თბილისი:
მანჩესტერი:
3-05-2019, 15:14
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1065,
კომენტარები: 7
გუნდის სიახლეები "ჰადერსფილდთან" მატჩის წინ
ოლე გუნარი ტრავმების შესახებ.
გუნდის სიახლეები
ოლე გუნარ სოლსკიარმა "ჰადერსფილდთან" მატჩის წინ გუნდის სიახლეებზე ისაუბრა. ოლე გუნარმა ერიკ ბაიი გაამხნევა, რომლისთვისაც სეზონი დასრულებულია და ვერც აფრიკის თასის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

თუმცა ვარჯიშებზე მარკუს რეშფორდი დაბრუნდა, რომელსაც გასულ მატჩში "ოლდ ტრაფორდის" დატოვება მხრის ტრავმის გამო მოუწია. შანსი შეიძლებოდა მისცემოდა აკადემიელ მეისონ გრინვუდსაც, რომელიც შეტევაში შესანიშნავი არჩევანია, თუმცა მცირედი დაზიანების გამო, სავარაუდოდ, 17 წლის ფეხბურთელი მატჩს კვირას ვერ ჩაატარებს და ის მზად "კარდიფისთვის" იქნება.

"ერიკ ბაიი ყველაზე მეტად ცდილობდა პოზიტივის შენარჩუნებას. ჩვენ ყველას გვეშინოდა და, რა თქმა უნდა, მასაც. როცა ასეთ ტრავმას იღებ შეიძლება, რომ ცხრა ან 12 თვის გამოტოვება მოგიწიოს, გეშინია, რომ ყველაზე უარესი მოხდება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ის წინა სასეზონოდ მზად იქნება, რაც კარგი ამბავია."

"კიდევ არის მცირედი დაზიანებები, ზუსტ რიცხვს კი კვირას დილას შემოგთავაზებთ. მეისონ გრინვუდმა ამ კვირას ვარჯიში დაიწყო, მაგრამ ტრავმა მაინც აწუხებს, სამწუხაროდ."

"ვიმედოვნებდით, რომ ბოლო ორ მატჩში მაინც შეძლებდა თამაშს, მაგრამ - უშედეგოდ. იმედია, "კარდიფთან" დაგვიბრუნდება."

"რაც შეეხება მეკარის პოზიციას, სერხიოს გუშინ ტრავმა ჰქონდა და ვერ ივარჯიშა. მას მუხლი აწუხებს. დავიდი მთელი კვირა ვარჯიშობდა, ძალიან კარგ ფორმაშია და აუცილებლად ითამაშებს."

"ის ამ სეზონში ფანტასტიკური იყო. მას არაერთხელ მოუწია თქვენი კრიტიკის გამკლავება და არც ახლა გაუჭირდება. დავიდი კვირისთვის მზად არის."


კრის სმოლინგი, ფილ ჯონსი და ჯესი ლინგარდი "ჩელსისთან" მატჩში არ იმყოფებოდნენ და "იუნაიტედს" მეტოქის დამარცხებაში ვერ დაეხმარნენ. როგორც პრესა იუწყება, მატჩში მონაწილეობის მიღებას ვერც რომელუ ლუკაკუ შეძლებს.
მატჩის წინ, პრესკონფერენცია
7 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
3 მაი 2019 15:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ათამაშოს ახალგაზრდები, შანსი არაა რო გავიდეთ, ამიტომ გამოცდილება მაინც მიაღებინოს, გრინვუდი მაინტერესებს ყველაზე მეტად, ბოლო თამაშში იმედია მზადიქნება, ისეთი ალღოაქ გოლის გატანის რო მგონი მთავარ გუნდშიც გაიტანს.
0
№2
ავტორი: shotkin
3 მაი 2019 15:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3032
გრინვუდი მაგრა მაინტერესებს და ათამაშეთ
0
№3
ავტორი: David_Beckham7
3 მაი 2019 15:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 468
გარნერი მაინტერესებს ძაან როგორ ითამაშებს და იმედია მისცემს კარგ სათამაშო დროს
0
№4
ავტორი: ikeoni
3 მაი 2019 15:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8431
გრინვუდი მაგარი ბიჭია ძაან
0
№5
3 მაი 2019 19:42
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
გრინვუდი, გარნერი, ჩონგი, ანხელ გომესი... 2 ტური დარჩა და ახალგაზრდებს უნდა მისცეს შანსი, გამოცდილებას მაინც მიიღებენ.
0
№6
ავტორი: kobinio
3 მაი 2019 22:23
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
აკადემიელების დიდი იმედი მაქვს
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
4 მაი 2019 12:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 8541
ახალგაზრდები ათამაშოს მაინც აზრი არააქვს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

10 აგვისტო 2020, 23:00
იუნაიტედი
კოპენჰაგენი
ევროპა ლიგა
კოპენჰაგენი10 აგვისტო

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

5 აგვისტო 2020, 23:00
იუნაიტედი2
ლასკი1
ევროპა ლიგა
26 ივლისი 2020, 19:00
ლესტერი0
იუნაიტედი2
პრემიერ ლიგა
22 ივლისი 2020, 21:00
იუნაიტედი1
ვესტ ჰემი1
პრემიერ ლიგა
ლასკი5 აგვისტო
ლესტერი26 ივლისი
ვესტ ჰემი22 ივლისი

შემოგვიერთდი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top