თბილისი:
მანჩესტერი:
2-04-2020, 15:55
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1053,
კომენტარები: 6
რობინ ვან პერსიმ ერთი ამბავი გაიხსენა
ფერგიმ 2 მოთამაშე მიწასთან გაასწორა.
რობინ ვან პერსიმ ერთი ამბავი გაიხსენა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, რობინ ვან პერსიმ 2013 წელს მომხდარი ამბავი გაიხსენა. "სიტისთან" მარცხის შემდეგ, სერ ალექს ფერგიუსონმა გასართობად წასული ორი ფეხბურთელი ფაქტიურად გაანადგურა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში სადებიუტო სეზონს ვატარებდი და იმ მომეტისთვის პრემიერ ლიგაში მეორეადგილოსანს 15 ქულით ვუსწრებდით. შემდეგ სიტის ვუმასპინძლეთ, 2-1 დავმარცხდით და ჩვენი უპირატესობა 12 ქულამდე შემცირდა. მთავარი მწვრთნელების უმრავლესობა ამისგან ტრაგედიას არ შექმნიდა, მაგრამ ფერგი წაგებამ უბრალოდ გააცოფა. "სიტისთან" მარცხის შემდეგ, "მანჩესტერის" ორი ფეხბურთელი გასართობად წვეულებაზე წავიდა. სახელებს რათქმაუნდა არ დავასახელებ.

მომდევნო დღეს, ფერგიმ გასახდელში ფოტოები გვაჩვენა, რომლებზეც აღბეჭდილი იყო თუ როგორ ერთობოდა ის ორი მოთამაშე წინა ღამით. ამის შემდეგ შოტლანდიელმა გუნდს ასე მიმართა: "ბიჭებო, თუ ჩემპიონები ვერ გავხდებით, ამ ორი პრ***ს ბრალი იქნება, რომლებმაც ღამით გასართობად წასვლა გადაწყვიტეს". ფერგიმ ისინი მიწასთან გაასწორა. წარმოიდგინეთ, მას ჰქონდა ფოტოები, რომლებზეც მათი გართობის თითეული საათი იყო დაფიქსირებული.

ამ ყველაფრის შემდეგ ბოსმა ყველას მოგვმართა. თუ ტიტულის დასაკუთრებამდე, რომელიმე ფეხბურთელი გასართობად წავიდოდა, მას გუნდის დატოვება მოუწევდა. ის უბრალოდ შეუბრალებელი იყო და ასე მოგვმართა: "არ მაინტერესებს ვინ ხარ, არ მაინტერესებს რამდენი თასი მოგიგია. თუ სეზონის დასრულებამდე გასართობად წახვალ, შენ აქ ვეღარ ითამაშებ რადგან გაგყიდი.

ამის შემდეგ, ორი ისეთი რთული ვარჯიში მქონდა, რომელთა მსგავსიც ცხოვრებაში არასდროს მქონია. ფერგიმ ზუსტად იცოდა, როდის უნდა ყოფილიყო მკაცრი და როდის ლმობიერი.

ალბათ ყველა თქვენგანს ახსოვს, რომ იმ წელს ჩემპიონი რათქმაუნდა "მანჩესტერ იუნაიტედი" გახდა.

https://www.football365.com/
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Maguire_Harry1
2 აპრილი 2020 16:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
გიჟი იყო გიჟიი
1
№2
ავტორი: temo-scholes
2 აპრილი 2020 16:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1454
ზომიერება ყველგან და ყველაფერში კარგია... ეს ფერგიმ იცოდა იდეალურად და გუნდზეც შესაბამისად მოქმედებდა...
1
№3
ავტორი: Mishiko82
2 აპრილი 2020 20:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
ფერგის დონის მწვრთნელი ფეხბურთის ისტორიაში თითებზე ჩამოსათვლელები არიან.
1
№4
ავტორი: ikeoni
2 აპრილი 2020 20:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8712
არ გვიკვირს და მეტწილად ეგეთი მიდგომის დამსახურებაა ესეთი მიხწევები❤️
1
№5
ავტორი: gaga1987
2 აპრილი 2020 22:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1297


1
№6
ავტორი: SANDROGRIGA
4 აპრილი 2020 13:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 8859
ვან პერსი ცოტა ადრე რო გადმოსულიყო კარგი იქნებოდა
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

1 ნოემბერი 2020, 20:30
იუნაიტედი
არსენალი
პრემიერ ლიგა
4 ნოემბერი 2020, 21:55
ბაშაქშექირი
იუნაიტედი
ჩემპიონთა ლიგა
07 ნოემბერი 2020, 19:00
ევერტონი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
არსენალი1 ნოემბერი
ბაშაქშექირი4 ნოემბერი
ევერტონი07 ნოემბერი

წინა მატჩები

28 ოქტომბერი 2020, 23:59
იუნაიტედი5
ლაიფციგი0
ჩემპიონთა ლიგა
24 ოქტომბერი 2020, 20:30
იუნაიტედი0
ჩელსი0
პრემიერ ლიგა
20 ოქტომბერი 2020, 23:00
პსჟ1
იუნაიტედი2
ჩემპიონთა ლიგა
ლაიფციგი28 ოქტომბერი
ჩელსი24 ოქტომბერი
პსჟ20 ოქტომბერი

შემოგვიერთდი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top