თბილისი:
მანჩესტერი:
პირველი გუნდი 2017/18
ალექსის სანჩესი
სანჩესი
7
ალექსის სანჩესი
დაბ. თარიღი: 19/12/1988
დაბ. ადგილი: სანტიაგო
ქვეყანა: ჩილე
სიმაღლე: 169 სმ
წონა: 62 კგ
პოზიცია: თავდამსხმელი
ტურნირი
პრემიერ ლიგა 12 12 0 2 3 1 0
ჩემპიონთა ლიგა 2 1 1 0 0 1 0
ლიგის თასი 0 0 0 0 0 0 0
ინგლისის თასი 4 4 0 1 2 0 0
უეფას სუპერთასი 0 0 0 0 0 0 0
ამხანაგური მატჩი 0 0 0 0 0 0 0
სულ 18 17 1 3 5 2 0
გოლები და საგოლე გადაცემები
გოლი
საგოლე პასი
ჩატარებული მატჩები
სასტარტო შემადგენლობაში
შეცვლაზე შემოსული
საკლუბო (შიდა) სტატუსი სეზონი კლუბი
ინგლისის სუპერთასი
გამარჯვებული
2017/2018 არსენალი არსენალი
ინგლისის თასი
გამარჯვებული
2016/2017 არსენალი არსენალი
ინგლისის სუპერთასი
გამარჯვებული
2015/2016 არსენალი არსენალი
ინგლისის სუპერთასი
გამარჯვებული
2014/2015 არსენალი არსენალი
ინგლისის თასი
გამარჯვებული
2014/2015 არსენალი არსენალი
ესპანეთის სუპერთასი
გამარჯვებული
2013/2014 ბარსელონა ბარსელონა
ლა ლიგა
გამარჯვებული
2012/2013 ბარსელონა ბარსელონა
ესპანეთის თასი
გამარჯვებული
2011/2012 ბარსელონა ბარსელონა
ესპანეთის სუპერთასი
გამარჯვებული
2011/2012 ბარსელონა ბარსელონა
საკლუბო (საერთაშორისო) სტატუსი სეზონი კლუბი
უეფას სუპერთასი
გამარჯვებული
2011/2012 ბარსელონა ბარსელონა
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი
გამარჯვებული
2011 ბარსელონა ბარსელონა
სანაკრებო სტატუსი სეზონი ნაკრები
კოპა ამერიკა
გამარჯვებული
2016 ჩილე ჩილე
კოპა ამერიკა
გამარჯვებული
2015 ჩილე ჩილე
ალექსის სანჩესის ბუნებრივი ნიჭი და გლობალურ ვარსკვლავად ქცევის უნარი პატარაობიდანვე ნათელი იყო.

მხოლოდ 16 წლის იყო, როცა 2005 წლის თებერვალში "კობრელოას" პირველი გუნდის რიგებში მისი დებიუტი შედგა. ეს კლუბი მისი სამშობლოს ჩრდილოეთით, მსოფლიოს ყველაზე დიდი კრატერის, ჩუკიკამატას სიახლოვეს მდებარეობს.

მწვრთნელმა, რომელმაც მას თავის გამოჩენის საშუალება მისცა, ნელსონ აკოსტამ 2011 წელს "ტელეგრაფისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: "როგორც წესი, ახალგაზრდა ბიჭებს რაღაც აკლიათ, იქნება ეს უნარები, ხედვა თუ მეტოქის მოტყუება. მაგრამ არა ალექსისს. ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა."


მოსალოდნელი იყო ის ინტერესი, რომელსაც ევროპელი სკაუტები ალექსისის მიმართ იჩენდნენ, 2006 წელს "უდინეზემ" აპრილის თვეში ყველას დაასწრო და ჩილელი თავის რიგებში გადაიბირა, თუმცა, მაშინვე გაანათხოვრა ჩილეს სხვა კლუბში, "კოლო კოლოში", რის შემდეგაც იტალიურმა კლუბმა მას გზა არგენტინაში მოუძებნა და ამჯერად "რივერ პლეიტს" მიაბარა. ორივე სამხრეთ ამერიკულ კლუბთან ერთად ჩემპიონატის მოგების შემდეგ სანჩესი იტალიაში დაბრუნდა და "უდინეზეს" გუნდის უცვლელი წევრი გახდა სამი სეზონის განმავლობაში.

112 მატჩში გატანილი 21 გოლისა და სერია A-ში ნაჩვენები არაერთი შთამბეჭდავი მატჩის შემდეგ 2011 წლის ზაფხულს ალექსისს "ბარსელონამ" უხმო, რაც უარით არ გაუსტუმრებია ფეხბურთელს, რომელიც კატალონიელთა ისტორიაში პირველი ჩილელი მოთამაშე გახდა.

"ნოუ კამპზე" გატარებულ თავის პირველ სეზონში სანჩესი ლიონელ მესისა და დავიდ ვილიასთან ერთად შთამბეჭდავ ტრიოს ქმნიდა შეტევის ხაზში, რის ხარჯზეც მან კოპა დელ რეი, ესპანეთის სუპერ თასი, UEFA-ს სუპერ თასი და FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით.

მან ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2012/2013 წლებში ლა ლიგაში მიღწეულ ტრიუმფში, როცა ყველა ტურნირზე 11 გოლი გაიტანა, სანამ თავის უმაღლეს ნიშნულს მიაღწევდა ესპანეთში ყოფნისას 21 გოლითა და 14 საგოლე გადაცემით.

თუმცა, 2013/14 წლების სეზონში "ბარსელონას" რიგებში ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი გადავიდა, რაც სანჩესის კატალონიური კარიერის დასასრული იყო. ამის შემდეგ ჩილელმა ახალი გამოწვევა მიიღო და პრემიერ ლიგაში "არსენალს" შეუერთდა 30 მილიონ ფუნტად.


უნივერსალურ შემტევს დიდი ხანი არ დასჭირვებია, სანამ ჩრდილოეთ ლონდონში ფეხს მოიკიებდა. თავისი პირველი ტიტული "მეთოფეთა" რიგებში სადებიუტო შეხვედრაშივე აღმართა, როცა არსენ ვენგერის გუნდმა 2014 წლის ქომუნითი შილდის თასზე "მანჩესტერ სიტი" 3-0 დაამარცხა.

დედაქალაქში გატარებულმა პირველმა შთამბეჭდავმა სეზონმა ალექსისს ბევრი თაყვანისმცემელი გაუჩინა და იმ წელს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის წლის საუკეთესო გუნდშიც მოხვდა, გარდა ამისა კი დასახელდა "არსენალის" წლის საუკეთესო ფეხბურთელად. FA თასის ფინალში "ასტონ ვილას" კარში გატანილი გოლით კი ჩილელმა თავისი სეზონური მონაგარი 25 გოლამდე აიყვანა, რაც შესანიშნავ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს.

მიუხედავად იმისა, რომ 2015/16 წლების სეზონის გარკვეული ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა, ალექსისმა მაინც მოახერხა მეტოქეთა კარის აღება 17-ჯერ, რასაც მოჰყვა "არსენალის" მაისურით ჩატარებული უკანასკნელი სრული სეზონი.

გასულ წელს მან არაერთი თვალსაჩინო მომენტი შემოგვთავაზა თავისთვის ფენომენალურ სეზონში და კიდევ ერთხელ გახდა "არსენალისა" და პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის წლის საუკეთესო მოთამაშე.

მეტწილად შეტევაზე ორიენტირებულმა ალექსისმა თავისი საუკეთესო სეზონი ჩაატარა და კარიერაში პირველად გაიტანა ერთ სეზონში 30 გოლი, რასაც 17 საგოლე გადაცემა დაურთო.

მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შესანიშნავი მოთამაშეა, ითამაშა რა გადამწყვეტი როლი FA თასზე "მეთოფეთა" მორიგ წარმატებაში. გათამაშების ნახევარფინალში ჩილელმა დამატებით ტაიმში გამარჯვების გოლი გაუტანა "მანჩესტერ სიტის", ფინალში კი სწორედ მის სახელს ეკუთვნის უსწრაფესი გოლი - შეხვედრის 229-ე წამზე სანჩესმა "ჩელსის" კარი აიღო და თავისი გუნდი დააწინაურა შეხვედრაში, რომელიც "მეთოფეებმა" 2-1 მოიგეს.

ალექსისი თავის მსოფლიო დონეს არამარტო საკლუბო, არამედ საერთაშორისო მატჩებშიც აჩვენებდა. ჩილეს ნაკრებში მისი დებიუტი 17 წლის ასაკში, 2006 წლის აპრილში შედგა და მას შემდეგ გუნდის მნიშვნელოვან ფიგურად იქცა. სანაკრებო მოგონებებს მიეწერება 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მისი წარმატებული ასპარეზი და კოპა ამერიკას ორჯერ მოგება, რომელთაგან ერთ-ერთში სწორედ მან გაიტანა გადამწყვეტი 11-მეტრიანი არგენტინასთან.

სანჩესი არის ჩილეს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი 38 გოლით და "მანჩესტერ სიტის" მეკარე კლაუდიო ბრავოსთან ერთად მას ყველაზე მეტი, 115 მატჩი აქვს ჩატარებული თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების რიგებში, მაგრამ სამწუხაროა, რომ მას მიმდინარე წლის ზაფხულს რუსეთში გასამართ მსოფლიო პირველობაზე ვერ ვიხილავთ, ვინაიდან ჩილელებმა საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახეს.

გასულ ზაფხულს კონფედერაციის თასზე მიღებული ტრავმის შემდეგ ალექსისმა მიმდინარე სეზონი კულისებს მიღმა დაიწყო, მაგრამ ფორმაში ჩადგომის შემდეგ მან კვლავ გამოავლინა თავისი უნარები და შობამდე 8 გოლს მოუყარა თავი. 

ბოლო პერიოდში კი ხშირი იყო საუბრები სანჩესის მომავალთან დაკავშირებით, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედმა" უდიდეს კონკურენციას სძლია და 22 იანვრიდან ჩილელი თავის სამსახურში ჩაიყენა.

მისი კრეატიულობა და ტექნიკური აღჭურვილობა, შეტევის ხაზში ნებისმიერ პოზიციაზე თამაშის უნარი მას ერთ-ერთ დამრტყმელ ძალად აქცევს და ჟოზე მოურინიოს უჩენს მორიგ თავის ტკივილს. ინგლისის თასზე, პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლების მქონე სანჩესი იმედოვნებს, რომ თავისი ტიტულების სიას მიმდინარე სეზონში კიდევ შემატებს რამდენიმე თასს, "იუნაიტედის" გულშემატკივარი კი მხოლოდ ბედნიერი იქნება, თუკი ჩილელის მოლოდინი გამართლდება.

ავტორიზაცია

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

19 მაისი 2018, 20:15
იუნაიტედი0
ჩელსი1
ინგლისის თასი
13 მაისი 2018, 18:00
იუნაიტედი1
უოტფორდი0
პრემიერ ლიგა
10 მაისი 2018, 22:45
ვესტ ჰემი0
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
ჩელსი19 მაისი
უოტფორდი13 მაისი
ვესტ ჰემი10 მაისი

სეზონის საუკეთესო

დავიდ დე ხეა
1
დავიდ დე ხეა

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

წიგნები

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top