თბილისი:
მანჩესტერი:
10-05-2019, 14:14
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1678,
კომენტარები: 5
"იუნაიტედის" დაჯილდოების ცერემონიალი
ინდივიდუალური პრიზების მფლობელები და მათი რეაქციები.
გუშინ "იუნაიტედის" ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც ფეხბურთელები წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებებისთვის დაჯილდოვდნენ.

2018-2019 წლების სეზონის სერ მეტ ბასბის წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი "იუნაიტედის" მცველს, ლუკ შოუს ერგო. შოუმ ჯილდო მოიგო, როგორც ფეხბურთელთა არჩევანით, ასევე კლუბის გადაწყვეტილებითაც. შესაბამისად, ინლისელმა "დუბლი გაიფორმა".

"ეს, რა თქმა უნდა, დიდებული შეგრძნებაა, მაგრამ მირჩევნია, რომ არცერთი ინდივიდუალური ჯილდო არ მოვიგო და გუნდმა უკეთესი სეზონი ჩაატაროს. ჩვენ უბრალოდ წინ უნდა გავიხედოთ და მომავალზე მოვახდინოთ კონცენტრირება."

"ოლემ მოსვლის დღიდან შესანიშნავი სამსახური გასწია. რა თქმა უნდა, ბევრ წარმატებასთან ერთად ბევრი ჩავარდნაც გვქონდა, თუმცა მოუთმენად ველით უკან დაბრუნებას და მომავალ სეზონს,"
- განაცხადა შოუმ.

"იუნაიტედის" დაჯილდოების ცერემონიალი

რაც შეეხება სეზონის საუკეთესო გოლის ავტორს, ის ანდრეას პერეირა გახდა, რომელმაც გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა თითოეული ხმისთვის:

"მინდა, რომ ჩემს თანაგუნდელებს, სამწრთვნელო შტაბს და საერთოდ ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც მეხმარებოდა. მადლობა გულშემატკივრებსაც, რომლებმაც ხმა მომცეს. მოხარული ვარ, რომ ასეთ დიდებულ კლუბში ვთამაშობ და თან პრიზსაც ვიგებ. ძალიან ბედნიერი ვარ,"
- განაცხადა პერეირამ.

"იუნაიტედის" დაჯილდოების ცერემონიალი

რაც შეეხება რეზერვების წლის საუკეთესო ფეხბურთელს ეს ტაჰიტ ჩონგი გახდა, რომელმაც რამდენიმე მატჩი ძირითად შემადგენლობაშიც ჩაატარა.

"რა თქმა უნდა, ეს შესანიშნავი შეგრძნებაა, მაგრამ ამ ყველაფერს ჩემი თანაგუნდელების, სამწრთვნელო შტაბისა და გულშემატკივრების გარეშე ვერ გავაკეთებდი. ვფიქრობ, ძალიან კარგი სეზონი გვქონდა და ვამაყობ,"
- აცხადებს ჩონგი.

"იუნაიტედის" დაჯილდოების ცერემონიალი

ჯიმი მერფის სახელობის წლის საუკეთესო ახალგაზრდე ფეხბურთელი კი მეისონ გრინვუდი გახდა, რომელმაც ამ ჯილდოს მიღების შემდეგ საკმაოდ თავდაჯერებულად ისაუბრა:

"მადლობა ყველას, სამწრთვნელო შტაბს, თანაგუნდელებს, სამუშაო პერსონალს... მათ გარეშე მე ვერაფერს ვიზამდი. რაც შეეხება ჩემს მომავალ მიზანს ეს პირველ გუნდში მოხვედრა და ისეთივე სეზონის ჩატარებაა, როგორიც ახლა მაქვს. რეშფორდი ყველა ახალგაზრდისთვის მოტივაციაა, რადგან სწორედ მის მაგალითზე ვხედავთ, რომ ტალანტი და შრომა ფასდება. ის ბრწყინვალეა."


"იუნაიტედის" დაჯილდოების ცერემონიალი

"იუნაიტედის" ქალთა გუნდიდან კი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ქეით ზელემი გახდა. ნახევარმცველმა საოცარი სეზონი ჩაატარა და დამსახურებულადაც გახდა წლის საუკეთესო ფეხბურთელი.

"ეს საოცარი შეგრძნებაა. კიდევ უფრო განსაკუთრებულია იმიტომ, რომ ეს პირველი ჯილდოა ჩემთვის. პირველი სეზონის შემდეგ მეტს უბრალოდ ვერც მოვითხოვდი. ეს მხოლოდ ჩემი პრიზი არაა, ეს თითოეული ჩვენგანის პრიზია და მადლობა ყველას ამ სიხარულისთვის. ქეისიმ ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენთვის და მართლა ძალიან დაგვაახლოვა და ვფიქრობ, რომ მისი მუშაობის შედეგს მოედანზეც ხედავთ,"
- განაცხადა ქეითმა.
ახალი ამბები, ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Lalana
10 მაი 2019 14:35
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ქალთა გუნდის თამაშებს რამოდენიმეჯერ ვუყურე და ნამდვილად კარგი ნახევარმცველია ქეითი,ისეთი რომ კაცთა გუნდშიც რომ გამოვიყვანოთ მანდაც კი აჯობებს ჩვენ საწყალ ნახევარმცველებს.

ისე კი,მაგარი საყურებელია ქალთა ფეხბურთიც
0
№2
ავტორი: Dato kutaisi
10 მაი 2019 16:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: Lalana
ქალთა გუნდის თამაშებს რამოდენიმეჯერ ვუყურე და ნამდვილად კარგი ნახევარმცველია ქეითი,ისეთი რომ კაცთა გუნდშიც რომ გამოვიყვანოთ მანდაც კი აჯობებს ჩვენ საწყალ ნახევარმცველებს.

ისე კი,მაგარი საყურებელია ქალთა ფეხბურთიც

გადმოვიყვანოთ სხვა რა გზა გვაქვს აბა ყიდვით არავის ყიდულობენ:)
0
№3
ავტორი: ikeoni
10 მაი 2019 18:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
გრინვუდი მაგარი ბიჭი იზდება
0
№4
ავტორი: kobinio
11 მაი 2019 01:17
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Bichebo chven rom evropa liga moviget chven magivrad xo arsenali gavida ligaze? Miuxedavad inisa ro mexuteze iko. Exla orive tass 5 eulidan igebs gundi da am principut manchesteric xo ligaze gadis?
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
11 მაი 2019 15:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გრინვუდის და ჩონგის იმედი მაქ მომავალში.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top