თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2020, 16:21
ავტორი: volldagger,
ნანახია: 1466,
კომენტარები: 3
"ჩელსი", "იუნაიტედი" თუ "ტოტენჰემი"?
"განსაკუთრებული" ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ადგილებზე შექმნილ კონკურენციას აფასებს.
ჟოზე მოურინიოს სჯერა, რომ "ჩელსი" ტოპ ოთხეულში მოხვედრის მთავარი ფავორიტია.

პორტუგალიელი, რომელიც ლონდონის "ჩელსის" წარშულში ორჯერ წვრთნიდა, დღეს სტემფორდ ბრიჯზე "ტოტენჰემთან" ერთად ბრუნდება. სასტვენამდე ამ ორ გუნდს დაშორება მხოლოდ ერთი ქულა იქნება, ხოლო მათ უკან "შეფილდ იუნაიტედი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" მიჰყვებიან. "ვულვზს", "ევერტონს" და "არსენალს" ასევე 7 ქულა აშორებთ მეოთხე ადგილამდე.

სიტუაცია უკვე ძალიან დაიძაბა, რადგან როგორც მოგეხსენებათ, მეოთხე და მეხუთე ადგილები ჩემპიონთა ლიგის საგზურის მომტანია - ეს ყველაფერი "მანჩესტერ სიტის" მიმართ გამოტანილმა სანქციებმა შეცვალეს, რის გამოც ამ უკანასკნელებს ევროპულ ტურნირზე გამოსვლა 2 წლით აეკრძალათ.

ლონდონური დაპირისპირების წინ, მოურინიო ამ სიტუაციაზე ისაუბრა და თქვა, რომ "ჩელსი" ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, რადგან ისინი წინ არიან.

"ამ მომენტისთვის, "ტოტენჰემი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "არსენალი", "შეფილდი", "ვულვზი" და "ევერტონი"- ჩვენ ყველა დამარცხებულ მხარეს ვიმყოფებით".

"ჩვენ გვაქვს ამბიციები რომ ვიყოთ უფრო მაღლა, მაგრამ თითოეული ჩვენგანი "ჩელსის" 1, 2 ან 3 ქულით ჩამორჩება, ასე რომ, უპირატესობა ლურჯების მხარესაა. ეს აშკარაა. ეს უპირატესობა არ არის დიდი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება".

"ამჟამად "ჩელსი" სასურველ მეოთხე ადგილს იკავებს, რადგან "ლესტერს", რომელიც წინ არის, 9 ქულიანი ფორა გააჩნია".


წყარო: metro.co.uk
ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
22 თებერვალი 2020 16:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მალე აღარ იქნება
1
№2
ავტორი: volldagger
22 თებერვალი 2020 16:33
  • სიახლეები: 11
  • კომენტარები: 8
ციტატა: ikeoni
მალე აღარ იქნება


მეც ეგრე მგონია :D ამას რაღაც გნიდური აქ ჩაფიქრებული, დაიწყო ახლა თამაში და ვნახოთ
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
22 თებერვალი 2020 17:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რაც არ უნდა იყოს მეხუთეზე მაინც უნდა გავიდეთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top