიონად და ზაფხულში გრიზმანი
0
№7
ავტორი: Gamkrelidze
16 დეკემბერი 2016 15:19
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
პროგრესი სახეზეა! პროსტა 4-4-2 ცადოს და რუნი-იბრა გაუშვას წინ რაა derpwhy
1
№8
ავტორი: stepno
16 დეკემბერი 2016 16:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: GaMkReLa
პროგრესი სახეზეა! პროსტა 4-4-2 ცადოს და რუნი-იბრა გაუშვას წინ რაა derpwhy

როგორ მინდა მეც მქონდეს იმედი რუნის რა მაგრად მიყვარს მაგრამ რო უყურბ გული მისკდება რაა:(( სულ არაფრისგან ქმინდა მომენტს და იტანდა და ეხლა პირიქით
0
№9
ავტორი: ROONEY-RUNI
16 დეკემბერი 2016 17:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ციტატა: GaMkReLa
პროგრესი სახეზეა! პროსტა 4-4-2 ცადოს და რუნი-იბრა გაუშვას წინ რაა derpwhy



100% გეთანხმები ძმა რუნის ჯერ კიდე შეუძლია ტამაში
0
№10
ავტორი: ikeoni
16 დეკემბერი 2016 20:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Msajebi ro dedas itynaven magaze bazarii araa
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top